ანდრეა პირლო მილანზე , იუვენტუსზე და ეტო’ოზე …
ანდრეა პირლო დღეს სან სიროზე ბრუნდება … გთავაზობთ საკმაოდ ვრცელ ინტერვიუს , რომელიც იტალიელმა ნახევარმცველმა გამომცემლობა “La Stampa” – ს მისცა …
მთელი 10 წელი . როგორი შეგრძნება იქნება , როდესაც სან სიროზე იუვეს მაისურით გახვალ და არა მილანის ?
” ორი აზრი არაა , რომ ვინერვიულებ , თუმცა მილანთან დაპირისიპირება ადრე თუ გვიან მაინც მომიწევდა და მიხარია , რომ ეს ასე მალე მოხდება ” .
ბარიში თქვენ უკვე შეხვდით მათ …
” ისეთი გრძნობა დამეუფლა ვარჯიშის დროს , რომ თითქოს მათ გუნდში ვიყავი ისევ ” .
არანაირი ნოსტალგია ?
” მეგობრებთან დაკავშირებით , ურთიერთობა ისევ არსებობს და საკმაოდ მყარიც ” .
მილანიდან არავინ არ მიდის , თუ არ ჩავთვლით შევჩენკოს და კაკას . თქვენს შემთხვევაში რა მოხდა ?
” სიახლე მესაჭიროებოდა . ყოველი დღე წინას ჰგავდა და ასე უკვე შეუძლებელი იყო ყოფნა . მჭირდებოდა რაიმე , რაც მოტივაციას ამიმაღლებდა ” .
თებერვალში დაირხა ხმები , რომ მილანი დიდ გაცხრილვას იწყებდა … წავიდოდნენ ფეხბურთელები , რომლებსაც კონტრაქტი უმთავრდებოდათ . ამ სიაში თქვენს გარდა ზეედორფი , ინძაგი და ნესტაც შედიოდნენ , მაგრამ წასვლით მხოლოდ თქვენ წახვედით …
” როცა შემეძლო ვთამაშობდი . თუმცა , შემდეგ უკვე აღარ დავთანხმდი ხელმძღვანელობის პირობებს და წავედი … ”
როდის დაიბადა აზრი იუვენტუსის თაობაზე ?
” თებერვალში . განსაკუთრებით ბოლოს მიღებულმა ტრავმამ გააძლიერა ეს აზრი . ადრე პრობლემები ნაკლებად მქონდა ხოლმე , მაგრამ შემდეგ ტრავმა ტრავმაზე მოდიოდა და ვფიქრობ ეს რაღაც ნიშანი იყო , რომ რაღაც უნდა შემეცვალა ” .
იმიტომ რომ იუვენტუსი ევრო საგზურს მიღმა არის და ნაკლები თამაში მოგიწევდა ?
” არა , პირიქით ჩემი დიდი სურვილი იყო რომ გუნდს დაეკავებინა ევრო ზონაში ადგილი . მიზეზი სრულებითაც არ იყო ის რომ იუვენტუსი ნაკლებ შეხვედრას ჩაატარებდა და ყოველ მესამე დღეს მოედანზე არ იქნებოდა ” .
ბევრი ელოდა , რომ კარიერას არა იტალიაში არამედ , სხვაგან რომელიმე წამყვან ჩემპიონატში განაგრძობდით . შეგაშინათ ამ მხრივ გამოუცდელობამ ?
” სისულელეა . ორი წლის წინ უპრობლემოდ შემეძლო ლონდონში გადასვლა ოჯახთან ერთად , სადაც ჩელსის ღირსებას დავიცავდი , მაგრამ ბერლუსკონიმ შემაჩერა ” .
ამჯერად მას არაფერი უღონია ?
” დიახ , მან დამირეკა თუმცა ეხლა რადიკალურად განსხვავებული სიტუაცია იყო : კონტრაქტი მიმთავრდებოდა და უკვე თავად ჩემზე იყო ყველაფერი დამოკიდებული . მან გამიგო და წარმატებები მისურვა ” .
რომელი დაპირისპირება გახსოვს ყველაზე მეტად მილანი – იუვენტუსის ისტორიიდან ?
” მანჩესტერის ფინალი . იუვენტუსი მაშინ მსოფლიოში ერთ ერთი საუკეთესო კლუბი იყო , მაგრამ მშვენივრად ვხდებოდი , რომ შანსები თანაბარი იყო ” .
მატჩი რომლის გათამაშებაც გინდა …
” შეხვედრა , რომელშიც ტრეზეგეს გოლმა სკუდეტოს ბედი გადაწყვიტა . მაშინ ახალი ნათამაშები გვქონდა ეინდჰოვენთან ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში და მზად ვიყავით გამარჯვებისთვის ” .
თვლით , რომ ერთ წელიწადში შეგიძლიათ სერიოზული მიზნების მიღწევა ?
” მეშვიდე პოზიციიდან ჩემპიონობამდე , დიდი ნაბიჯია გასაკეთებელი , მაგრამ ცდას არაფერი უდგას წინ ” .
თქვენი საუკეთესო წლების პერიოდში მილანთან ერთად , იგებდით ლამაზად , იუვენტუსი კი ამას ადვილი მეთოდით აღწევდა …
” ეხლა კი ყველაფერი შეიცვალა . უკვე ალეგრი ცდილობს ადვილი მეთოდით ფონს გასვლას , მაშინ როცა კონტე აქცენტს ლამაზ ფეხბურთზე , დრიბლინგზე და კომბინაციურობაზე აკეთებს ფსონს ისევე როგორც ანჩელოტი . ალეგრის კი რაღაცით კაპელოს შევადარებდი ” .
