ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“არსენალი” და “იუვე” კოვაჩიჩისთვის იბრძვიან

სააგენტო “Talksport” – ის ინფორმაციით “არსენალი” და “იუვენტუსი” ახალგაზრდა ხორვატი ნახევარმცველის ხელში ჩასაგდებად იბრძვიან.


17 წლის ტალანტმა, მატეო კოვაჩიჩმა სულ რაღაც გასულ სეზონში დაიმკვიდრა ადგილი ზაგრების “დინამოს” ძირითად გუნდში და უკვე მოახერხა ევროპული გრანდების ყურადღების მიქცევა. მიმდინარე ევროპის ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მან ორი გოლის გატანაც მოახერხა და ამ ფაქტმა მისი ფასი საგრძნობლად გაზარდა. იტალიელები უკვე აწარმოებენ მოლაპარაკებებს, თავის მხრივ “არსენალიც” ყველანაირად ეცდება კოვაჩიჩის გაფორმებას იანვარში. ამ ტრანსფერისთვის ბრძოლა არცერთი გუნდისთვის არ იქნება ადვილი, მითუმეტეს, რომ იანვრამდე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპია და არაა გამორიცხული ფინანსურად გაცილებით ძლიერი გუნდებიც ჩაერთონ ბრძოლაში. ამჟამად ახალგაზრდა ხორვატის სატრანსფერო ღირებულება ასაკიდან გამომდინარე საკმაოდ ძვირი, 6.5 მილიონი ფუნტი-სტერლინგია, რაც დაახლოებით 7.5 მილიონ ევროს უდრის.

წყარო: fanatix

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
11 years ago

აუ ვიყიდოთ რაა.. ერთი წელი პრიმავერაში გააგორებს ბურთს და მერე გადავიყვანთ პირველ გუნდში. მიდი მაროტა მიაწექიიი, ჩვენ თუ მოვინდომებთ არსენალს შანსი არ ექნება!!! :forza:

RealJuventino
11 years ago

მაგარი ახალგაზრდა არ გვაწყენდა მაგრამ თავანი აქვთ ზაგრებს? :achuu:

11 years ago

ვიყიდოტ ეგრევე. მივცეტ 8 მილიონი და წამოვიყვანოთ

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x