ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ანდრეა პირლო ინტერთან მატჩზე საუბრობს

ანდრეა პირლო

ანდრეა პირლო სათასო მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს ესაუბრა:

“სერია ა-ს შეხვედრაში, ინტერთან უამრავი შეცდომა დავუშვით.. თუმცა, ეს კარგი გაკვეთილი გამოდგა, რომლისგანაც სწორი დასკვნები გამოვიტანეთ.

გამარჯვებამ ეიფორიაში არ უნდა ჩაგვაგდოს. ფაქტია, ვაუმჯობესებთ თამაშს და ჩვენს წინააღმდეგ ყველას უჭირს. თუმცა, ჯერ არაფრისთვის მიგვიღწევია და მოდუნება დაუშვებელია.

რთულია მსგავსი ინტენსიურობის შენარჩუნება, როდესაც თითქმის ყოველ მეორე ან მესამე დღეს გიწევს მინდორზე ყოფნა. მაგრამ ფეხბურთელების მოქმედებებით კმაყოფილი ვარ. 

როტაცია? კონკურენცია იმდენად დიდია, რომ ლეონარდო ბონუჩი ითამაშებს თუ მერიჰ დემირალი აზრი არა აქვს. კრიშტიანო რონალდუს რეაქციის მშვენივრად მესმის, მაგრამ დასვენება ესაჭიროებოდა და ამიტომაც შევცვალე. წინ მძიმე მატჩებია და პორტუგალიელმა კრიტიკოსებს პასუხი იდეალური საშუალებით გასცა.

გუნდში უამრავი ჩემპიონი გვყავს და თითოეული მათგანის მაქსიმალურად გამოყენება ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია. 

ნაპოლისთან გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო მოტივაციის თვალსაზრისით. თასის აწევამ ცეცხლი ააგიზგიზა და მისი დახმარებით ახალი ენერგია შეგვმატა. თებერვალი დატვირთული გველის. ყოველ მესამე დღეს გამოვალთ მოედანზე და უკვე ამის შემდგომ შევხედავთ თუ სად ვიქნებით.”

5 2 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.

გათიშვა

0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<