ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ანდრეა პირლოს პირველი პრეს-კონფერენცია

ანდრეა პირლო

ანდრეა პირლოს პრეს-კონფერენცია ჩვენი დროით 17:00-ზე დაიწყება და მას მოცემულ ბმულზე გაეცნობით Live რეჟიმში.

შესაბამისად, პოსტი შეგიძლიათ პერიოდულად განაახლოთ.

“მოგესალმებით ყველას! აქ იმისთვის ვარ, რომ გუნდს საჭირო ენთუზიაზმი მივცე.. მთვარია გუნდმა აქტიური ფეხბურთის თამაში განაგრძოს. აუცილებელია ბურთის სწრაფად გადაადგილება, თუმცა თითოეულ შეხებას და გადაწყვეტილებას იდეა უნდა გააჩნდეს.

ვეძებ თუ არა ახალ პირლოს? აქ უამრავი მაღალი დონის ფეხბურთელია შეკრებილი და არ არის აუცილებელი, რომელიმე ჩემნაირი მახასიათებელი გააჩნდეს. აუცილებელია გამოიყენო ისე, რა შესაძლებლობებიც რეალურად გვაქვს.

არტურთან დაკავშირებით გეტყვით, რომ მისი ფეხბურთით თავიდანვე მოვიხიბლე. იგი ქმნის და შეუძლია განსხვავებულ პოზიციებზე ასპარეზობა. დანარჩნი უკვე საქმეში გამოჩნდება.

მქონდა თუ არა ეჭვები, როდესაც დამირეკეს? ყველაფერი ისე სწრაფად განხორციელდა, რომ დროც კი არ მქონია რაიმე გამეაზრებინა, რადგან 23 წლამდე გუნდის გასაძღოლად ვემზადებოდი, როდესაც მოულოდნელად ძირითადი გუნდის გაწვრთნა შემომთავაზეს.

ბუნებრივია ასეთი შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვა.. ვთვლი, რომ საჭირო დროს, საჭირო ადგილას ვიმყოფები!

ტაქტიკურ მოდულებზე საუბარი ახლა ზედმეტია.. ჩვენ შეგვიძლია ვითამაშოთ ოთხი მცველითაც და სამი მცველითაც.. მთავარია ბიჭებს ქონდეთ სურვილი შეუტიონ.. ითამაშონ ბურთის დაბრუნებაზე და ეს ყველაფერი გააზრებულად განხორციელდეს.. სისტემა უნდა იყოს ერთიანი და მუშაობდეს შვეიცარიული საათივით.

კრიშტიანო რონალდუსთან განსხვავებულ საკითხებზე გვქონდა საუბარი, როგორც ჩვეულებრივ ადამიანებს შორის.. წარსულზე, აწყმოზე და მომავალზე.. წინ უამრავი დრო გვექნება, სადაც სხვადასხვა ტაქტიკურ ნიუანსებს გავივლით.

ჭორები პაულო დიბალასთან დაკავშირებით ყურით მოთრეულია. არგენტინელი ერთი წამითაც არ ყოფილა სატრანსფერო ბაზარზე. იგი გუნდის განუყოფელი ნაწილია!

გადაასწრო თუ არა ინტერმა იუვეს? ახლა ჩვენ ყველანი 0-დან ვიწყებთ.. იუვენტუსს საკმაოდ რთული წელიწადი ქონდა და ახლა მთავარია სრული კონცენტრირების მოხდენა, რადგან წინ მძიმე სამუშაო გველის.

აუცილებელია ყველაფრის კარგად გააზრება და სწორი კურსის აღება. არ გვაქვს შეცდომის დაშვების უფლება, რადგან კონკურენტები საკმაოდ კარგად მოძლიერდნენ და მზად არიან საბრძოლველად.

რონალდუ-დიბალა? ნუ დაგავიწყდებათ, რომ ჩემს განკარგულებაში ახლა ყველა არ არის.. აქედან გამომდინარე ზუსტი პასუხი გარკვეულ კითხვებზე ფიზიკური სიტუაციიდან გამომდინარე არ გამაჩნია.

ფაქტია, გუნდში რაც მეტი მაღალი დონის ფეხბურთელია, შენ უფრო მეტად გიადვილდება სხვადასხვა ტაქტიკური ვარირების განხორციელება და სწორი ბალანსის პოვნა.

