ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ანდრეა პირლო ატალანტასთან მატჩზე

Sky Sport -ის ჟურნალისტი ანდრეა პირლოს ბერგამოში გამართულ მატჩზე ესაუბრა:

“რთული და საინტერესო დაპირისპირება გამოდგა, სადაც იღბალი ჩვენს მხარეს არ აღმოჩნდა. ბიჭებმა ინტენსიური მატჩი გამართეს, რომელიც სავსე იყო ტაქტიკური ორთაბრძოლებით.

მათი გარჯით კმაყოფილი ვარ და ვფიქრობ, შინ მინიმუმ ერთი ქულით დაბრუნება შეგვეძლო. 

წინ შვიდი შეხვედრა გველის, რომელზეც უნდა ვკონცენტრირდეთ. მესმის, რომ დღევანდელი მდგომარეობა ის არ არის, რაც იუვენტუსს ეკადრება, თუმცა ამაზე სეზონის დასრულების შემდეგ ვიფიქროთ.. ახლა კი ოთხეულში ადგილი უნდა გავინაღდოთ.

კრიშტიანო რონალდუ ნამდვილად ვერ შეძლებდი ვერც ერთი ტაიმის და ვერც რამოდენიმე წუთის გატარებას, რადგან პორტუგალიელს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ქონდა პრობლემა.

ანალოგიური დისკომფორტი ფედერიკო კიეზასაც გააჩნდა, მაგრამ წინა დღეს თავი უკეთ იგრძნო და ამიტომაც წამოვიყვანე. 

რონალდუს გარეშე გუნდს ფსიქოლოგიურადაც უჭირს? 25 გოლი აქვს მიმდინარე სეზონში და თავისთავად იგი ჩვენთვის დიდ ძალას წარმოადგენს. დედამიწის ზურგზე ერთ გუნდსაც კი ვერ დამისახელებთ, სადაც ასეთი ფეხბურთელის გარეშე ვინმეს არ გაუჭირდეს.

ზუსტად ვიცოდით რა სირთულეებსაც წავაწყდებოდით. ბერგამოს სტილი კარგად მაქვს შესწავლილი.. ისინი გიწვევენ ასეთი სახის დუელებში, სადაც შენ ერთი-ერთზე გიწევს საუკეთესოს გარკვევა.. ამავე დროს ბურთის დაკარგვა ავტომატურად ნიშნავს სწრაფ კონტრშეტევას.. მოდუნების საშუალება არ გეძლევა.. ეს ნერვების თამაშია და ყველაფერთან ერთად, მათ მატჩის მიწურულს როდესაც შეხვედრა ლოგიკური ფრისკენ მიდიოდა, მათ დარტყმას რიკოშეტი და გოლი მოყვა.. ამისგან დაზღვეული არავინ არის.

პაულო დიბალამ კარგად ითამაშა, თუ გავითვალისწინებთ რამდენი გაუცდა. სანამ ფიზიკური კონდიციები ხელს უწყობდა, არგენტინელმა დიდი დახმარება გაგვიწია.”

5 1 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
11 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ბაქარი
ბაქარი
18 days ago

ამაზე ვეღარ ვნევიოლიბ უარესი კრეტინობა ხდება ფეხბურთში

lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
18 days ago

ეგრეა

ბაქარი
ბაქარი
18 days ago
Reply to  LASHAJUVENTINO

სამწუხაროდ მეგობარო და გამოსავალიც არ ჩანს ფეხბურთს კლავენ

lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
18 days ago

წავიკითხე რაებსაც გეგმავენ და იმდენად აჯაბსანდალი გეგმები აქვთ ისე დავიბენი ბოლომდე ვერ მივხვდი რაებს ჩალიჩობენ ან რა და როგორ იქნება და რანაირად. მოკლედ ა,,ტ,,რ..კებენ რა! ევროპა ლიგა ჩემპიონთა ლიგა ქვეყნის ჩემპიონატები ვსიო რათ უნდა მეტი სხვა. მალე სამკუთხედ ბურთს მოიგონებენ და ფეხბურთსაც შეგვაზიზღებენ.

ბაქარი
ბაქარი
18 days ago
Reply to  LASHAJUVENTINO

ვერ ძღებიან მეგობარო ღორები არიან და ეს უნდათ მეტი არაფერი ფული მარტო ფული და გულშემატკივრები სულ ფეხებზე კიდიათ როგორც ჩანს ერთარდი გამოსავალი ჩემი აზრით იქნება ის რო ვისაც კლუბს სიტყვას ეთქმის და არ შედის ამ სიაში შეკრიბოს მსოფლიო მაშტაბით ყველა გუნდი და ერთი დიდი აქცია ახლაც და ყველა თამაშზე სხვა გამოსავალს მე ვერ ვხედავ

juventino
juventino
19 days ago

მარტო მწვრთნელის შეცვლით მართლა არაფერი გამოვა.ვხვდები რა ჩანაფიქრიც ქონდათ მენეჯმენტს იუვესთან მიმართებაში და როგორ უნდოდათ თანამედროვე სტილის თამაში, ე.წ. ტიკი-ტაკა ან მაგასთან მიახლოებული მაინც.სწრაფი თამაში,კვადრატით ბურთის ამოტანა და ა.შ. მაგრამ ეს არის იუვენტუსი,რომელსაც ყოველთვის ქონდა თავისი სტილი,სათამაშო ფილოსოფია,რომლის ხარჯზეც აღწევდა იმას რასაც აღწევდა.ასე უცებ შეუცვალო გუნდს სათამაშო სტილი ეს კარგს არაფერს მოიტანს და კი ვხედავთ რაც დაემართათ.ნელნელა შეეპარებინათ მაინც ასე რადიკალურად რო დაატრიალეს ყველაფერი. და მაინც,რონალდო უნდა წავიდეს და პირლოც დროებით საშუალო დონის კლუბში გადავიდეს გამოცდილების დასაგროვებლად.იუვენტუსი არაა კლუბი სადაც ფეხი უნდა აიდგას მწვრთნელმა!!მომავალ სეზონში თუ ეს სასტავი დარჩა,მაშინ რა ჯანდაბად გვინდა ოთხეულში მოხვედრა და ლიგაზე გასვლა.აიაქსს,ლიონს და პორტუს რიცხვს… Read more »

lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
18 days ago
Reply to  juventino

