ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ანდრეა პირლოს ვრცელი ინტერვიუ კლუბის არხთან

ანდრეა პირლო

იუვენტუსის თავკაცი ანდრეა პირლო კლუბის ოფიციალურ ტელეარხთან საუბარში, კლუბის სამომავლო მიზნებზე ისაუბრა:

“აქ იმისთვის ვიმყოფებით, რათა ჩვენი პოტენციალის დემონსტრირება სრული 100%-ით მოვახდინოთ!

თითოეულ ადამიანს ვიცნობ ვისთან ერთდაც მიმუშავია.. მათი ბოლომდე მჯერა და ვიცი, რომ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ, რადგან ამისათვის ყველაფერს გავიღებთ რაც კი გაგვაჩნია.

ჩემპიონთა ლიგაზე ის გუნდი ასპარეზობს წარმატებულად, რომელიც ბურთის დაკარგვის დროს მის დასაბრუნებლად მაქსიმუმს იღებს.. სწრაფად და აგრესიულად მოქმედებს, რათა ბურთი დაიბრუნოს და ჩვენ ზუსტად ამ მიმართულებით ვმუშაობთ..

გზა იქნება გრძელი, რადგან ჯერჯერობით გრაფიკი არ გვაძლევს საშუალებას ყველა ჩვენს ხელთ არსებულ ფეხბურთელთან ერთად ვიმუშაოთ.. დღეისათვის სანაკრებო პაუზა გვაქვს, თუმცა ვაგრძელებთ ვარჯიშს იმ მოთამაშეებთან ერთად, რომლებიც დღეისათვის ბაზაზე დარჩნენ.

მიზანი არის უცვლელი.. იუვენტუსსზეა საუბარია.. კლუბზე, რომლისთვისაც გამარჯვების გარდა სხვა შედეგი არ არსებობს.. მწამს, რომ შეგვწევს ძალა ზედიზედ მეათე სკუდეტო გავიფორმოთ! მწამს ასევე რომ შეგვიძლია ჩემპიონთა ლიგაზე ბოლომდე გავიდეთ! მთავარია კონცენტრირება არ დავკარგოთ..

საწვრთნელი სესია ოდნავ განსხვავებულია და ბიჭებს უწევთ ახალი პროცესის გავლა, რომელიც ჯერ არ ქონიათ.. ამან დიდი ენთუზიაზმი გამოიწვია.. მათგან სწორ მიდგომას ვხედავ და რაც მთავარია გამარჯვებული გზის გაგრძელების სურვილს.. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.”

5 1 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.

გათიშვა

0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<