ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ანდრეა პირლო:”ბიჭების თამაშით კმაყოფილი ვარ”

ანდრეა პირლო

იუვენტუსმა სტუმრად ლაციოსთან საერთო ჯამში კარგი შეხვედრა ჩაატარა, თუმცა მისი გამარჯვებამდე მიყვანა ამჯერადაც ვერ შეძლო.

გთავაზობთ ანდრეა პირლოს მატჩისშემდგომ კომენტარს:

“დღევანდელმა შეხვედრამ მკაფიოდ გვაჩვენა, რომ მოდუნება 10 წამითაც კი დამღუპველია.

სწორედ ეს მოხდა ლაციოსთან დაპირისპირებისას, სადაც ბურთზე ჩვეული კონტროლის ნაცვლად, ქაოსში საკუთარი შეცდომის გამო აღმოვჩნდით.

ხუან კუადრადოს გაკრიტიკება უადგილოა, რადგან მას პრაქტიკულად ყოველ მეორე დღეს უწევს მინდორზე გამოსვლა და სხვა მხრივ, იგი ერთ-ერთი საუკეთესოა მოედანზე.

ვერც პაულო დიბალას ცუდ ასპარეზობაში ან მისთვის ყურის აწევაში დაგეთანხმებით.. არგენტინელს სურდა საუკეთესო, მაგრამ ფიზიკური კონდიციები თავისას შვება.

სამწუხაროა, რომ კრიშტიანო რონალდუმ თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო. იგი არამარტო ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ ყველა იმ გუნდისთვის სადაც კი უთამაშია..

თუმცა, ვინ პორტუგალიელის ნაცვლად შემოვიდა თავი არ შეურცხვენია.

ტრავმირებულებს გვერდს ვერ ავუვლით.. ალექს სანდრო, ჯორჯო კიელინი და მატეის დე ლიხტი სერიოზული ძალაა.. მათ დღეს ფედერიკო კიეზაც შეუერთდა. 

უალტერნატივოა თუ არა დანილო? კარგად ირჯება, მაგრამ დასვენება ყველას ესაჭიროება.. სანდროს დაბრუნების შემდეგ, ვფიქრობ მას შეუძლია იდენტურ სამ მცველიან ფორმაციაში ასპარეზობა.

საერთო ჯამში ბიჭების თამაშით კმაყოფილი ვარ. ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთი რაც აქამდე გვიჩვენებია.. სრულად ვაკონტროლებდით ბურთს.. იყო მცირეოდენი ხარვეზი ვერტიკალურ მოქმედებებში..

მაგრამ გუნდმა აჩვენა, რომ შეუძლია ამ სვლით მოძრაობა და პროგრესირება.. რომ მათ შეუძლიათ განვითარება! მთავარია კონცენტრირება არ დავკარგოთ და თამაში იქამდე დავხუროთ, ვიდრე დაღლა დაიწყება.”

3.3 3 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.

გათიშვა

0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<