ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ანდრეა პირლო კიეველებთან გამართულ მატჩზე

ანდრეა პირლო

ტურინელებმა შინაურ ასპარეზზე კიევის დინამო ყოველგვარი პრობლემის გარეშე ანგარიშით 3-0 დაამარცხეს.

მატჩის შემდეგ ანდრეა პირლო კმაყოფილი დარჩა საკუთარი გუნდის ასპარეზობით:

“ჩემპიონთა ლიგაზე ჯერ არ მინახავს გუნდი, რომელიც შეხვედრაში პირველი წუთიდან უკანასკნელ წამამდე დომინირებდა. აქედან გამომდინარე, დრო და დრო თავდაცვაზე აქცენტის გაკეთება აბსოლუტურად გამართლებული ნაბიჯია.

მიუხედავად იმისა, რომ მომდევნო ეტაპის საგზური უკვე განაღდებული გვაქვს, ჩვენ ვალდებულები ვართ თითოეულ შეხვედრაში გავიმარჯვოთ.. აქედან გამომდინარე ბიჭების საქმისადმი მიდგომით კმაყოფილი დავრჩი.

ალვარო მორატა ტურინში საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში გადმოვიდა.. ახლა კი უკვე მადრიდული და ლონდონური გამოცდილებით განაგრძობს ასპარეზობას, რაც აშკარად საუკეთესო კუთხით წაადგა. მისი გაფორმება ნებისმიერ ფასად გვსურდა და ბედნიერები ვართ, რომ მიზანს მივაღწიეთ.

მოხარული დავრჩი ფედერიკო კიეზას გამო.. მას გოლი ძალიან ჭირდებოდა და ერთ რამეს ვეტყვი – დამამთავრებელ ფაზაში არ არის აუცილებელი ყოველთვის ჩემი რჩევა გაითვალისწინოს. 

ბარსელონას დონის გუნდებთან მომზადება ყოველთვის სასიამოვნოა და რაღაც განსაკუთრებულ მოტივირებას არ საჭიროებს.. ყველაფერი თავისით ხდება.. ასე იყო ფეხბურთელობის რანგში და ასეა ჩემს ამჟამინდელ ამპლუაშიც.

თუმცა, კატალონიელებთან დაპირისპირებამდე სერია ა-ში ტურინული დერბი გველის, რომელიც სათანადო ყურადღებას საჭიროებს.”

5 1 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
5 months ago

მოდი სიმართლე ვთქვათ ან ამნაირ მეტოქეებს ვერ აფასებენ ან არ ვიცი 1-0 შემდეგ ტიპებს თამაშის უფლება მივეცით რაღაც მომენტში ბურთი სულ მაგათ ქონდათ შესნიმ თუ არ ვცდები 2 სასწაული ბურთი აიღო.თუ ანგარიშზე თამაშობ ბურთი უნდა აგორავო შენ და არა მოწინააღმდეგემ.ხშირად გვძინავს 1-0 შემდეგ და არ მგონია უბრალო დამთხვევა იყოს.რავი შეილება ვცდები.

ბაქარი
ბაქარი
5 months ago

ეს მართალია ჯერ დერბია მისახედი

რეალისტი
რეალისტი
5 months ago

პრობლემების გარეშე ცოტა ხმამაღალი ნათქვამია ჩესნიმ იმდენჯერ იხსნა გუნდი

| Newsphere by AF themes.

გათიშვა

3
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<