ახალი სტადიონის გასახდელები…
გასახდელი – სტადიონის ყველაზე “ხელშეუხებელი” და “პირადული” ადგილი, სადაც იგრძნობა წინასამატჩო განწყობა და ფეხბურთელების მომზადების უკანასკნელი ეტაპები იხვეწება. აქ ფეხბურთელები სამარისებულ სიჩუმეში ემზადებიან შემდეგი მატჩისთვის და ცდილობენ ფოკუსირება მხოლოდ ამ ფაქტზე მოახდინონ. გასახდელების ოთხი კედელი ეს არის ფეხბურთელების ყველაზე დიდი მესაიდუმლე, რომელმაც იცის თუ რა ატმოსფერო ტრიალებს გუნდში. ის წარმოადგენს არეალს, რომელიც აუცილებელია, ფსიქოლოგიური კონცენტრაციისათვის, რათა ფეხბურთელებმა თავდაჯერებულად გააბიჯონ მოედანზე. “იუვეს” ახალი სტადიონი შეიცავს სამ გასახდელ ოთახს. ერთი განკუთვნილია “ბიანკონერებისათვის”, მეორე სტუმარი გუნდისათვის, ხოლო მესამე წარმოადგენს საცხოვრებელ ოთახებს, ტურინში ჩამოსული გუნდებისათვის, რომლებიც ამხანაგურ თამაშებში მიიღებენ მონაწილეობას. მსაჯებისათვის და სხვა ოფიციალური დელეგაციებისათვის გამოყოფილია ორი გასახდელი ოთახი, რომლებისგან განცალკევებით არის გასახდელები მდედრობითი სქესის წარმომადგენლებისათვის. აქვე წარმოდგენილია ოთახები ინტერვიუსათვის და დოპინგ-ტესტისათვის. გუნდების გასახდელი ოთახები იდეალურადაა მორგებული კომფორტული გარემოს შესაქმნელად მწვრთნელებისათვის, ფიზიოთერაპიის ოსტატებისათვის, სამედიცინო სექტორისათვის და ფეხბურთელების მოსვენებისათვის. აქვე არის ჯაკუზი და საყვინთაო აუზები, რაც ფეხბურთელების ფიზიოთერაპიულ კურსს უზრუნველყოფს. ოთახი ძირითადად გადაწყვეტილია შავ და თეთრ ფერებში. ავეჯი და დიზაინი კი გათვლილია ისე, რომ ფეხბურთელებმა თავი იგრძნონ კომფორტულად. სათავსოები იღება ძალიან მარტივად და ასევე კომფორტულად იხურება, დამაკმოყოფილებელია მისი მოცულობაც – მასში ოთხი სპორტული ბუცი თავისუფლად ეტევა.
ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ ფეხბურთელებმა კარგად იგრძნონ თავი და შესაბამისად მოემზადონ სხვადასხვა მეტოქესთან შესახვედრად, რომლებიც “იუვენტუსის” ახალ “სახლს” სულ მალე ეწვევიან.
წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი
ქალის გასახდელი რაღათ უნდათ ??
იმ პომპონჩიკებიანი გოგოებისთვის გააკეთეს ?
აუ მაგარია მიაწექით ბიჭებო ჩვენ თქვენთან ვართ სულით და გულით.სურათებს თუ დადებთ კაი იქნება გაიხარეთ იუვენტინოებო

აუ მაგარია მიაწექით ბიჩებო ჩვენ თქვენთან ვართ სულით და გულით.სურათებს თუ დადებთ კაი იქნება გაიხარეთ იუვენტინოებო

წელს საკუთარ მოედანზე თამაშს არ წავაგებთ.
მთავარია ჯოვინკოს გადავურჩეთ რვაში

მხოლოდ წიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიინ!!

კარგია
ახალი შემართება, ახალი მწვრთნელი, ახალი ფეხბურთელები, ახალი სტადიონი წინ იუვეეეე
და ასეთი კომფორტის მერე მოედანზე რო გახვალ კი უნდა მოიგო ნამუსი თუ გაქვს მარა ჩვენთან ბევრი უნამუსოა
არაუშავს შეიძლება წელმა ისე გაიაროს ამაურის და იაკუინტას ამ გარემოში არც მოუწიოთ ყოფნა.