ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ანდრეა პირლო ატალანტასთან მატჩზე საუბრობს

ანდრეა პირლო

ანდრეა პირლო იმედგაცრუებული დარჩა ალვარო მორატას ეპიზოდით, რომელმაც იდეალური შესაძლებლობა გაანიავა, თუმცა ასევე აღნიშნა, რომ საერთო ჯამში გუნდს ცუდი თამაში არ ჩაუტარებია:

“ეს იყო დინამიური, მაღალი ტემპის და ემოციებისგან სავსე დაპირისპირება, რომელიც უდაოდ გამოგვადგება განვითარებისთვის.

დეიან კულუსევსკი სკამზე იმიტომ დარჩა, რომ ასეთ შეხვედრაში შვედი დიდ პრობლემებს წააწყდებოდა, რადგან მეტოქის ფეხბურთელები ზედმეტად ხისტად ირჯებოდნენ. საერთო ჯამში მისი პროგრესით კმაყოფილი ვარ.

პაულო დიბალას კონტრაქტზე მე ვერაფერს გიპასუხებთ, რადგან ჩემი საქმე არის მწვრთნელობა და ერთადერთი რაც შემიძლია მოთამაშეების გაწვრთნაა.

მორატას ეპიზოდმა ძალიან გამაბრაზა, რადგან ასეთ შეხვედრებში გამოსაყენებელი არის მცირეოდენი შანსიც.. მითუმეტეს როდესაც ასეთი მომენტი გექნება. 

ჩვენი ცუდი თამაში არ გვიჩვენებია, მაგრამ ისევ იმ პრობლემასთან მივდივართ.. როდესაც არის შანსი რომ დახურო თამაში, ამისთვის ცივსისხლიანი მოქმედებაა საჭირო. სამწუხაროა, რომ კრიშტიანო რონალდუმ ვერ შეძლო 11-იანის გამოყენება, მაგრამ ეს ფეხბურთია და ვერაფერს გავხდებით.

კონცენტრირების მცირეოდენი დაკარგვა რასაც გვიმზადებს, აგერ უკვე 10-დან 9 შეხვედრაში ვიხილეთ, რომლებშიც კარის მშრალად შენახვა ვერ შევძელით.

საქმისადმი მიდგომა უნდა იყოს პროფესიონალური. არა აქვს მნიშვნელობა ვის ეთამაშები და რა ანგარიშია ტაბლოზე.”

4 3 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
10 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
juventino
juventino
4 months ago

რონალდო რატო იყო ასეთი აჭრილი ვერაფრით ამოვხსენი.მარტო პენლის გაფუჭებაზე არ ვამბობ.რამდენი უმისამართო დარტყმა,არაზუსტი პასი და უაზრო დაკარგვა ქონდა ტიპს.მორატაც ვერ იყო ხოდზე და აბა მეტი ვის რა უნდა ექნა.თუ იუვე რამეს აღწევს ისევ მაგათი კარგი თამაშით და როცა ორივეს არ წაუვა იგრა იქ დამთავრებულია ყველაფერი.წაგებას რო გადავრჩით მადლობა უნდა ვთქვათ.არადა მჯეროდა მილანი რო დაკარგავდა ქულებს და უნდა გამოგვეყენებინა ეს შანსი.მოიქოქებიან ბიჭები მეორე წრიდან გული მიგრძნობს.კიეზაც ნელნელა ერგება იუვეს სტილს.დიბალაც უნდა გადიბალდეს ძველებურად და მერე პორტუ კიარა “გამეექანოს ლუბოი”

lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
4 months ago

ყველაზე დიდი დამნაშავე პირლოა და შემდეგ მორატა 1 გოლი მაინც უნდა შეეგდო განსაკუთრებით იმ სასაცილო ეპიზოდში.რა მაინდამაინც ამ თამაში დააგვიანა ზამენები დიბალა ბევრად უფრო ადრე უნდა შემოეყვანა მორატას ნაცვლად.ან სად დაინახა ამათი კარგი თამაში? ატალანტასნაირ გუნდთან კი არა ნებისმიერთან რო ვითამაშოთ ასე განსაკუთრებით სახლში რავი თავი უნდა ურტყა კედელს.1-1ზე მათ უფრო სურდათ გოლის გატანა რაღაც მომენტში ბურთი დაგვახიეს.შესნი არის სასწაული წელს! ამის გუნდი რო ანგარიშზე თამაშობს მოთამაშეებს რატო აბრალებს ყოველ მატჩზე უნდა დაეხურათო რო იძახის :D

maradona73
maradona73
4 months ago

კვადრადო იხმარეს ბოლომდე. ხომ ხედავენ რომ ვეღარაფერს აკეთებს კარგად, გადამწვარია.

