ანდრეა პირლო ჯენოასთან მოახლოებულ მატჩზე
ხვალ, ჩვენი დროით 21:00 -ზე გენუაში ერთმანეთის პირისპირ ადგილობრივი ჯენოა და იუვენტუსი დაუპირისპირდებიან.
გთავაზობთ ანდრეა პირლოს ტრადიციულ წინასამატჩო პრესკონფერენციას:
“ბარსელონასთან შეხვედრის დასრულებისთანავე ვთხოვე ბიჭებს, რომ ეს თამაში მალევე დაევიწყებინათ, რადგან თუ ჩვენ ამ ერთი დაპირისპირებით ვიცხოვრებთ, მაშინ არაა გამორიცხული საკმაოდ ცუდი სიურპრიზები გადაგვხდეს.
ახლა ჩვენი მიზანი სტაბილურობაა, რომელიც ბალანსით მოიპოვება. ამაზე ბევრი ვიმუშავეთ და ყველაფერი ისეთ რთულ გუნდთთან როგორიც არის ჯენოა, ძალიან კარგად გამოჩნდება.
მეტოქე კარგად იცავს თავს და კონტრშეტევებზეც ბრწყინვალედ გადადის შემადგენლობაში მყოფი მაღალკვალიფიციური მოთამაშეების დახმარებით.
მარასიზე თამაში ყოველთვის მიყვარდა.. ინგლისური სტილის სტადიონია, განსაკუთრებული ატმოსფეროთი და აქ იუვენტუსის რიგებში გოლიც მაქვს გატანილი.
უინსტონ მაკინი პროგრესირებს. არამარტო საფეხბურთო მახასიათებლების და ტაქტიკური ნიუანსების კუთხით. იგი აუმჯობესებს იტალიურ ენასაც და ბიჭებსაც უკეთ უგებს. მოტივირებული და შრომისმოყვარეა, რასაც ძალიან ვაფასებ.
როტაცია? საბედნიეროდ ახლა არჩევანი უფრო დიდია.. სასიხარულოა ალვარო მორატას დაბრუნება დისკვალიფიკაციის შემდეგ. გადაწყვეტილებას ამა თუ იმ პოზიციაზე მოგვიანებით მივიღებ.
ხუან კუადრადო კარგ ფორმაშია და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა. თუმცა, არის ეპიზოდები როდესაც უფრო მარტივადაც შეუძლია ფონს გასვლა, ნაცვლად იმისა რომ ზედმეტი რამდენიმე მოძრაობა გააკეთოს.”
მიდი პირლო ამ გუნდს და შენც ზედიზედ მოგებები გჭირდებათ მოსახოდად.
იმედია მწვრთნელის შეცვლა არ დაგვჭირდე ამ ზამთარს.რამოდენიმე თამაში თუ მივაყოლეთ მოგებები დარწმუნებული ვარ ყველას გავიფენთ! გუნდი ძალიან კარგი გვყავს.
გუნდი მართლა მაგარი აი თუ პირლომაც მიაგნო სწორ სქემას მოვიდეს ვინც გინდა ლიგაზეც და სადაც ითამაშებს იუვე სკუდეტო წელს დაიკედეთ გთხოვთ და ლიგა დადეთ რა