ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ანდრეა პირლო:”აგრესიული სტილი – ჩვენი მთავარი მიზანია”

ანდრეა პირლო

გთავაზობთ ანდრეა პირლოს ტრადიციულ წინასამატჩო პრესკონფერენციას, რომელიც სპეციასთან შეხვედრას დაეთმო:

“ფეხბურთში საკმაო ხანია რაც ვიმყოფებით და წლების მანძილზე მიწევდა ყურადღების ცენტრში ყოფნა. შესაბამისად ზეწოლა რომელიც არსებობს ჩემთვის უცხო არ არის და ამას შეჩვეული ვარ.

მშვიდად ვართ, რადგან აქ სულ ცოტახნისწინ დავიწყეთ მუშაობა და სიტუაციიდან გამომდინარე, კმაყოფილი ვარ არა შედეგით, არამედ ფეხბურთელების საქმისადმი მიდგომით.

პაულო დიბალასთან დაკავშირებით ბევრი სისულელე იწერება და დარწმუნებული ვარ, არგენტინელი ამ სატრანსფერო სპეკულაციას ყურადღებას არ აქცევს.

აქამდეც ვიძახდი, რომ იგი 100%-ით მზად არ იყო.. ტრავმის შემდეგ პირველ მატჩს კარგად ატარებ, მაგრამ მეორედან უკვე დაღლა იწყება.. ასეთ დროს აუცილებელია მუშაობა და თამაში.

კრიშტიანო რონალდუ თავს კარგად გრძნობს და გუშინ განცალკევებით ივარჯიშა. მისი სტატუსიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე გუნდს ჩეზენაში მოყვება, მაგრამ ნაკლებად მოსალოდნელია მატჩი პირველივე წუთებიდან დაიწყოს.

მესმის, რომ სახლის პირობებში ვარჯიშს განაგრძობდა, მაგრამ ეს სრულებით განსხვავებულია საწვრთნელი მინდორისგან.. შევხედავთ როგორ იმუშავებს მომდევნო კვირის განმავლობაში. 

მატეის დე ლიხტს მოცდა კიდევი მინიმუმ ერთი კვირის მანძილზე მოუწევს. არ გვსურს მისი დაბრუნება დავაჩქაროთ, რადგან წინ მნიშვნელოვანი პერიოდის გავლა გვიწევს და აუცილებელია ყველა ლიდერის ფორმაში ყოფნა.

ლეონარდო ბონუჩიმ გუშინ ასევე განცალკევებით ივარჯიშა, მაგრამ თავს კარგად გრძნობს სპეციასთან სასტარტოში იქნება. ჯორჯო კიელინის სარეაბილიტაციო პერიოდი გრძელდება და ამიტომ ბონუჩისგან განსხვავებით, კაპიტანი გამოტოვებს ამ შეხვედრას.

აარონ რემზის საკმაო მატჩები დაუგროვდა და კიევის შემდეგ თავს იდეალურად არ გრძნობს. დანარჩენ ფეხბურთელებსაც ბევრი წუთი დაუგროვდათ, მაგრამ მათ ახლაც მოუწევთ მინდორზე გამოსვლა.

პრობლემა არის პრესინგი.. ყველაფერს ჭირდება დრო. ფეხბურთელები უკეთ უნდა შეთამაშდნენ და იგრძნობ მოედანზე გადაადგილება.. ჩვენ ვაკვირდებით პროცეს, რომელიც დროს მოითხოვს თუმცა პროგრესი სახეზეა.

გვსურს შემტევი სტილით თამაში, რომელიც გულისხმობს გარკვეულ რისკებს დაცვითი თამაშის თვალსაზრისით.. ბურთის დაკარგვის დროს ორგანიზებული ართმევაა საჭირო და ეს ბალანსი უნდა მოვიპოვოთ. 

ერთი სიტყვით მეტი აგრესია გვსურს და თუ იქნება შეცდომები, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. მთავარია სწორი გზით მივდივართ.. ვიცით რაც გვსურს და წარმატების მისაღწევად მაქსიმუმს გავიღებთ.

სპეციას თავკაცს კარგად ვიცნობ.. საერთოდ იტალიაში ასეთი რანგის მატჩებს განსაკუთრებულად ხვდებიან.. ამიტომ რთული მატჩის მოლოდინში ვარ, მაგრამ ქულების აღება სავალდებულია, რათა გაგრძელდეს გზა რომელიც დავიწყეთ.

რაც შეიძლება ბევრი პოზიტიური ემოცია უნდა დაფიქსირდეს, ვიდრე ეს გასულ მატჩებში იყო.”

5 2 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ბაქარი
ბაქარი
6 months ago

პირლო აქ მარტო სამი ქულა კი არა გუნდმა კარგი თამაში უნდა აჩვენოს

| Newsphere by AF themes.

გათიშვა

1
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<