ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ანდრეა პირლო:”ჩემპიონთა ლიგა საოცარი ტურნირია და გვსურს ბოლომდე გავიაროთ”

იუვენტუსი ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ შეხვედრაში პორტოს სტუმრად დაუპირისპირდება.

გთავაზობთ ანდრეა პირლოს ტრადიციულ წინასამატჩო პრესკონფერენციას:

“რთულ მატჩს ველი, რადგან პორტო დაცვაში ძალზედ კომპაქტურად მოქმედებს. გარკვეულწილად პორტუგალიელები მადრიდის ატლეტიკოს მსგავსად მოქმედებენ.

აქედან გამომდინარე მეტი მოთმინება გვმართებს. არ უნდა ავჩქარდეთ, რადგან ამ ყოველივემ შესაძლოა თავისტკივილი შეგვიქმნას.

ჩემპიონთა ლიგა საოცარი ტურნირია და შიდა პირველობისგან რადიკალურად არის განსხვავებული.

ბევრი გუნდია რომელსაც იდენტური მიზანი აქვს, მაგრამ საბოლოო ჯამში იმარჯვებს ის ვინც უკეთ არის მომზადებული როგორც მორალურად ასევე ფიზიკურად.

ვფიქრობ, სხვებთან ერთად ერთ დონეზე ვიმყოფებით. შესაძლოა რამდენიმე მათგანს ახლა რაიმე უპირატესობა გააჩნია, თუმცა საკმარისია პლეი-ოფის ეტაპი დაიწყოს და ყველაფერი იცვლება. ყველას ერთი მიზანი აქვს – გაიაროს სრული გზა!

თამამად გეტყვით, რომ სეზონი დავიწყეთ ერთადერთი სურვილით – გავიმარჯვოთ ყველა ტურნირში რომელშიც მონაწილეობას ვღებულობთ. ამ ეტაპზე სეზონის ნახევარი მოვილიეთ და ასე თუ ისე ყველგან გვაქვს წარმატების შანსი.

შაბათს თამაშის ხარისხი ურიგო არ იყო, მაგრამ რიგ ეპიზოდებში იღბალმა ზურგი გვაქცია.

პაულო დიბალა და ლეონარდო ბონუჩი ჩვენთან ერთად გაემგზავრებიან, მაგრამ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. ჯერჯერობით არგენტინელი ბოლომდე მზად არ არის და ჩვენ რისკზე წასვლა არ ვისურვეთ.

წამოსვლის მიზეზი მარტივია. ორივეს სურს გუნდთთან ერთად ყოფნა.

ალვარო მორატა? არის ხოლმე პერიოდი როდესაც თავს იდეალურად ვერ გრძნობს, თუმცა მასთან ყველაფერი რიგზეა და დარწმუნებული ვარ ეს დღეები უკან დარჩება. გოლების დაბრუნება ყოველივეს თავის ადგილას დააყენებს.

დეიან კულუსევსკი? ესპანელის მსგავსად, კარგი მატჩი ჩაატარა. მთავარია რომ თავს კარგად გრძნობენ და არჩევანს ამ ორ ფეხბურთელს შორის გავაკეთებ.”

4 4 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ბაქარი
ბაქარი
7 months ago

aba pirlo achvene magari iuve xval warmateba napoltan wagebas bolomde shen ar gabraleb es iyo kielinis uazro xelis qnevis gamo da napolis mekaris magari tamasit gamowveuli erti pretenzia shentan cvlilebi sworad gaakete da nu elodebi bolo 15 wuts da gunds kide utxari ro pirveli taimic fexburti unda itamashos

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x