ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ანტონიო კონტე

ანტონიო კონტე დაიბადა 1969 წლის 31 ივლისს ლეჩეში. თავდაპირველად ის თამაშობდა ადგილობრივი კლუბის ახალგაზრდულ გუნდში. 1985 წლიდან ის უკვე სერია ა-ში იწყებს თამაშს. 1991 წელს მის კარიერაში მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა, მან შეთავაზება ტურინის „იუვენტუსისგან“ მიიღო და ანტონიო კონტეს დღემდე იუვენტინოდ და გუნდის უცვლელ თილისმად მოიხსენიებს გულშემატკივარი, კლუბში გატარებული დაუვიწყარი 13 სეზონის გამო, რა პერიოდშიც მან ფაქტიურად ყველა ტიტული მოიგო გუნდთან ერთად, რაც კი შეიძლებოდა თანამედროვე საკლუბო ფეხბურთის დონეზე ფეხბურთელს მოეგო.

ნახევარდაცვის ბურჯი ცოტა მოგვიანებით გუნდის ლიდერი და უცვლელი კაპიტანი გახდა მისი შეუპოვარი ხასიათის გამო. შემდგომ მან კაპიტნის სამკლაური, მარჩელო ლიპის გადაწყვეტილებით ალესანდრო დელპიეროს დაუთმო, თუმცა მას მოედანზე ყოველთვის გუნდის სულიერ ლიდერად და გამარჯვებული მენტალიტეტის მქონე ფეხბურთელად მოიხსენიებდნენ თანაგუნდებელები. როდესაც ალესანდრომ უმძიმესი ტრავმა მიიღო,  ანტონიო კონტე ისევ უცვლელად კაპიტნობდა გუნდს. კონტეს არაერთი მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი გოლი ახსოვს „იუვენტუსს“ და მის გულშემატკივარს.  საჭირო დროს, ყოველთვის მის თავზე იღებდა პასუხისმგენლობას და გუნდს მაქსიმუმისაკენ მოუწოდებდა.

აი რას ამბობდა ანტონიო კონტეს შესახებ კარლო ანჩელოტი:  „ანტონიო კონტე? – როდესაც სიტუაცია ხდება შემაშფოთებელი, როდესაც ბოლო იმედიც კი კვდება, მას შეუძლია საკუთარ თავზე აიღოს საქმე და პრობლემა გადაწყვიტოს.“

ანტონიო კონტე 1994 წლის მუნდიალის ვიცე ჩემპიონია. 1996 წლის 9 ოქტომბერს მას კინაღამ საფეხბურთო კარიერის დასრულება მოუხდა, მიიღო რა უმძიმესი ტრავმა 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს და იტალიის ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართულ შეხვედრაში. თუმცა მომდევნო ტრავმის გამო 1998 წლის მუნდიალის გამოტოვების მიუხედავად, მან გამონახა ძალები საკუთარ თავში და მაინც მოახერხა ნაკრებში დაბრუნება და 2000 წლის ევროპის ჩემპიონატის ვიცე ჩემპიონის ტიტულიც ერგო იტალიის ეროვნულ ნაკრებთან ერთად. ამავე წელს მან განაცხადა, რომ ასრულებდა სანაკრებო კარიერას და დაემშვიდობა „სკუადრა აძურას“ და მხოლოდ „იუვენტუსში“ შემადგენლობაში აგრძელებდა ასპარეზობას 2004 წლის ჩათვლით.

ამჯერად ანტონიო კონტე უკვე მწვრთნელი რანგში საქმიანობს.

თავდაპირველად ის „სიენას“ მწვრთნელის თანაშემწე იყო. შემდეგ „არეცოს“ მწვრთნელი გახდა.

მისი ხელმძღვანელობით საფეხბურთო კლუბმა „ბარიმ“ 2008-09 წლის სეზონში სერია ბ-ს გათამაშება მოიგო და დაბრუნდა სერია ა-ში. თუმცა კლუბის ხელმძღვანელობასთან სატრანსფერო პოლიტიკასთან დაკავშირებული შეუთანხმებლობის გამო მან აღარ გაარძელა „ბარიში“ მუშაობა.

