ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ანიელი :” დელ პიერო იდეალურად მოერგებოდა იფფ-ს პრეზიდენტის პოსტს ”

“წარმატებული საფეხბურთო კარიერა არ ნიშნავს, რომ შენ აუცილებლად გახდები მომავალში წარმატებული ხელმძღვანელი. რაც შეეხება დელ პიეროს დარწმუნებული ვარ იგი იდეალურად მოერგებოდა იტალიური ფეხბურთის მთავარ საფეხურს და კარგად გაუძღვებოდა საქმეს. ნამდვილად არ ვიცი დაბრუნდება თუ არა იუვეში, თუმცა მას თანაბრად შეუძლია ლიდერობა იუვეშიც და სრულიად აპენინებზეც. პატივს ვცემ იტალიურ ფეხბურთს და ტავეკიოსაც, თუმცა გამაჩნია პირადი მოსაზრებები. ნებისმიერ შემთხვევაში თუ ჩემს ტელეფონზე გაისმევა ზარი მას აუცილებლად ვუპასუხებ” – საუბრობს ბიანკონერის პრეზიდენტი ჟურნალისტებთან.

” მოჯი? ის იუვენტუსის ისტორიის ნაწილია. არ უნდა დავივიწყოთ, რომ ჩვენს ქვეყანაში ყველას ყველაფერს პატიობენ და სიყვარულს ქადაგებენ შესაბამისად მოჯი არ არის ამ მხრივ გამონაკლისი. შესაძლოა ჩვენც არ ვიყავით ბოლომდე სუფთანი, მაგრამ რატომ აღმოჩნდა ისე, რომ როცა იგივეს სხვებიც აკეთებდნენ საბოლოო ჯამში ჯიბეში სკუდეტო შერჩათ? იუვე ერთადერთი გუნდია, რომელიც დაიჩაგრა ამ უსამართლო ომში ” .

წყარო: Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.

გათიშვა

0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<