ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ანიელი ტურინულ დერბის ალეგრისთან ერთად უყურებდა

ანდრეა ანიელი

იტალიელი სპორტული ჟურნალისტი ტონი დამასკელი საინტერესო ცნობებს აქვეყნებს მასინილიანო ალეგრისთან მიმართებაში:

”გუშინ, ანდრეა ანიელი საკუთარ ვილაზე ადევნებდა თვალყურს ტურინულ დერბის, რომელიც ფრედ 2-2 დასრულდა.

ბუნებრივია შექმნილ ვითარებაში ბიანკონერის ერთადერთი ხელჩასაჭიდი ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრა რჩება, რომელიც მორიგი წარუმატებლობის შემდეგ საგანგაშო სიტუაციას ქმნის.

ანიელისთან ერთად სტუმრად ალეგრი იმყოფებოდა, რომელსაც პრეზიდენტთან ჩინებული ურთიერთობა აქვს. შესაძლოა ეს ნოსტალგიური საღამო იყო, მაგრამ შექმნილი მდგომარეობა უფრო სხვა მიმართულებით გვიბიძგებს.

ანდრეა პირლო მოედანზე ნამდვილი ლიდერი იყო, განსხვავებით სამწვრთნელო პოსტისგან, სადაც მაესტროს გუნდი არასტაბილურობით გამოირჩევა. რიგ შემთხვევებში იდეაც კი არ ჩანს, რომელსაც გუნდის თამაშიდან გამოვიტანთ.

შესაბამისად ალეგრისთან ერთად მატჩის ყურება შემთხვევითი არ იქნებოდა. მითუმეტეს ასეთ პერიოდში.”

5 2 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
5 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
18 days ago

არაფერს არ ცვლის ნაპოლისთან გამარჯვება სასწრაფოდ უნდა გაუშვან პირლო და ალეგრი დანიშნონ თუ თანახმაა.რა ოთხეულში მოხვედრა ტო ზამენაზე რა სასტავიც გვყავს მეორე გუნდს გააკეთებს კაცი. სიმართლე რო ვთქვა გუშინდელ თამაშზე დიდად არ მინერვიულია იმდენჯერ ჩააგდეს თამაშები რო ეტყობა შევეგუე ამ სიტუაციას.

ბაქარი
ბაქარი
18 days ago
Reply to  LASHAJUVENTINO

ისე მეგობარო ვიცოდი რო ეს თამაში ფრე იყო რადგან სადღაც იუვე ფრეს მაინც ითამაშებდა ახლა უკვე ტურინში ნაპოლს უნდა მოუგონ უეჭველი და ფრე მაშინ ეპატიება უკვე როცა განაღდებული ექნება ლიგის ზონა წაგებაზა დარჩენილ თამაშებს ფიქრიც კი არ შეიძლება

lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
18 days ago

ისე გუშინ რა შეტევებიც გვქონდა ალბათ მოგებას უფრო ვიმსახურებდით მაგრამ ცოტა მეტი მოეთხოვება ამ გუნდს.შესნის ეგ ყველა ვარიანტში უნდა აეღო აი მანდ უკვე პირლო არ ტყუის დალშე უკეთესად უნდა დაექოქა გუნდი. სანდრომ ბურთით იმდენი იტრიალა სანამ შეცდომა არ დაუშვა ეგეთები ხდება ყოველ თამაშში ტრადიციადაა ქცეული მართლა უკომენტაროდ რა.

ბაქარი
ბაქარი
18 days ago
Reply to  LASHAJUVENTINO

მოგება ტურინულ დერბში რთულია ყოველთვის არ ვიცი წელს იუვე რას იმსახურებს საერთოდ კრიტიკის გარდა და მართლა თუ პირლოა მარტო დამნაშავე ამაში ნუ მარტივი საქმეა უნდა წავიდეს თუ სისტემური პრობლემაა რაც არ მჯერა პირლო ტრენერი არ არის და ვერც იქნება ვერასდროს ფაქტია

ბაქარი
ბაქარი
18 days ago

ნუ ლოგიკურიც იქნება

| Newsphere by AF themes.

გათიშვა

5
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<