ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ანდრეა პირლო:”მეტოქისგან სილას არ უნდა ველოდოთ”

ანდრეა პირლო

იუვენტუსმა მორიგი დაუგეგმავი ქულები დაკარგა.. ამჯერად ტურინელებმა შინაურ არენაზე ვერონას დამარცხება ვერ მოახერხეს:

“პირველ ტაიმში სათანადო ინტენსიურობა და საფეხბურთო აგრესია გვაკლდა.. დაუშვებელია გაშვებული ბურთის შემდეგ გამოფხიზლება.. ეს პირველივე წამიდან უნდა გვქონდეს.

არ ველოდით, რომ პაულო დიბალა მოედანზე მთელ 90 წუთს გაატარებდა, თუმცა თამაშის სცენარიდან გამომდინარე სხვა გზა არ გვქონდა.

დეიან კულუსევსკი იყო ერთადერთი ალტერნატივა სათადარიგოთა სკამზე და თან მას ზედიზედ 7 შეხვედრაში ქონდა მონაწილეობა მიღებული.. ამიტომაც ამოსუნთქვის საშუალება მივეცით.

არტური მთელი 90 წუთის განმავლობაში ბურთს საიმედოდ აკონტროლებდა, თუმცა მას უკეთაც შეუძლია. 

ლეონარდო ბონუჩის პრობლემები ჯერ კიდევ კიევში დაეწყო.. მის მდგომარეობას ხვალ შევაფასებთ.

ვერონას და ატალანტას წინააღმდეგ თამაში არის თავისტკივილი.. ისინი მაღლა აწეულ პრესინგს გთავაზობენ და მზად არიან ერთი-ერთზე მოედნის თითოეულ წერტილში დაგიპირისპირდნენ..

პირველ 45 წუთში ველოდებოდით, თუმცა მომენტები მაინც ჩვენ შევქმენით.. მეორე ნახევარში საქმე უიღბლობასთან გვქონდა, მაგრამ შედეგს არანაირი გამართლება არა აქვს..

ისევ და ისევ, მეტოქისგან სილას არ უნდა ველოდოთ.. მანამდე გვმართებს გამოფხიზლება.

კრიშტიანო რონალდუს პოზიცია ყველასათვის ცნობილია.. მას უყვარს მარცხნიდან ცენტრში შემოწევა.. იდენტურად ირჯება დიბალაც და კულუსევსკიც.. 

ჩვენ უდაოდ შეგვიძლია რონალდუსთან, მორატასთან და დიბალასთან ერთად ასპარეზობა.. ყველაფერი დამოკიდებულია ამა თუ იმ მოთამაშის ფიზიკურ კონდიციებზე..

ფედერიკო კიეზას არ ყოფნამ ფლანგზე ინტენსიურობა მოგვაკლო.. ამიტომაც ვეცადე ფედერიკო ბერნარდესკის ფორმაში შეყვანას, რომელსაც დიდი პერიოდი გაუცდა და ჯერ კიდევ შორს არის ოპტიმალური კონდიციებისგან.”

4.5 2 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ბაქარი
ბაქარი
1 month ago

სკამზე კულესვკი აღარ დააყენო თუ არ იქნენა კომფოტული ა ნგარიში

| Newsphere by AF themes.

გათიშვა

1
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<