ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

არიგო საკი იუვენტუსის ასპარეზობაზე

პაულო დიბალა

არიგო საკი იუვენტუსის ლევერკუზენთან ჩატარებულ მატჩს აფასებს და ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ გუნდი პაულო დიბალასთან ერთად მეტად აგრესიულია:

სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი მთელი რიგი ფეხბურთელების მოქმედებებით.

განსაკუთრებით ეს პაულოზე ითქმის, რომლის მოედანზე გამოჩენისთანავე ბიანკონერი უფრო აგრესიული და თავდაჯერებული გახდა.

არ უნდა დავივიწყოთ ხუან კუადრადოს გარჯაც.. მისი მეცალას პოზიციაზე ყოფნა მეტოქისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.. კოლუმბიელი დაუღალავად გადაადგილდებოდა ზონებს შორის და ჩვეული ტექნიკური არსენალით სხვაობას ქმნიდა.

გონსალო იგუაინი და კრიშტიანო რონალდუ ჩვეულზე მეტად პროდუქტიულები აღმოჩნდნენ.. მათი წვლილი დაცვის საიმედო თამაში ძალზედ დიდი იყო. 

მაურისიო სარი ჭკვიანი სპეციალისტია და მისი სათამაშო ფილოსოფიასთან ადაპტაცია დროს საჭიროებს, მაგრამ ფეხბურთელები იმ კალიბრის ყავს, რომლებსაც ეს პერიოდი არ გაეწელებათ.”

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Leave a Reply

avatar
  Subscribe  
Notify of