ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ანდრეა პირლო ბოლონიასთან გამართულ შეხვედრაზე

ანდრეა პირლო

ანდრეა პირლო კმაყოფილი დარჩა საკუთარი გუნდის ასპარეზობით ბოლონიას წინააღმდეგ:

“ინტერთან შეხვედრის შემდეგ, ყველანი ერთად დავსხედით და დეტალურად გავიაზრეთ საკუთარი შეცდომები. შევთანხმდით, რომ ასე გაგრძელება კარგს არაფერს მოგვიტანდა. 

შედეგად, ვარჯიშებს უფრო მეტი ენთუზიაზმით დავუბრუნდით და შედეგიც სახეზეა.

არტურს პირადად ვესაუბრე და მან მითხრა, რომ შუახაზში ოდნავ წინ წაწეულს სურდა თამაში, რითაც დაცვით მანევრირებებს სხვა შუახაზელს გადააბარებდა. ნებისმიერ შემთხვევაში ბრაზილიელი საქმეს მართლაც ჩინებულად უძღვება.

ბურთს კარგად იჭერს, რისი დამსახურებითაც გუნდი შეტევაში კარგად გადადის, განსაკუთრებით მაშინ როდესაც მეტოქე ჩვენზე აგრესიულ პრესინგს ახორციელებს.

ალვარო მორატას მინდორზე გამოყვანით შემტევი რესურსი გავაძლიერეთ. აშკარად ჩანდა, რომ მეტოქის საჯარიმოში მეტი ვარირების და წნეხის შესაძლებლობა გვჭირდებოდა. 

რას შევცვლიდი? პირველ ტაიმში საქმისადმი მიდგომა კარგი გახლდათ. უბრალოდ გოლის შემდეგ, იყო მომენტები რითაც თამაშს საბოლოოდ დავხურავდით. ამაზე ხშირად ვისაუბრე და ეს ის საკითხია, რომელზეც მუშაობა გრძელდება.

როდესაც მსგავს მატჩში შენ თამაშს ისევ ღიას ტოვებ, მაშინ რაც დრო გავა ენერგიაც გამოგეცლება და პრობლმებსაც მეტს წააწყდები. ვალდებულები ვართ ყველა კითხვას მალევე გავცეთ პასუხი!

სატრანსფერო ფანჯარა? ფორვარდის დამატებას თუ გულისხმობთ, პირდაპირ გეტყვით რომ ეს ჩვენთვის პრიორიტეტი ნამდვილად არ არის. არ ვუარყოფ, რომ ვარიანტებს განვიხილავთ, მაგრამ საქმე მხოლოდ შემტევს არ ეხება. 

დანარჩენ შემთხვევაში ორიენტირებულები საკუთარ შემადგენლობაზე და შედეგზე ვართ. ახლა ამაზე მნიშვნელოვანი მართლაც არაფერია, რადგან ჩვენს წინ კონკრეტული მიზნებია დასახული, რომელიც შესრულებას საჭიროებს.”

5 1 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
3 months ago

არავინ თავის პოზიციაზე რო არ დგას ეგ არაა გამოსასწორებელი ? განსაკუთრებით თავდასხმა მაგრამ სხვა მატჩებისგან განსხვავებით შეტევები ნამდვილად გვქონდა.კუადრადომ მაგარი ნერვები მომიშალა მერე რო დავფიქრდი თითქმის ყველა შეტევა და კონტრატაკა მისი მხრიდან იწყებოდა იღორა კიდევაც დაღეჭილი პასებიც გააკეთა .ძალიანაც კარგი ქნა რო ზოგ მომენტში პასი არ გააკეთა.ბერნარდესკი საერთოდ უნდა გადაკრასკონ და ზღვაში მოისროლონ.კულუსევსკიც საერთოდ არ მომეწონა ტიპი ფართხალებს თუ დარბის ვერ გაიგებ ერთ მომენტში ბოლონიას ფეხბურთელს თვითონ შეასკდა და აქეთ პრეტენზია ქონდა :D

| Newsphere by AF themes.

გათიშვა

1
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<