ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ანდრეა პირლო:”სკამზე ყოფნა უფრო რთულია”

ანდრეა პირლო

ანდრეა პირლოს TuttoSport -ის ჟურნალისტი დაუკავშირდა და საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა:

“გამიმართლა, რომ კარიერაში განსაკუთრებულ სპეციალისტებთან მომიწია მუშაობა. ლუჩესკუ, ანჩელოტი, ლიპი, ალეგრი..

მათგან ბევრი რამ ვისწავლე და საქმე, მხოლოდ ტაქტიკურ ნიუანსებს არ ეხება.

პეპ გუარდიოლაზე რა უნდა ითქვას.. მან უკვე ყველას აჩვენა ბარსელონაში მუშაობით რაოდენ დიდია.. იგი ბევრს შრომობს და ყოველთვის გამოირჩევა ინოვატორული იდეებით.

ბუნებრივია სკამზე ყოფნა უფრო მეტად რთულია, რადგან მინდორზე ყოფნისას გადაწყვეტილებას თავად ვიღებდი, ახლა კი ის შემიძლია რომ გვერდით ხაზთან ვიდგე და ჩემი მოთამაშეების მოქმედებებს ვადევნო თვალყური.

თუმცა, საბედნიეროდ ახლა ჩემს განკარგულებაში საკმაოდ ძლიერი კოლექტივია, სადაც უამრავი ნიჭიერი ფეხბურთელია თავმოყრილი..

სასიხარულო ფაქტია, რომ მოვახერხეთ ამდენი ტალანტის ერთად შეკრება.. ახლა მთავარია მშვიდად მუშაობის გარემო შევუქმნათ და თავად ნახავთ სეზონის მსვლელობისას როგორ განვითარდებიან.

ჩემპიონთა ლიგაზე სუსტი გუნდი არ არსებობს. ეს არის უაღრესად რთული და მნიშვნელოვანი ტურნირი, სადაც სრული 100%-იანი კონცენტრირებაა საჭირო.

მარტში იწყება პლეი-ოფი და მისთვის ზოგიერთი აქედანვე ემზადება, ზოგიც უფრო მერე.. ჩემი აზრით ბევრი რამ არის დამოკიდებული წილისყრაზე.. მცირეოდენი იღბლის გარეშე ძალიან რთულია. 

ჩემი საფეხბურთო ხედვა იქნება ერთი და იგი არ უნდა შეიცვალოს არანაირი ფაქტორიდან გამომდინარე.. თუნდაც, სანტიაგო ბერნაბეუზე ვთამაშობდეთ.

კრიშტიანო რონალდუ მსოფლიო ფეხბურთის სიმბოლო გახლავთ.. 35 წელი არის უბრალოც ციფრები და მეტი არაფერი. ვუყურებ ყოველდღიურად მის მუშაობის და ამაში ღრმად ვრწმუნდები. 

პორტუგალიელი სამაგალითოა ყველასათვის და უსაზღვროდ ბედნიერი ვარ მისი ჩემს განკრგულებაში ყოფნით.”

5 2 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.

გათიშვა

0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<