ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ანდრეა პირლო ვერონასთან შეხვედრაზე საუბრობს

ანდრეა პირლო

დღეს, ჩვენი დროით 23:45 -ზე იუვენტუსი ვერონას დაუპირისპირდება.

  • სიტუაცია პაულო დიბალასთან დაკავშირებით
  • ფეხბურთელების კონდიციები ვერონასთან მატჩის წინ

გთავაზობთ ანდრეა პირლოს ტრადიციულ წინასამატჩო პრესკონფერენციას:

“კარგი ის არის, რომ გასულ შეხვედრასთან შედარებით ახლა დასვენებისთვის მეტი დღე გვქონდა და ასეთ მჭიდრო გრაფიკში, აღნიშნული ფაქტი სასიამოვნოა.

პაულო დიბალას კიევის შეხვედრის წინ ბევრი ვესაუბრე.. მოახლოებულ მატჩში იგი სასტარტო შემადგენლობაში იქნება!

არგენტინელს საჭირო კონდიციების აღდგენა ესაჭიროებოდა და სერია ა-ს შეხვედრაში მინდორზე მხოლოდ იმიტომ ვერ შევიყვანე, რომ 10 კაცით მოგვიწია მატჩის დასრულება.

ფედერიკო ბერნარდესკი გასულ წლებთან შედარებით სრული სპრექტით შეგვიძლია, რომ გამოვიყენოთ. მან უკვე ითამაშა რამოდენიმე მატჩში და ტრავმის შემდეგ ფორმის აღდგენა წარმატებით მიმდინარეობს. 

ალვარო მორატას დამატებაში 100%-ით ვიყავით დარწმუნებული. მისი საშემსრულებლო ოსტატობა და მრავალფეროვნება დიდ დახმარებას გვიწევს. ყველაფერთან ერთად დიბალას მშვენივრად იცნობს და მათ მხარდამხარ არაერთი მატჩი ჩაუტარებიათ. ყველაფერი მათ ხელშია.

შეუძლიათ თუ არა მაკენის და რაბიოს ერთად თამაში? რატომაც არა.. ისევე როგორც სხვა ყველა შუახაზელს რომელიც ჩვენს რიგებში იმყოფება.

ფაქტია, შემადგენლობაში გამოკვეთილი რეჯისტა ან მეცალა არ გვყავს. აქედან გამომდინარე ისინი ერთმანეთს ავსებენ.

მატეის დე ლიხტი თავს უკეთ გრძნობს. მენტალური და ფიზიკური კონდიციების თვალსაზრისით შესანიშნავად გამოიყურება. თუმცა, უმჯობესია სამედიცინო შტაბისგან შესაბამის ინფორმაციას დაველოდოთ.”

5 2 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.

გათიშვა

0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<