ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ანდრეა პირლო ჯენოასთან მოახლოებულ სათასო მატჩზე

ანდრეა პირლო

უკვე ხვალ – 13 იანვარს ტურინელებს მორიგ შეხვედრაში მოუწევთ მონაწილეობის მიღება.

ამჯერად საქმე იტალიის თასს ეხება სადაც ანდრეა პირლოს გაწვრთნილი გუნდი დავიდე ბალარდინის ჯენოას შეხვდება.

მატჩი ჩვენი დროით 23:45 -ზე დაიწყება.

ახლა კი თქვენს წინაშე მაესტროს ტრადიციული წინასამატჩო პრესკონფერენცია არის:

“ადამიანები უცნაურები ვართ.. იტალიის თასს თავიდან სერიოზულად არ აღიქვამენ, მაგრამ საკმარისია ფინალში გახვიდე და ყველა ბედნიერია.. 

ჩვენთვის ახალი ტურნირი იწყება და მისი კარგ ნოტაზე დაწყება ჩვენი ვალდებულებაა. ჯენოას სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ბალარდინის მოსვლამ გუნდი შეტევაში უკეთ აათამაშა. ასე რომ კონცენტრირების დაკარგვას ისინი ნამდვილად არ გვაპატიებენ.

მეეჭვება გენუელებმა ტაქტიკა ძირეულად შეცვალონ.. დიდი ალბათობით თავს 5 მოთამაშით დაიცავენ და არც ზედმეტ რისკზე წავლენ, რითაც საკუთარ ნახევარზე კონტრ შეტევებს აიცილებენ.

უაზრობაა ახლა დანაკარგებზე საუბარი. ჩემი მიზანია ამჟამინდელი შემადგენლობიდან საუკეთესოები გამოვარჩიო და მინდორზე გავამწესო. მაგალითად ჯორჯო კიელინი თავს გაცილებით უკეთ გრძნობს! კაპიტანი და ჯანლუიჯი ბუფონი აუცილებლად ითამაშებენ.

ფიორენტინა? ეს იყო კოშმარი მაგრამ გადატვირთული გრაფიკი და საშობაო აურზაური ყველაზე მოქმედებს.. უბრალოდ იმედი მაქვს, მსგავსი არასასიამოვნო ინციდენტები მიმდინარე სეზონში აღარ დაფიქსირდება. 

გარკვეულწილად ამ მარცხმა კიდევ უფრო მეტად შეგვკრა.. თითოეულმა გაითავისა ვალდებულება და შავ-თეთრი მაისურის ძალა. გაჩნდა პასუხის ხმამაღლა გაცემის დიდი სურვილი! ეს კი სტაბილური შედეგით არის მიღწევადი და ამისთვის ბევრს ვშრომობთ.

ზუსტად ვიცით რისი მიღწევა გვსურს.. გვესმის რა პრობლემებიც გამოვიარეთ, როდესაც 90 წუთიან შეხვედრაში ხშირად ფიქსირდებოდა აღმასვლა და დაღმასვლა.. ენთუზიაზმი, მოტივაცია და სრულყოფებილსკენ სწრაფვის სურვილი ხელმეორედ დაიბადა, რაც დარწმუნებული ვარ სასურველ შედეგს მოგვიტანს.”

5 1 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
12 days ago

ღმერთმა არ ქნას დემირალი დაგვემტვრას.ძაან ცუდ დროს დაემთხვა თასიც და ინტერიც რა.

maradona73
maradona73
12 days ago

აბა ჰა თქვენ იცით, მაგრამ ინტერისთვის კიდევ არ დაამატოთ ტრამვირებულები, თორემ უკვე ჯიჯის მოუწევს დაცვაში თამაში ))

| Newsphere by AF themes.

გათიშვა

2
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<