ანდრეა პირლო სასუოლოსთან გამართულ მატჩზე საუბრობს

ანდრეა პირლო
ანდრეა პირლომ ჯერ კიდევ შეხვედრის წინ განაცხადა, რომ თუ სასუოლოსთან გამარჯვებას ვერ მოახერხებდნენ, მაშინ მილანთან წარმატებულ თამაშს აზრი დაეკარგებოდა..
მისმა შეგირდებმა შეისმინეს მწვრთნელის მითითებები და რთულ დაპირისპირებაში, მოახერხეს სამი ქულის მოპოვება:
“სტაბილურობით მიიღწევა წარმატება. როდესაც იუვენტუსი ხარ არა აქვს მნიშვნელობა რა პრობლემების ქვეშ გიწევს ყოფნა, უბრალოდ ვალდებული ხარ ყოველ მატჩში გამარჯვება მოიპოვო.
თითოეულ დაპირისპირებას უნდა შევხედოთ როგორც ფინალს და სეზონის ბოლოს ვნახოთ თუ სად ვიმყოფებით. სწორედ ასე შეფასდება ჩვენი შრომა.
პაულო დიბალას მდგომარეობა უახლოეს დღეებში შეფასდება და იმედს ვიტოვებ სერიოზული არაფერია. უინსტონ მაკინის კუნთის არეში ქონდა პრობლემები, რამაც თამაშზეც გამოიჩინა თავი, მას შემდეგ რაც სასუოლოს მოთამაშემ უკნიდან უხეშად ჩაარტყა.
დეფრელის გოლზე ჩვენმა ორივე შუახაზელმა საკმაოდ პასიურად იმოქმედა.. არც მცველების განლაგება იყო იდეალური.. ერთი სიტყვით ორივე ხაზმა დაუშვა მიუტევებელი შეცდომა, რამაც მეტოქეს განთაბრების საშუალება დაუტოვა.
იყო მომენტები, როდესაც ამ საღამოს კონცენტრირებას ისევ ვკარგავდით.. თუმცა, მეორე ტაიმში გუნდმა შესაშური ცივსისხლიანობა გამოავლინა და უმეტესწილად მათ ჩემი მითითებების შესრულება მოახერხეს.
ინტერთან თამაში ყველასთვის საინტერესოა და მასში მონაწილეობა უდიდესი პატივი. ჩვენს რიგებში მაღალი დონის პროფესიონალები უხვად არიან, რომლებიც მსგავსი რანგის მატჩებს შეჩვეულები არიან. აქედან გამომდინარე დერბი დ’იტალიისთვის მზადებას სათასო შეხვედრის შემდეგ შევუდგებით.
ვფიქრობ, ტურინულ დერბიში გამარჯვებამ თითოეულ მოთამაშეს მკაფიო შეტყობინება გაუგზავნა. ყველასთვის გახდა ნათელი, რომ თუ ისინი ბოლომდე დაიხარჯებოდნენ, მაშინ სასურველ შედეგს მიიღებდნენ.”
ინტერთან მოივიგოთ ეხლა ძალიან მინდა და კონტესაც ააცმევინებენ ალბათ )
გომესი ხო არ დაგვეთრია რას ფიქრობ ? :D გასპერინიმ მის მიმართ სიტუაცია არ შეიცვლებაო და თითქმის გადაწყვეტილია მისი წასვლა.დიდი კია წლოვანებით 1 2 წელი გვყავდეს რა.სიბერეში გაიღვიძა კაცმა :D
ნამდვილად პაპუ გაასწორებს კარგი მუშა ფეღბურთელია
რა გითხრა, არ მგონია რომ გომესი ჩვენი გუნდის სათამაშო სტილს კარგად შეეწყოს.
მარგამ როგორც ვიცი ისედაც არ განიხილება, ვინაიდან არაევროკავშირელების ლიმიტზე დარხეული გვაქვს.
თუ შეძლებს 90 წუთი თამაშს, ინტერთან კიელინი უნდა დაგეს ძირითდში.
1 ცენტრალური მცველი გვჭირდება ერთადერთი დემირალი გვყავს ზამენაზე ისიც სუ ტრავმები აქ.კიელინის დრო კიდე სამწუხაროდ დამთავრდა.