ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ანდრეა პირლო:”ჩემი მიზანი იყო ფინალში გავსულიყავით”

ანდრეა პირლო

ანდრეა პირლომ სუპერ თასის შემდეგ, იტალიის თასის ფინალში ასპარეზობის უფლებაც მალევე მოიპოვა.

მწვრთნელი მოხარულია გუნდის ბოლოდროინდელი წარმატებით:

“ჩემთვის მთავარი იყო მიზნის მიღწევა და ბუნებრივია ფეხბურთელების მოქმედებით კმაყოფილი დავრჩი, თუმცა შეცდომებზე თვალის დახუჭვა თავის მოტყუება იქნებოდა, რაც დაუშვებელია.

ფეხბურთელის ამპლუაში გარკვეული პროცესები უფრო მარტივად ვითარდება. მწვრთნელს კი თამაშის დასრულებისთანავე უწევს მომდევნო დაპირისპირებაზე ფიქრი და ახალი სტრატეგიის შექმნა. 

ახლა ცოტას დავისვენებთ და შაბათის თამაშისთვის მოვახდენთ კონცენტრირებას. 

მცველებით, რომლებიც ჩემს განკარგულებაში არიან მუდამ ვამაყობდი. მათ საოცრად ითამაშეს და ბუნებრივია ასეთი ბიჭების იმედი სულ მექნება. ბევრი ვერ დაიკვეხნის საკუთარ რიგებში 4 ასეთი განსაკუთრებული ცენტრალური მცველით!

საუბარი მარტო ჯორჯო კიელინის დაბრუნებაზე არ არის.. თითოეული მათგანი მაქსიმალურად იხარჯება და დღეისათვის ფორმის პიკზე გავიდნენ. არაა იოლი მოედნიდან გააქრო რომელო ლუკაკუ და ლაუტარო მარტინესი. ისინი ქებას იმსახურებენ!

ხალხი მაქს ალეგრის მადარებს? თუ შევძლებ და მოვიგებ იმდენივეს რაც მაქსმა მაშინ, რატომაც არა!

ყველა თამაში ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს და ჩვენც, გვაქვს სათანადო რესურსი რისი დახმარებითაც კონკრეტულ მატჩზე ვეწყობით.

ხალხი ამბობს თითქოს სტანდარტული 4-4-2 მოდულით ვმოქმედებთ, რაც სიმართლეს ნაკლებად შეესაბამება. სეზონი განსხვავებულ სტილში დავიწყეთ, მაგრამ პერიოდულად ყველაფერი შეიცვალა და ახლა რადიკალურად სხვა კონცეფციაზე ვმუშაობთ.

იქნებიან თუ არა სასტარტოში ერთდროულად ალვარო მორატა, პაულო დიბალა და კრიშტიანო რონალდუ? დღევანდელ დღემდე ვერ მოხერხდა, მათი იდეალურ კონდიციებში ხილვა. თავდაპირველად პრობლემები დიბალას ქონდა, შემდეგ მორატას.. 

მათი დაბრუნების შემდეგ, ამ ვარიანტზე ნამდვილად ვიფიქრებ რადგან მათ ისეთი ტიპის მახასიათებლები აქვთ, რომელთა დახმარებითაც შეძლებენ მოედანზე ერთდროულად ყოფნას და შედეგის მოტანას.”

5 1 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
maradona73
maradona73
2 months ago

გადაბმულად რომ ათამაშებ 6-7 თამაშს ტიპები შტერდებიან ფსიქოლოგიურად და დასვენება ჭირდებათ, ფიზიკას რომ თვი გავანებოთ.

წარმოიდგინეთ რამონსტრია რონალდო, 1 წელი რომ ათამაშო გადბმულად კი აქვს ჩავარნდები, მაგრამ მაინც არ უნდა რომ დაისვენოს და ყველა თმაშში მონაწილეობის სურვილი აქვს.

lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
2 months ago
Reply to  maradona73

ბენტანკური ყავს ეგრე თითქმის სუ სასტავშია. არტურას და მორატას კიდე რა შეუყო ვინებსაც მართლა დასვენება ჭირდებათ იმათ არ ასვენებს.

iobidze jondo
iobidze jondo
2 months ago

ისე მაინტერესერბს რონალდო-დიბალა-მორატას ტრიო როგორი იქნება მოედანზე, მე მგონი უნდა გაამართლოს

lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
2 months ago

რა სასტავი დააყენა პირლომ გინდ პირველ გინდ მეორე მატჩში და ვერაფერი ქნა ინტერმა.ამათ უნდათ სერია ა-ს მოგება ? პირლოს მოსახოდად დრო დაჭირდა თორე ეხლა ჩვენ ვიქნებოდით პირველზე.გაბრაზებული ანიელი რო დავიმახე ეგრევე მივხვდი რო კონტეს აგინებდა :D მე მეგონა კონტეს სულელური კომენტარების გამო იყო გაბრაზებული. კონტე რო დალაგებული არაა იუვეში ყოფნის დროსაც ეტყობოდა. ლუკაკუ რა ბანძია ტიპი რამდენჯერაც ბურთს ღებულობდა მოტრიალებას ვერ ახერხებდა იდგა ჩაჯ…. ლოკოკინასავით.დემირალი ძაან მაგარ ფორმაშია მოუწევს ბონუჩის ერთი ადგილის გატოკება.

| Newsphere by AF themes.

გათიშვა

4
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<