ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ანდრეა პირლო კროტონესთან მატჩს აფასებს

ანდრეა პირლო

ანდრეა პირლო კმაყოფილი დარჩა კროტონესთან ნაჩვენები თამაშით.

ბიანკონერიმ ორი წარუმატებელი მატჩის შემდეგ, სერია ა-ს 23 ტურში კრიშტიანო რონალდუს დუბლითა და უინსტონ მაკენის გოლით მეტოქე 3-0 დაამარცხა:

“პირველ წუთებში ბევრი შეცდომა დავუშვით, რომლის მიზეზი ჩვენი მხრიდან სწრაფი გოლის გატანა გახდა. 

ქაოტურად ვმოქმედებდით, თითქოს სადღაც გვეჩქარებოდა და ასეთი რამ დაუშვებელია. მესმის, რომ მათ სწრაფი რეაბილიტირება სურდათ, მაგრამ მეტოქეს ბოძებული შანსები უკეთ რომ გამოეყენებინა, ახლა შესაძლოა რადიკალურად სხვა სურათი გვქონოდა. 

დღეს, ყველაზე მთავარი გახლდათ სამი ქულის მოპოვება და საბედნიეროდ, ბიჭებმა დასახული მიზნის მიღწევა მოახერხეს. 

პორტო? დიდი ბოდიშით მაგრამ შაბათს ვერონასთან გვაქვს დაპირისპირება და შესაბამისად, უმჯობესია კონცენტრირება სერია ა-ზე მოვახდინოთ. 

მითუმეტეს აღნიშნულ მატჩს მორიგი დანაკლისით ვხვდებით.. დაცვაში ისედაც საკადრო პრობლემები გვაწუხებს და ახლა ამ დანაკლის დანილოც შეუერთდა, რომელიც დისკვალიფიცირებულია. შესაბამისად მოგვიწევს რაიმე სიახლე მოვიფიქროთ და მეტოქეს საუკეთესო შემადგენლობით დავუპირისპირდეთ.

რატომ ვყიროდი პირველ ტაიმში როდრიგო ბენტანკურს გვარს ყველაზე ხშირად? საქმე იმაშია, რომ თამაშის სცენარიდან გამომდინარე ურუგვაელი ყველაზე ხშირად მარტო იმყოფებოდა.. შესაბამისად, მოთამაშეებს დაცვიდან ამოსვლისას სწორედ მისი გამოყენება მართებდათ.

პრობლემები შეტევაში? ალვარო მორატა თავს კარგად არ გრძნობს. მას მცირე დრო ესაჭიროება და დღეისათვის ყველაფერი წარმატებით ვითარდება. მის არყოფნაში ამ პოზიციაზე დეიან კულუსევსკის ვამწესებ, რომელიც ნომინალურად სხვა ტიპის მოთამაშეა. 

გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ დღეისათვის არ არის შემადგენლობაში ისეთი მოთამაშე, რომელიც ცენტრიდან შეტევას უზრუნველყოფდა, იძულებულები ვართ უფრო ფლანგებისკენ გადავწიოთ და კრიშტიანო რონალდუ ასეთი ხერხით დავტვირთოთ. 

კულუსევსკი? გავიწყდებათ რომ პარმა და იუვენტუსი სხვადასხვა საფეხურია. პარმა ძირითადად თავს იცავდა და კონტრშეტევებზე, შესაძლოა მოთამაშეებს უფრო მეტი სივრცე ექმნებოდათ. თუმცა, ეს იუვენტუსია და აქ ყველაფერი სხვაგვარად ვითარდება. 

შენს წინააღმდეგ ყველა გუნდი იკეტება და შედეგად მანევრირებისთვის უმცირესი ადგილი გრჩება. ვის არ გაუჭირდება? ამ სტილთან ადაპტაცია გჭირდება და ადაპტაციას შესაბამისი დრო. აქედან გამომდინარე მსგავს ასპექტზე ოდნავადაც არ ვნერვიულობ.

ჩვენ შვედს დაცვაში თამაშსაც ვთხოვთ.. სხვა პოზიციაზეა გამწესებული და ცუდად არ ირჯება..”

5 1 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ბაქარი
ბაქარი
2 months ago

pirlo portustan es tamashi ar iqneba sakmarisi mosagebi gaqvt tan damajerebeli angarishit vin icis iq ro waaget es kaic ki darches nichiaze ro getamashat saxlshi mag damtavrdeboda yvelaferi

lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
2 months ago

ხო მეც ეგრე ვფიქრო ეხლა უფრო ფხიზლად იქნებიან.სასწრაფოდ უნდა მოიხოდოს მორატა და დიბალა მაგ დროისთვის.

ბაქარი
ბაქარი
2 months ago
Reply to  LASHAJUVENTINO

martali xar megobaro

lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
2 months ago

ეს ფაჯიოლო მაგრად მომწონს. 20 წუთში ისეთი პასები გააძრო ტიპმა რავი ჩემი აზრით ზამენიდან ხშირად უნდა შემოყავდეს.ბურთის მიღებისას ეშინიაო ნაღდად ვერ ვიტყოდი. იუვენტუსში არასდროს არ ენდობიან ახალგაზრდებს.მაგის დაყენება თავიდანვეც შეიძლებოდა.პირლო სწორს ბაზრობს კროტონეს ქონდა ისეთი მომენტები რომლებსაც წესიერი გუნდი უეჭველი გაგვიტანდა.მაკენი მაგარი ეშმაკი ფეხბურთელია ისე გაეძრობა ხოლმე მოულოდნელად თავდასხმაში არავინ რო არ ელოდება.

| Newsphere by AF themes.

გათიშვა

4
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<