ეგ მართლა მაგარი ღადაობაა მოვიდეს გამოუცდელი მწვრთნელი და პირველივე დღიდან ყველაფრის შეცვლას რო ცდილობს. მასე არცერთი გამოცდილი მწვრთნელი არ გარისკავს და ეს ვინ მიგდია. შემადგენლობას რაც შეეხება ვფიქრობ ამ სასტავით თავისუფლად უნდა ვიყოთ პირველზე სერია ა-ში. აი ლიგაც თუ გვინდა მაშინ რაღაც ცვლილებები მართლა დაჭირდებათ შემადგენლობაში. ალეგრი რა სასტავით რეებს ჩადიოდა და ამის მოყვანას ისევ სარის დატოვება ჯობდა გუნდი უფრო სწრაფ ფეხბურთს თამაშობდა. რო მახსენდება ვინებთან წავაგეთ სახლში გული მერევა. მაგრად არიეს სიტუაცია გუნდში ეხლა ვინც არ უნდა მოიყვანონ 4 5 თვე დაჭირდება რო მოიხოდოს ტაქტიკა ისევ.

juventino
juventino
18 days ago
Reply to  LASHAJUVENTINO

კარგია შიდა ჩემპიონატის მოგება ბაზარი არაა,მაგრამ გრანდობაზე თუ გვაქვს პრეტენზია ლიგაზე უნდა გავიწიოთ.ერთი ლივერპულის ქვეყნის ჩემპიონობა იყო საღადაო თემა და მეორე იუვეს ლიგის მოგება.ის კი გახდა ჩემპიონი და დავრჩით მარტო ჩვენ.ხოდა ზუსტად ეგაა უბედურება რო ახალი მწვრთნელი + თვეებს და წლებს ნიშნავს გუნდი რო ჩამოაყალიბოს და როდის მივალთ იმ კონდიციამდე რო ლიგაზე გუნდი მზად იყოს ღმერთმა უწყის.ვინებთან ვვარდებით ბოლო წლებია რო გადახედავ კაცი იტყვი ამ გუნდის ადგილი ევროპა ლიგაზეაო.ჩემპიონატში ხო იმენა ყველას საჯიჯგნი გუნდი გავიჩითეთ.ეხლა სუპერლიგა მოუნდათ ჯიგრებს რო იქ ყველა გრანდმა “იქიდანაც იმასგვიქნას და აქედანაც”

Last edited 18 days ago by juventino
lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
18 days ago
Reply to  juventino

სერია ა-ში ჩასვრა იმიტო ვახსენო რო მარტო მაგით მიხვდება ბრმაც რო გუნდს სერიოზული პრობლემა აქ ტაქტიკა 0 მოტივაცია ისე რა. საკუთარ სტადიონზეც ძალიან არადამჯერებლად თამაშობენ.არი ხოლმე შემთხვევები მოწინააღმდეგე მომენტებს ვერ იყენებს თორე ზოგიერთ მოგებულ თამაშსაც ვერ მოიგებდნენ მაგალითად ჯენოას ვერ გაიტან გაგიტანენო დაემართა და ბევრ სხვა გუნდს. მოკლედ თამაშებს თუ ვიგებთ 80% ფეხბურთელების კლასის ხარჯზე თორე ამის ტაქტიკას რა ვუთხარი მე. 4-4-2ს საერთოდ არ გავს რასაც ეს ათამაშებს და თავდასხმელებს კიდე იმენა კლავს ტიპი იმიტომაც იკარგებიან ბოლო 30 წუთი.

Last edited 18 days ago by LASHAJUVENTINO
iobidze jondo
iobidze jondo
19 days ago

ეხლა უკვე რაღა ეშველება, მთავარია ოტხეულიდან არ გამოვარდეთ, აი მომავალი წლისთვის კი ძირეული ცვლილებებია საჭირო, არა მარტო ახალი მწვრთნელის მოძებნა, არამედ ცვლილებებია საჭირო გუნდის შტაბშიდაც, გასაშვებია პარატიჩი-ნედვედი და ბევრად უფრო მცოდნე ხალხია მოსაყვანი, რაც შეეხება გუნდს, უნდა გაუშვან რონალდო, რემზი, ბარნანდესკი, რაბიო, შუა ხაზი არის გასაახლებელი

lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
19 days ago

კიბატონო ატალანტას გაუმართლა ეგეთი გოლი რო გაგვიტანეს მაგრამ რომც არ გაგვეშვა მაინც რაღაც ვერაა კარგად. ბოლოს თავდასხმელები გაიდაიწვნენ ზემოთ ქვემოთ სირბილით რაც ძალიან ლოგიკურია. ან რა შეტევები უნდა გვქონოდა თავადსახმაში რო არავინ არის. 2 თავდასხმელით ვართ და ისიც ნახევარმცველების დასახმარებლად იმიტომაც იკარგებიან კარში დარტყმაც გვიჭირს.

| Newsphere by AF themes.

გათიშვა

11
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<