2009 წლის 21 სექტემბრიდან ის „ატალანტას“ მწვრთნელი გახდა, მაგრამ გუნდი მალევე დატოვა 2010 წლის 7 იანვარს.

2010 წლის 23 მაისიდან მან 2 წლიანი კონტრაქტი გააფორმა საფეხბურთო კლუბ „სიენასთან“ და დღემდე მისი მთავარი მწვრთნელია. 2010-11 წლის სეზონის შედეგების მიხედვით „სიენა“ მოახერხებს სერია ა-ში დაბრუნებას.

ანტონიო კონტეს ჰყავს ორი უმცროსი ძმა, მისი მამა არის ბიზნესმენი, ხოლო დედა დიასახლისი (ყოფილი მოდელი).

ანტონიო კონტეს კუმირი ფეხბურთელები ბავშვობაში დინო ძოფი და პაოლო როსი იყვნენ.

ანტონიო კონტე არის იმ მცირე რიცხვოვან ადამიანთა შორის, ვინც დიდ პატივისცემას იმსახურებ მეორე ტურინული კლუბის „ტორინოს“ გულშემატკივართა შორის, მიუხედავად მისი იუვენტინობისა.

„იუვენტუსის“ გულშემატკივარმა მას სიმბოლური კაპიტინის სამკლაური აჩუქა იტალიური წარწერით  „Senza di te saremmo stati lontano, Antonio Conte, il nostro capitano“, რაც დაახლოებით ასე ითარგმნება: „სად უნდა ვიყოთ ჩვენ შენ გარეშე, ანტონიო კონტე, ჩვენი კაპიტანი!“.

საფეხბურთო ტიტულები:

სკუდეტო: 1995, 1997, 1998, 2002, 2003
ვიცე ჩემპიონი: 1992, 1994, 1996, 2000, 2001

ჩემპიონთა ლიგის ჩემპიონი: 1996
ვიცე ჩემპიონი: 1997, 1998, 2003

უეფას თასის ჩემპიონი: 1993
ვიცე ჩემპიონი: 1995

უეფას სუპერ თასის მფლობელი: 1996

საკონტინენტთაშორისო თასის მფლობელი: 1996

უეფას ინტერტოტოს თასის მფლობელი: 1999

იტალიის თასის მფლობელი: 1995
ვიცე ჩემპიონი: 1992, 2002, 2004

იტალიის სუპერ თასის მფლობელი: 1995, 1997, 2002, 2003

1994 წლის მუნდიალის ვიცე ჩემპიონი იტალიის ეროვნულ ნაკრებში.
2000 წლის ევროპის ჩემპიონატის ვიცე ჩემპიონი იტალიის ეროვნულ ნაკრებში.

როგორც მწვრთნელს მოგებული აქვს სერია ბ-ს გათამაშება „ბარისთან“ ერთად 2008-09 წლის სეზონში

კლაუდიო რანიერის შემდეგ ანტონიო კონტე მოიაზრებოდა „იუვენტუსის“ მწვრთნელობის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად, თუმცა ხელმძღვანელობამ ასევე ყოფილ იუვენტინოს – ჩირო ფერარას მიანდო გუნდი. სწორედ მაშინ განაცხადა ანტონიო კონტემ, რომ მას სურს გახდეს „იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი მომავალში და ის მზადაა ამისთვის.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

15 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
AKAKI nozadze
10 years ago

:forza: :forza: :forza:

valeri tokhadze
12 years ago

ჩვენიანია სულით

levan beglarishvili
12 years ago

ბარის მწვრთნელიც ხომ იყო კაცო??? თუ მეშლება?? მემგონი ბარიც კონტემ გადმოიყვანა სერია ა-ში

12 years ago

და მერე ხომ წერია ეგ სტატიაში ორჯერაც კი? სათაურშიც დამეწერა ეგ? ;-)

