ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ანდრეა პირლოს წინასამატჩო პრესკონფერენცია

ანდრეა პირლო

ხვალ, ჩვენი დროით 22:45 -ზე ტურინში სერია ა-ს მე-3 ტურის შეხვედრაში, ერთმანეთს იუვენტუსი და ნაპოლი დაუპირისპირდებიან.

გთავაზობთ ანდრეა პირლოს ტრადიციულ წინასამატჩო პრესკონფერენციას, რომელიც დაახლოებით ერთი საათის წინ შედგა ტურინში კონტინასას საწვრთნელ ბაზაზე:

“მეეჭვება, რომ მატჩის ჩატარებას საფრთხე შეექმნას, რადგან ლეგა სერია ა-ს ხელმძღვანელობამ მკაფიო კომენტარი გააკეთა სამედიცინო პროტოკოლთან დაკავშირებით.

ჩვენის მხრივ ზუსტად გეგმის მიხედვით განვაგრძობდით საწვრთნელ პროცეს და არანაირ ინფორმაციას არ მოუხდენია რაიმე სახის ზეგავლენა.

პირადი მოსაზრებით ჯენარო გატუზოს მისვლის შემდეგ, ნაპოლი გაცილებით შეკრული და სახიფათო გუნდი გახდა.. 

ბევრი კითხვა გააჩინა რომასთან გამართულმა შეხვედრამ, არადა ადამიანებს ავიწყდებათ, რომ ყოველგვარი მოსამზადებელი ეტაპის გარეშე დავიწყეთ ჩემპიონატი.. 

შესაბამისად, გარკვეულ მატჩებში ვცდილობთ საკუთარი მონახაზის სისრულეში მოყვანას.. ასე იქცევიან სხვებიც და ამაში სიახლე არაფერია. ეს უცნაური პერიოდია, რომელთანაც ადაპტაცია გვმართებს.

ალვარო მორატა ზედმეტად იყო გაკრიტიკებული.. მას სათანადო დროც კი არ ქონია, რომ გუნდს გაშინაურებოდა, რადგან მისი წასვლის შემდეგ იუვე მნიშვნელოვნად არის შეცვლილი.

ესპანელის შესაძლებლობები, რომ კარგად მოგვეხსენება და ზუსტად ვიცით მისგან რას მივიღებთ ამიტომაც არის დღეს აქ.

არ არის გამორიცხული მოედნის ცენტრალურ ზონაში არტურ მელო ვიხილოთ, ხოლო მარცხენა ფლანგზე ხუან კუადრადო ან ჯანლუკა ფრაბოტა.. მათ გარდა ახლა ისედაც არავინ გვყავს, ვინც ამ ფუნქციას შეითავსებს.

პაულო დიბალას ორი თვე გაუცდა, მაგრამ უკვე რომასთან შეეძლო მინდორზე ყოფნა.. ვნახოთ, დაიწყებს თუ არა სასტარტოდან ან შესაძლოა თამაში მეორე 45 წუთში ჩაერთოს.

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ცოტა დროა, თუმცა ფაბიო პარატიჩი რიგ მოლაპარაკებებს აწარმოებს. შემადგენლობით კმაყოფილი ვარ, თუმცა ამ პერიოდში პროგნოზის გაკეთება საკმაოდ რთულია.. პარატიჩი განსაკუთრებული მენეჯერია და იგი საქმეს ჩინებულად უძღვება.”

5 2 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.

გათიშვა

0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<