ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტესერი : “რთული მატჩი გველის”

დღეს ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ტურინის ”იუვენტუსი” და ”ნოვარა”. ამ მატჩთან დაკავშირებით კომენტარი ”ნოვარას” მთავარმა მწვრთნელმა ატილო ტესერმა გააკეთა.
”ჩვენ დღეს საკმაოდ მძიმე და რთული მატჩი გველის. ბევრი ფიქრობს, რომ ჩვენ მხოლოდ დაცვით ფეხბურთს ვითამაშებთ, მაგრამ ეს ასე არაა. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ მაინცდამაინც 3 ქულის ასაღებად მივდივართ ტურინში, უბრალოდ მინდა ყველამ იცოდეს, რომ ჩემი ფეხბურთელები დარტყმას დარტყმით უპასუხებენ. ვეცდებით, რომ თამაში ”იუვენტუსის” ინიციატივით არ მიმდინარეობდეს. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ყველა იარაღს გამოიყენებენ 3 ქულის ასაღებად.”
ატილო ტესერმა კომენტარი აგრეთვე ”ნაპოლისთან” მატჩზე გააკეთა, სადაც “ნოვარამ” ფრე (1:1) ითამაშა. ამ თამაშში ატილომ 5-3-2 ტაქტიკა გამოიყენა.
,,სტრატეგია არაა იმდენად მნიშვნელოვანი, რამდენადაც მენტალიტეტი. ჩვენ უნდა მოვახერხოთ და თამაში ჩვენი კარნახით წარვმართოთ, როგორც ეს ”ნაპოლისთან” მატჩში მოვახერხეთ”.


წყარო: football-italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
bakuri antia
11 years ago

საღო juve !!!!! ხო შვაჯეკით მილანს :up:
:forza:

11 years ago

ამათი ნაკარნახევი დაგვაკლდა კიდე რა… ატილო, როგორც არ უნდა დაიმუხტო დღეს აგებ ძამია!

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x