ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ანდრეა პირლო:”ინტერს საკმაოდ გაუმართლა”

ანდრეა პირლო

  • მატჩი ფილიპო ინძაგის ბენევენტოსთან

  • სიტუაცია შემადგენლობასთან დაკავშირებით

  • ბრძოლა სკუდეტოსთვის, რონალდუ და იტალიური ფეხბურთის პრობლემები


დღეს, იუვენტუსი ფილიპო ინძაგის ბენევენტოს დაუპირისპირდება, რომელიც 11 მატჩია უკვე რაც გამარჯვების მიღწევას ვერ ახერხებს.

იუვენტუსი თავის მხრივ სერია ა-ში მესამე პოზიციაზეა 56 ქულით და მილანს რომელიც მეორეა ერთი ქულით ჩამორჩება. როსონერისგან განსხვავებით ტურინელებს ერთი მატჩი აქვთ თადარიგში, რომელსაც ნაპოლის წინააღმდეგ გამართავენ.

ინტერთან ჩამორჩენა ამ ეტაპზე 10 ქულას შეადგენს. საგულისხმოა რომ მიმდინარე ტურში ნერიაძურის მატჩი ნეროვერდისთან გუნდებში დაფიქსირებული კოვიდ შემთხვევების გამო გადაიდო. ამ თემას ანდრეა პირლო ტრადიციულ წინასამატჩო პრესკონფერენციაზეც შეეხო:

“პიპოს ძალიან კარგად ვიცნობ. მასთან ერთად არაერთი წელი ვითამაშე და უამრავი ჯილდო მოვიპოვე! ჩვენ ყველაზე ძლიერები ვიყავით!

მწვრთნელის ამპლუაშიც კარგად გამოიყურება. თუნდაც, შარშანდელი სეზონი რად ღირს როდესაც სერია ბ-ს მოგება მოახერხა. მესმის რომ ახლა მძიმე პერიოდი უდგათ, თუმცა თამაშის თვალსაზრისით მისი გუნდი ყოველთვის საინტერესო ფეხბურთს გვთავაზობს.

დასაკარგი არაფერი აქვთ და ბოლომდე ეცდებიან რამდენიმე წარუმატებელი მატჩის შემდეგ სასურველი შედეგის მოპოვებას. ამიტომაც მეტოქის პატივისცემა გვმართებს. სერია ა-ში არარსებობს გუნდი რომელიც ყურადღების გაფანტვას გაპატიებს.

შემადგენლობის თვალსაზრისით მდგომარეობა ოდნავ გაუმჯობესდა. პაულო დიბალას დაბრუნებას უახლოეს დღეებში ველოდებით, თუმცა 1-2 კვირა ფორმის აღდგენას დაეთმობა. აარონ რემზი, ალექს სანდრო და მერიჰ დემირალი ვერ დაგვეხმარებიან. 

უინსტონ მაკენი და არტური თავს უკეთ გრძნობენ. ბრაზილიელი დიდი ხნის მანძილზე მოქმედებდა ტრეკუარტისტას ამპლუაში, მაგრამ მას აქვს მახასიათებლები რომლითაც რეჯისტაზე მშვენირად იასპარეზებს. 

ალვარო მორატას მდგომარეობაც უმჯობესდება. ჩვენ მისი იმედი არასდროს დაგვიკარგავს. პრობლემები ყველას შეიძლება ქონდეს, მთავარია არ დანებდე და ესპანელს ძლიერი ხასიათი აქვს. 

ჯანლუიჯი ბუფონი გამოჯანმრთელდა, მაგრამ იქნება თუ არა სასტარტოში ამას მოგვიანებით გადავწყვეტთ.

სკუდეტოსთვის ბრძოლა გრძელდება, მაგრამ დღევანდელი სურათი ერთადერთ ამოცანას გვისახავს – გავაგრძელოთ ინტერზე ზეწოლა და ამის იდეალური გზა ყოველ შეხვედრაში გამარჯვების მოპოვებაა.

ინტერი – სასუოლოს შეხვედრასთან დაკავშირებით განვითარებულ სიტუაციას თვალყურს ვადევნებდი. ანალოგიურ მდგომარეობაში ვიმყოფებოდით და მაშინ სხვა სახის გადაწყვეტილება იყო მიღებული. გამოდის ინტერის ფეხბურთელები სანაკრებო პაუზის დროს არ დაიტვირთებიან და შინ დაისვენებენ. ამ მხრივ ანტონიო კონტეს ძალიან გაუმართლა.

საკუთარი გუნდისგან თამაშის ხარისხის გაუმჯობესებას ველოდები. წინ დიდი პერიოდია, რომელიც ამ მხრივ გამოსაყენებელია. დროა რგოლებს შორის კავშირი ახალ საფეხურთზე ავიდეს. გაცილებით სწრაფი მოქმედებებია საჭირო. 

კრიშტიანო რონალდუს კლუბთან კიდევ ერთ წლიანი კონტრაქტი აკავშირებს და ამ ფაქტით მოხარულები ვართ. ტაქტიკური თვალსაზრისით ჯერჯერობით არაფერზე დავფიქრებულვარ, რადგან სეზონის რაც შეიძლება კარგი კუთხით დასრულებაზე ვართ ორიენტირებულები. ნუ დაგავიწყდებათ წლევანდელ სეზონში რამდენი გოლის გატანა მოახერხა.

დეიან კულუსევსკიმ მძიმე პერიოდი უკან მოიტოვა და ახლა ნაყოფიერ თამაშს აჩვენებს. მის შესაძლებლობებში ეჭვი არც აქამდე შემიტანია. შვედს კარგი შანსი აქვს ხვალ ფედერიკო კიეზასთან, ალვარო მორატასთან და კრიშტიანო რონალდუსთან ერთად შეხვედრა პირველსავე წუთებიდან დაიწყოს.

იტალიური კლუბების ასპარეზობა ევროპულ ტურნირებზე მასშტაბურ ჭრილში განსახილველი საკითხია. აუცილებელია ერთიანი პროექტის შემუშავება და აპენინური გუნდების მწვერვალზე დაბრუნება. უკანასკნელად ეს ინტერმა 10 წლის წინ მოახერხა.”

4.5 4 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
1 month ago

მართლა მაგრად გაუმართლათ და საერთოდ ტრავმვებიც თითქმის არ ქონიათ. ამ ბენევენტოს კიდე მაშინ როგორ ვერ მოუგეთ ტფუუ.

| Newsphere by AF themes.

გათიშვა

1
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<