ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ანდრეა პირლო ბოლონიასთან მოახლოებულ მატჩზე საუბრობს

ანდრეა პირლო

იუვენტუსი სერია ა-ს მორიგ ტურში სინიშა მიხაელოვიჩის ბოლონიას დაუპირისპირდება.

აღნიშნულ მატჩთან და გუნდში არსებულ ატმოსფეროსთან დაკავშირებით, ჟურნალისტების წინაშე ტრადიციულად ანდრეა პირლო წარსდგა:

“მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში ფიზიკური კონდიციების თვალსაზრისით დიდი ენერგია გავიღეთ, ჩვენ უდაოდ მზად ვართ მომავალი დაპირისპირებებისთვის.

ამაში თავისი წვლილი იტალიის სუპერ თასსზე მიღწეულმა წარმატებამაც განაპირობა. ნაპოლიზე გამარჯვებამ მეტი თავდაჯერებულობა და ენთუზიაზმი მოგვიტანა, რის რეალიზებას უახლოეს პერიოდშივე ვგეგმავთ.

ზუსტად ვიცით რა გვსურს და ამისთვის ნათელი გეგმა გაგვაჩნია, რომელსაც ეტაპობრივად გავუყვებით. 

ამ შეხვედრაში დაცვის ხაზთან დაკავშირებით გარკვეული არჩევანის გაკეთების საშუალება მაქვს. კერძოდ, სწორედ მატჩის დღეს გადავწყვეტ ჯორჯო კიელინი დაიწყებს შეხვედრას თუ მერიჰ დემირალი. რადუ დრაგუსინს კი მინდორზე გამოსვლა იტალიის თასსზე შეეძლება.

დეიან კულუსევსკი სხვადასხვა პოზიციაზეა პროდუქტიული, მაგრამ მეორე ფორვარდის ამპლუაში თავს ყველაზე კომფორტულად და თავისუფლად გრძნობს. რაც შეეხება ფედერიკო კიეზას მისთვის სულერთია მარჯვნივ იქნება თუ მარცხნივ, რადგან საკუთარ პოტენციალს ორივე ფრთაზე ავლენს.

სინიშამ განაცხადა, რომ სტანდარტულ დარტყმებს ის უფრო კარგად ასრულებდა ვიდრე მე? იმის დასადგენად, თუ ვინ უფრო ზუსტი იყო, საკმარისია სტატისტიკას გადავავლოთ თვალი. 

პრობლემები? მესმის, რომ ამაზე ხშირად მიწევს საუბარი, მაგრამ სეზონი ფაქტიურად მომზადების გარეშე დავიწყეთ და სამწუხაროდ, ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო წამყვან ფეხბურთელებს ხშირად ვკარგავთ. ამას ემატება მენტალური გადაღლა, რომელსაც ხელს მჭიდრო გრაფიკი უწყობს.

თუმცა, ჩვენ ვცდილობთ ადაპტაციას და ბევრს ვმუშაობთ, რათა ყველა ეს ჩამოთვლილი პრობლემა უკან მოვიტოვოთ. რას ვიზამთ, ასეთია დღევანდელი რეალობა, რომელთანაც ადაპტაცია ყველას გვიწევს.

სკუდეტო? მისთვის 5-6 გუნდი იბრძვის. ჩვენ ჯერ კიდევ წინ გვაქვს მნიშვნელოვანი დაპირისპირებები და აქ ნამდვილად ყველაფერია მოსალოდნელი. თუმცა, ზამთრის ჩემპიონობაზე ფსონს მილანზე ჩამოვდივარ, რომელიც ფანტასტიურ ფეხბურთს აჩვენებს და აშკარად ყველაზე ძლიერია.”

5 1 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
joni77
Joni77
2 months ago

ჩვენ არ ვიქნებით მოსაკლავი, პარატიჩი, ნედვედი და პირლო იქნებიან მოსაკლავები და მოსა…..ვებიც, მე მგონი არ იქნებიან, მეორე გოლი გაიტანეს, ეს მაკკინი კარგი ფეხბურთელია და რატომ არ ათამაშებს თავიდანვე, ტიპი შემოვიდა და გოლი გაიტანა

lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
2 months ago

ინტერს ძალიან უმართლებს არავინ აკლიათ თუმცა მეორე კრუგზე ტრადიციულად გადაიწვებიან და ვეღარ გაგვიქაჩავენ.დარწმუნებული ვარ ნაპოლი და ატალანტა ოთხეულში მოხვდებიან წელს! ეგენი ბევრად უფრო საშიში გუნდებია ვიდრე ინტერი მილანი.ატალანტა საერთოდ იტალიის გუნდად არ მიმაჩნია ვაფშე სხვა ფეხბურთს თამაშობს.ხვალე ბოლონიას რო ვერ მოუგოთ მოსაკლავები ვიქნებით!

| Newsphere by AF themes.

გათიშვა

2
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<