12 years ago

დავამატე ტიტულებიც ბოლოს… ვინ ამბობს რომ ჩემპიონი ტიპი არაა? პირველ ან მეორე ადგილია თითქმის ყოველი წლის მისი ტიტული

Vaxooo
12 years ago
Reply to 

ჩემპიონი არაა მწვრთნელის რანგში თორე ისე ამისნაირი ტიტულოვანი ფეხბურთელი ნეტა ყველა იყოს : )

12 years ago
Reply to  Vaxooo

მაცარი ჩემპიონია? ვილაშ ბოაში ჩემპიონია? თუნდაც პორტომ ევროლიგა მოიგოს?
სერია ბ-ში თამაშობდა და მოიგო ის ტურნირი ბარიმ. მერე ატალანტაში რამდენიმე თვე იმწვრთნელა. ეხლა სიენა სერია ა-ში გადმოიყვანა. ანუ გუნდში დასახული მიზანი რაც არის იმას ასრულებს მწვრთნელის რანგში. და იუვეს დასახულ მიზნებსაც შეასრულებს… ყოველშემთხვევაში მაცარიზე და ბოაშზე უკეთესად…
მაგრამ უნდა აცალონ ყველას ვინც არ უნდა მოვიდეს და ნახევარ სეზონში არ უნდა გაუშავან…

MegobaroO
12 years ago
Reply to 

ყველას თავისი აზრი აქვს.. მე ბოაში მირჩევნია, შენ კონტე, კიდევ ვიღაცას მაცარი.. მთავარია ვინც მოვა მაგას აცადონ 2წელი და ყველანაირად დაეხმარონ..დელ ნერიზე კი საცდელი ნაღდად არ არის.

12 years ago
Reply to  MegobaroO

ასეთ იუვენტუსში მოსვლით ნებისმიერმა მწვრთნელმა დღეს შეიძლება კარიერა დაისრულოს, ნუ მინიმუმ შავი ლაქა ჩაიწეროს… ანტონიო კონტე მაგას იუვეს ხათრით გააკეთებს… და ბოაშს და მაცარის სულ ცალფეხზე კიდიათ იუვე, მაგათი მთავარი მიზანი იქნება, რომ გუნდი წინა წელთან შედარებით უკეთ ათამაშონ და დელნერის აჯობონ და წარმატებად ჩაუთვლიან. თუ არადა დაკრავენ ფეხს და წავლენ…და კონტე ძველი იუვეს დაბრუნებისთვის იზრუნებს სულ რომ სამწვრთნელო კარიერის დასრულებად დაუჯდეს… მაცარი რომ იუვესთან ერთად მესამე ადგილზე გავიდეს, მისთვის ეგ წარმატება იქნება და იტყვის რომ რა გინდათ შარშან მეშვიდეზე და მერვეზე იყავითო… და კონტემ იცის რომ იუვესთვის მესამე და მერვე იგივეა

12 years ago

კაი სტატიაა.. აი ეს არის კონტე.. ყველა დამეთანხმებით რომ იუვენტუსს იუვენტუსობა და გამარჯვებულის სული აკლდა წელს.. აი ამ კაცმა იცის იუვენტუსი რას წარმოადგენს.. ყოველ შემთხვევაში დელ ნერის, იუვენტუსის გაწვრთნაში სადაც უნდა და როცა უნდა იქ ჩაიხევს

12 years ago

კაი სტატიაა pintu-ricchio შენი სტატიები იმსახურებს კატეგორიებში ცალკე ადგილს

12 years ago
Reply to 

გაიხარე გიო

sandro ivaneishvili
12 years ago

შეიძლება იუვენტინოა მარა მე მაინც მაცარის კანდიდატურას ვემხრობი

აკაკი მეტრეველი

pintu-ricchio

საღოლ, მართლა დროული იყო

ბრავო!

12 years ago

გაიხარე!

| Newsphere by AF themes.
15
0
Would love your thoughts, please comment.x