ახალი სტადიონის გახსნის შესახებ
8 სექტემბერს ტურინის “იუვენტუსი” დაუპირისპირდება “ნოთს ქაუნთის”, რომელმაც ტურინულ კლუბს შავ-თეთრი ფერები აჩუქა. ფერები, რომლებიც უკვე 114 წელია ტურინის სიმბოლოდ არის ქცეული. გახსნის ცერემონიის მზადება იმ ხალხს ხვდათ წილად, რომლებმაც ორგანიზება გაუწიეს 2006 წლის ტურინის ოლიმპიურ თამაშების გახსნასა და დახურვას.
ამ მოვლენის ერთ-ერთი ორგანიზატორი, მარკო ბელიჩი, საუბრობს “იუვენტუსის” მეტოქის შერჩევის შესახებ: “ფეხბურთელები რომლებიც წარმოადგენენ მსოფლიოს ყველაზე უძველეს კლუბს, ორი აზრი არაა უფრო დიდებულს გახდიან გახსნის ცერემონიალს. როდესაც ჩვენ შევიტყვეთ “იუვენტუსის” შავ–თეთრი ფორმის ისტორია, რომელმაც შეცვალა ძველი, ვარდისფერი, ჩვენ არცერთი წამით არ გვიფიქრია არჩევანის შეცდომაზე. ის მნიშვნელოვანი ნაწილია გზისა, რომელსაც გადის “იუვენტუსი“. რომელმაც გულშემატკივარი უნდა მოიზიდოს 8 სექტემბერს სტადიონზე”.
“გახსნის ცერემონია მოგვიყვება ლეგენდარული კლუბის შესახებ, გამარჯვებებზე, ტიტულებზე და დიდებულ ფეხბურთელებზე. ასევე ითქმება ანიელების დინასტიაზე. რომელმაც საკუთარი გვარი და კლუბი გააერთიანა 90 წლის წინ. “იუვენტუსისგან” შექმნა სიმბოლო და ცხოვრების აზრი მილიონობით გულშემატკივრისთვის”.
8 სექტემბერს იუვენტუსის თაყვანისმცემლებს სიამაყის კიდევ ერთი მიზეზი ექნებათ. ისინი ახალ სახლში გადავლენ.
წყარო: juventus.com
კარგად მოუფიქრებიათ…
ისე მეც არა ვთქვი მეორე ფორმად ვარდისფერი რატო ავიღეთ თქო, თურმე წარსულს გვიბრუნებენ
ჩემი აზრით სტადიონს ულაპაროკოდ უნდა დაერქვას ,,ალესანდრო დელ პიეროს სახელობის დელე ალპის სტადიონი”. ისევე როგორც მეაცას სახელობის სან სიროს სტადიონი. ასე მინდა მოხდეს მაქსიმუმ 2-3 წელიწადში
ულამაზესი სტადიონი

მანჩესტერს 10 სექტემბერს ოფიციალური თამაში უწევს და ის ჭორი რაც გავრცელდა, სავარაუდოდ ჭორადვე დარჩა და ტყუილი იყო..ბოდიშს გიხდით იმ ინფორმაციისთვის
სავარაუდოდ სტადიონი “ანიელის“ სახელს მიიღებს. მაგრამ თუ ასე არ მოხდა მე მინდა რო ისევ დელე ალპი დატოვონ
აკი მანჩესტერიო??????????????
nu kaia.. istoriis da tradiciis mixedvit tu shevapasebt …
GMG_ze davpostot iqneb achvenon gaxsna …