ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

არიგო საკი:”ალეგრი უდიდესი ტაქტიკოსია”

ლეგენდარული არიგო საკი მაქს ალეგრიზე საუბრობს:

“ფიქრობთ როგორ შეიძლება ალეგრის ერთი სიტყვით დახასიათება? თავში უმალვე ჩნდება ერთი ფრაზა – კონკრეტულობა. მაქსი უდიდესი ტაქტიკოსი! დიახ, უშუალოდ ტაქტიკოსი და არა სტრატეგიაზე ან სცენარზე მომუშავე, რასაც მისი განვლილი გზაც მშვენივრად გვაჩვენებს.

სადაც არ უნდა მივიდეს შედეგს ყველგან აღწევს. მშვენივრად იცის როგორ უნდა აკონტროლოს გუნდში არსებული სიტუაცია, ყველაზე დელიკატურ პერიოდში მკაფიო წესდებით. მის მიერ გაწეული შრომა ტურინში ახლაც ძალიან კარგად ახსოვთ. 

ევროპულ ასპარეზეც საკმაოდ კარგი შედეგი აქვს. იოლი არ არის ჩემპიონთა ლიგის ფინალში ორჯერ გასვლა. გასაგებია, რომ დამარცხდა მაგრამ ეს მის მიღწევებს ვერ ჩრდილავს.

2014 წელს ტიფოზერია მაქს ნეგატიურად დახვდა, რადგან იგი აქამდე მილანს წვრთნიდა. თუმცა, მატჩიდან მატჩამდე სპეციალისტმა მოახერხა თითოეული გულშემატკივრის გული მოეგო და ახლა თავადვე ხედავთ, მის დაბრუნებას რა რეაქცია ქონდა. ეს იყო აბსოლუტურად საპირისპირო რაც 2014-ში ხდებოდა.

მე აქამდე არ მინახავს მწვრთნელი, რომელიც ასე დეტალურად დაინახავდა პრობლემას მატჩის მიმდინარეობისას და მის შეცვლას უმოკლეს პერიოდში შეძლებდა. მშვენივრად ხვდება როდის არის მისი მხრიდან კორექტირება შესატანი და როდის არა. 

თამამად გეტყვით, რომ მსოფლიოში ერთი მწვრთნელიც კი არ მეგულება, რომელიც ტაქტიკური თვალსაზრისით მასთან სიახლოვეს იდგეს. ყველაფერთან ერთად აქვს რესურსი გუნდში ატმოსფერო სრულად აკონტროლოს!”


შეიტანე წვლილი შენი ფავორიტი საიტის მუშაობაში ✊🥰

ანგარიშის ნომრები:

BOG: GE75BG0000000101336912

TBC: GE46TB7405945063600014

Paypal: paypal.me/davitjishkariani1

5 2 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x