ენთუზიაზმს რისი დახმარებით დავუბრუნებ? საუბრით.. აუცილებელია სათითაოდ ესაუბრა და გაიგო რა სურთ ბიჭებს.. გაიგონ შენი ტაქტიკური ხედვები და მარტივად გაიზიარონ ის საწვრთნელი პროცესი რაც წინ გველოდება.

ეს იქნება მუშაობა მწვანე მინდორზე და ასევე ადამიანური ურთიერთობები, რომლისგანაც ყველაფერი იწყება. ფეხბურთი ბედნიერებაა და მას სიამოვნება უნდა მოქონდეს.. სწორედ აქ არის მთავარი წარმატების საიდუმლო!

მიზანი? იუვენტუსმა უნდა გაიმარჯვოს! ეს არ იქნება იოლი, მაგრამ აქ ამისთვის ვიმყოფებით!

სატრანსფერო ბაზარი? არიან ფეხბურთელები, რომლებიც მსურს რომ კლუბში იყვნენ.. მათი მახასიათებლები ტაქტიკურ ჩანაფიქრს ხორცს სრულად შეასხამენ. თუმცა, მათი ვინაობის თქვენთვის გამხელას არ ვაპირებ (იღიმის)

ნუ დაგვავიწყდება ის ფაქტიც, რომ მოსამზადებლად ძალიან მცირე დრო გვაქვს, რადგან უკვე 10 დღეში სანაკრებო შეკრება იწყება.. ამ პერიოდის მაქსიმალურად გამოყნებას ვაპირებთ!

მომწონს თუ არა კონტეს იუვენტუსი? ეს იყო კრებული რომელიც მსხვერპლს იღებდა.. შესაძლოა გარკვეულ ეტაპზე ამ დონეზე დავბრუნდეთ კიდევაც.. თუმცა, არის იდეები რომლებიც ამ ყველაფრისგან განსხვავდება.

იგორ ტუდორი პირადად ჩემი მოთხოვნაა! მჭირდებოდა გამოცდილი მცველი, რომელსაც ქონდა ნამუშევარი მთავარ მწვრთნელად და პროფესიონალური კარიერის განმავლობაში, გასახდელში ავტორიტეტით სარგებლობდა! ხორვატი დღევანდელი იუვენტუსისთვის იდეალური ადამიანია!

გონსალო იგუაინთან პირადად ვისაუბრე.. არგენტინელს ყოველთვის განსაკუთრებულად ვაფასებდი.. მას საოცარი თვისებები ქონდა და დიდ მიზნებს მიაღწია.

თუმცა, საუბრის დროს მივხვდით რომ გზების გაყოფის დროა. 

სამი ხედირა ტრავმირებულია და ერთად ვიხილავთ, როდის შეძლებს დაბრუნებას.

 

4.8 8 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
5 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
maradona73
maradona73
1 month ago

საღოლ, გამახარეს …

პირველი ტრანსფერი – შალკედან ვიღაც ამერიკელი (ფედაკანიანი) ნახევარმცველი მაკკენი, 3 მილიონი არენდა და გამოსყიდვა.

აი ასეთ ტრანსფერებს საიდან იგონებენ ვერ ვხვდები, კაროჩე რაა ….

რეალისტი
რეალისტი
1 month ago

განა სხვა რამეს ითხოვდა სარი, ბურთის ფლობა სწრაფი გადაადგილება და მაღალი პრესინგი. შარშან სარიმაც ზუსტად ის თქვა რაც ახლა პირლომ. იდეა ყოველთვის კარგია მისი შესრულებაა რთული.

lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
1 month ago

დროზე ტრანსფერები გააძრონ რა და აუცილებლად გვჭირდება ამხანაგურები ერთ ერთი უბანძესი მომზადება აქ იუვენტუს ყოველი სეზონის დაწყებამდე.

Sergi
Sergi
1 month ago

Ratomgac mgonia rom pirlom ragac gandakutrebuli stili unda misces juves kidevac dacva da kidevac sheteva da kidev ar vici warmatebebi saris unda ajobos

juventino
juventino
1 month ago

შენ გაგახარა ღმერთმა! რადგან იგუს უშვებ იქნება კუადრადოც მიგეყოლებინა ბარემ და “თლა” სასწაული სტარტი იქნებოდა.

| Newsphere by AF themes.

გათიშვა

5
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<