თქვენ ეხლა ორმაგი სამუშაოს ჩატარება გიწევთ .
” პირველი შემთხვევა არ არის , როდესაც ნახევარდაცვაში ორი ფეხბურთელის მაგივრად მიწევს ასპარეზობა . ასე იყო ნაკრებშიც , როდესაც 4-2-3-1 სქემით ვთამაშობდით , მაგრამ ითამაშო ერთ ფორვარდთან და ორთან განსხვავებული დავალებაა ” .
სამი მახასიათებელი ოთხიდან , დღევანდელი იუვენტუსის .
“ ორგანიზებული გადაადგილება , რომელსაც ძალების გამოცლამდე ვხეწავთ . ყოველთვის არის მზად თამაშის სადავეების ასაღებად . ძლიერია ბურთის ფლობაში ” .
დღევანდელი დღის ერთ ერთი პრობლემა ?
” კონტე პასების გაკეთებისას მეტ სისწრაფეს ითხოვს , მაგრამ ეს გარკვეულ დროს მოითხოვს . ჯერ ყველაფერი დასამუშავებელია ” .
როგორი პერსონაა კონტე ?
” თავისი ფილოსოფიით ის ანჩელოტის მაგონებს , ურთიერთობაში კი ლიპის . მისთვის გუნდი ერთიანი მექანიზმია , მაშინაც კი როდესაც მასმედიის წარმომადგენლებს ესაუბრება ” .
ეტო’ოს ადგილზე იასპარეზებდით დიდი ფულის სანაცვლოდ მოსკოვში ?
” იცით , ასეთი წინადადებით მეც მომართეს , მაგრამ ეს ხომ ფეხბურთი არ არის . მირჩევნია პროფესიონალურ დონეზე ვითამაშო სპორტის ნომერ პირველი სახეობა . დიახ , 20 მილიონი ცოტა ნამდვილად არ არის , მაგრამ აქაც ხომ არ გვიხდიან 2 ცენტს ” .
ბავშობის პერიოდში , ბაჯოს და პლატინის თამაშით იყავით აღფრთოვანებულნი . ბიანკონერის ხომ არ გულშემატკივრობდით შემთხვევით ?
” ინტერისტა ვიყავი , მაგრამ პლატინი ნამდვილად მისაბაძი სპორტსმენი იყო . კიდევ , ზიკო , ბაჯო და მარადონა . მათგან ვისწავლე სტანდარტულების შესრულება ” .
თქვენ ყოველთვის ჩრდილში იმყოფებით . ეს შემთხვევით ხდება თუ რეალობაა ?
” ჩემი სამუშაო შემოიფარგლება მოედანით და გასახდელით . დანარჩენი კი ნაკლებად მაინტერესებს . არანაირი ინტერვიუ , სარეკლამო რგოლები და ასე შემდეგ . არ შევდივარ Facebook – ზე , არ ვჩათაობ Twitter – ზე , არ გამაჩნია პირადი ვებ გვერდი , არადა ჩემს მაგივრად სხვები აკეთებენ , რომლებიც ჩემი ფოტო სურათით სარგებლობენ . ხალხი გიჟდება . ადვოკატს ვესაუბრე , თუმცა ვფიქრობ წამგებიანი საქმეა ” .
ლიპიმ განაცხადა , რომ პირლო არ უნდა საუბრობდეს , ის ფეხებით გადმოსცემს ყველაფერს …
” ეს არის საუკეთესო ფრაზები ჩემს მიმართ ” .
აუ უძალიანმაგრესი კახი ხარ ანდრეა
ეს სულ სევდიანი და გასაპარსი როგორ უნდა იყოს :gvishvele:
უყურეთ დღევაანდელ მატჩზე რა ჩამივარდა ხელში..
თითქმის ოფიციალურია და როგორც სქემიდან ჩანს, სწორედ კონტერს ნახსენებ 4-2-4- ს ვითამაშებთ
http://i063.radikal.ru/1108/8d/9877747a282b.jpg
ისე ძალიან შემტევია..წესით და რიგით მილანი უნდა გავარღვიოთ დღეს…
ისე შოკია რა ეს პირლო.. ბავშვობაში ინტერისტა ვიყავიო.. საუკეთესო წლები მილანში გაატარა, ახლა კიდე იუვეს ფეხბურთელია.. )) რა არის არა ცხოვრება ? :D :D :D
აბა..ყველაფერს ნახავ კაცი
კარიერა ინტერში დაიწყო და მორატიმ მიჰყიდა მილანს ეტყობა ვერ გაქაჩავსო იფიქრა:)))))))))))
ვერ გაქაჩვაზე ანრი გამახსენდა.. მოჯიმ რო მიყიდა არსენალს ახალგაზრდა ანრი კაპიკებში ლიპის ინიციატივით..
ლიპიმ განაცხადა , რომ პირლო არ უნდა საუბრობდეს , ის ფეხებით გადმოსცემს ყველაფერს …
” ეს არის საუკეთესო ფრაზები ჩემს მიმართ ” .
ლიპის მერე ისე არავისი მჯერა როგორც დღეს კონტესი!
მიდი კონტე!მიდი ანდრეა