maradona73
maradona73
4 months ago

70 წუთზე უკვე რემზი და კულუსა 100% შემოსაყვანები იყვნენ.

maradona73
maradona73
4 months ago

რა თამაშის დახურვაზე ლაპარაკობს წარამარა პირლო, ხო არ უბერავს?

2 გოლს რომ გაიტან ვსიო მეტოქეს უფლება აღარ აქვს 2 გოლი თვითონ გაიტანოს?

სჩესნის არ ეყოჩაღა და აქეთ წასაგები ტამაში იყო, ბოლო ნახევარი საათი დადიოდნენ ტიპები.

დაგვიანებული და არასწორი ცვლილებები.

კულესევსკიზე რომ წერს გაუჭირდებოდაო, მე მგონი ფიზიკურად ძლიერია უმრავლესობაზე, რა გაუჭირდებოდა?

რემზი რატომ არ შემოიყვანა, როცა დაინახა რომ ცნეტრში და თამაშის ორგანიზებაში გაგვიჭირდა?

მოკლედ ძალიან ბევრი შეკითხვა დატოვა პირლომ …

ასე გოლის გაშვების მერე თუ დადგა გუნდი, პორტოსთანაც არა მგონია რამე ხეირს მოვეწიოთ.

ბონიჩიც ცუდ შთაბეჭდილებას ტოვებს, კარში დარტყმული ბურთებზე ყველაზე დააგვიანა დაფარება.

ბაქარი
ბაქარი
4 months ago
Reply to  maradona73

მართალი ხარ მარადონა

ბაქარი
ბაქარი
4 months ago

პირლო ასე მგონია ვერ აკონტროლებ თამაშს წესიერად სკამიდან ცვლილებებს რატო აგვიანებ ახსენი პროსტა რა

batumski
batumski
4 months ago

ასე ერთ ადგილას ვართ,პერიოდული გამონათებები მხოლოდ,კრეატივი,ფანტაზია და რაც მთავარია გუნდური სულისკვეთება გვაკლია..გადაწყობას ვერ ვახერხებთ,სურვილი მეტოქეს მოუკლა თამაში არ გამოგვდის(ამისთვის მევასებოდა ალეგრი,იცოდა თავისი საქმე)ყველაფერს პირლოს ვერ დავაბრალებ,ეგ უმადურობა იქნება თუმცა გარკვეულ კითხვებს მუდმივად ბადებს,თუმდაც ხშირი როტაცია,ბერნა წინა თამაშებში ნორმალური იყო,რატო არ გაუჩნდა სურვილი გამოეყენებინა გაუგებარია,რამსეი საერთოდ დაივიწყა(გაფუჭებით არაფერს აფუჭებს,მეტიც საჭირო მუხტსს დებს მაშინაც კი როცა არაფერი გამოსდის)..მინიმუმს ვდებთ თუმცა არ არის ეგ საკმარისი..მეტი,მეტი და კიდევ მეტი..forza juve..

batumski
batumski
4 months ago

მაკენი შედარებით კარგი იყო..ბევრს შრომობს ეგ ბიჭი(წუნიც ბევრი აქვს)თუმცა ამ ეტაპზე კმაყოფილი ვარ ამერიკელით..ბენტას კრეატივი აკლია,რაბიო აჭრილია(პოზიციას კარგავს ხშირად)კიეზა ბრძოლობს თუმცა პერიოდულად კარგავს სადავეებს..მორატა?-არანაირად შეიძლება მომენტის ასე განიავება როგორც ჩანს ნერვებმა უმტყუნა..

batumski
batumski
4 months ago

დაგვიანებული ცვლილებების გამო შემიძლია ვუსაყვედურო მაესტროს,ხედავ არ მისდით ფორვარდებს თამაში..უმარტივესია..

| Newsphere by AF themes.

გათიშვა

10
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<