ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ახალი წელი… ახალი მიზნები…

რა მალე გავიდა 2012 წელი… არა? თუ მე მეჩვენება. მაგრამ შეიძლება მართლა მალე გავიდა, რადგან როცა დრო სასიხარულო ფაქტებითაა აღსავსე, მაშინ იგი მალე გადის, გადის კი არა, თავქუდმოგლეჯილი გარბის, საფეხბურთო კუთხით კი ეს წელი “ტურინელებმა” მართლაც რომ სასიამოვნოდ გავიარეთ. მრავალი სირთულის და უმძიმესი პერიოდის გადალახვის შემდეგ, შესანიშნავი წუთები გავატარეთ 2012 წელს, რომელსაც ჩვენი შორეულ წინაპრებად წოდებული მაიას ტომელები ეჭვის თვალით უყურებდნენ. შეშლიათ… ძალიან შეშლიათ, მაგრამ ამ ერთხელ ვაპატიოთ, ახალი წელია მაინც…

2012 წლის სიკარგეს საფუძველი 2011-ში ჩაეყარა, ზუსტად მაშინ, როცა ანტონიო კონტემ “იუვენტუსთან” კონტრაქტი გააფორმა. აი, ზუსტად იმ მომენტში, კალამი ხელში რომ აიღო და მაგიურ ფურცელზე საკუთარი გვარი დააფიქსირა. ხელი მოაწერა… და დაიწყო. დაიწყო დაუმარცხებელი სვლა 30-ე სკუდეტომდე, რომელიც 2012 წლის 13 მაისს “იუვენტუს სტედიუმზე” კაპიტანმა ალესანდრო დელ პიერომ აღმართა.

აღმართა… და წავიდა. და დაგვიტოვა სევდანარევი სიხარული, დაგვიტოვა დიდი და ლამაზი ნახატი, თავის სტილში, რომელსაც მთელი 19 წლის მანძილზე ქმნიდა, ხატავდა… 1993 წლის 13 სექტემბრიდან 2012 წლის 20 მაისამდე. ამ დროის განმავლობაში ის ყოველ მატჩში გვჩუქნიდა პატარა ნახატებს. დიახ, გვიხატავდა “პინტურიკიო”, პატარა მხატვარი, და გულშემატკივრებს იმ წამსვე, იმ მომენტშივე გვჩუქნიდა. არ ენანებოდა…

რამდენჯერ დაუხატავს… 1994-ში “ფორენტინასთან”, ან 1997-ში დორტმუნდის “ბორუსიასთან”, ან 2008-ში მადრიდის “რეალთან”, 2003-ში თუნდაც… და კიდევ რამდენჯერ, ძალიან ბევრჯერ… უსასრულოდ ბევრჯერ დაგვხმარებია მაშინ, როცა ყველაზე რთული პრობლემის წინაშე ვიდექით, როცა ყველაზე მეტად გვიჭირდა, როცა ლიდერი გვჭირდებოდა, ალე იღებდა თავის სახატავ ფუნჯს, საღებავებს, და ისევ და ისევ, ჰო, თავის სტილში, ხატავდა, ისევ გვჩუქნიდა. და არასდროს ენანებოდა… ის ნამდვილი კაპიტანი იყო. დელ პიერო თავად არის “იუვენტუსი”, სადაც არ უნდა წავიდეს ის და ეს გულშემატკივრებმა კარგად ვიცით.

განვლილი წელი ტურინული გრანდისთვის მართლაც გასაოცარი გამოდგა. “იუვეს” ტიფოზებს ის სამუდამოდ დაგვამახსოვრდება, რადგან ეს თავისუფლად შეიძლება ჩაითვალოს “ბებერი ქალბატონის” დაბრუნების პერიოდად. ესეც რომ არა, გუნდმა მთელი ჩემპიონატის გავლა მარცხის გარეშე მოახერხა სერია ა-ში, რომელიც შესაძლოა ყველაზე მძიმე ტურნირია ევროპაში და დაუმარცხებელი ჩემპიონი გახდა. საბოლოო ჯამში, ზედიზედ ჩატარებული წაუგებელი მატჩების რიცხვმა 49-ს მიაღწია. ამ წელს კლუბმა სკუდეტოსთან ერთად მოიგო იტალიის სუპერთასიც, ამ წელს ანტონიო კონტემ ფაბიო კაპელოს რეკორდი გააუმჯობესა, ამ წელს “იუვენტუსმა” გამარჯვებისთვის ბრძოლა განაგრძო, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპიც პირველი ადგილით გაიარა და ახლა “სელტიკთან” მერვედფინალურ დაპირისპირებას ელის, რომელიც უკვე 2013 წელს გაიმართება. მართალია, იტალიის თასის ფინალში დავმარცხდით, მაგრამ მგონი იმ დღეს გულშემატკივრებს სხვა რამ უფრო აწუხებდათ, სხვანაირად განიცდიდნენ, სხვანაირად სტკიოდათ… დელ პიერო თავის ბოლო მატჩს ატარებდა – ალე მიდიოდა. ასე რომ, მიუხედავად იმისა, რომ იტალიის მე-10 თასზე გული დაგვწყდა, წელს ეს “იუვეს” ეპატიება.

ახლა უფრო დიდი მიზნებისკენ ვიყურებით, იტალიაში ტრიუმფის გამეორება გვინდა. წელს გამოვდივართ ჩემპიონთა ლიგაზეც, სადაც უკვე გვსურს, ევროპას ვაგრძნობინოთ, რომ დავბრუნდით. წელს უფრო ძნელი იქნება, თუმცა, ტიფოზები რისთვის ვართ?! თანაც “იუვეს” ყველა ქომაგი ერთგულია, რადგან 2006 წელს დაწყებული გამოცდა ყველას აქვს ჩაბარებული. გვჯერა ყველასი, ვინც გუნდში მუშაობს. გვჯერა, რომ ანდრეა ანიელი ისევ შესანიშნავად გაუძღვება საქმეს, მაროტა-პარატიჩის დუეტი პირლოს და ბარძალის მსგავს “კლასიკოს” შემოგვთავაზებს, პაველ ნედვედის სახელი და გვარიც ხომ თავისთავად ყველაფერზე მეტყველებს. და იმედი გვაქვს, რომ… არა, უფრო სწორად გვჯერა, რომ შავ-თეთრები ისევ გაგვახარებენ. ანდრეა, პროფესორი ბარძალი, კიდევ ბევრჯერ გვათქმევინებს, რომ მართლა პროფესორია, კიელინი და ბონუჩი, სული და გული, ეს ბევრ რამეს ნიშნავს, და კლაუდიო მარკიზიო – პატარა პრინცი, მეომარი არტურო ვიდალი, ანდრეა პირლო – წვერებიანი მაესტრო… სტეფან ლიხტშტაინერი – კაცური კაცი, და მირკო ვუჩინიჩი, ჩერნოგორიელი მირკო… ჯანლუიჯი ბუფონი, უბრალოდ ჯიჯი და რა თქმა უნდა ანტონიო კონტე, ნამდვილი “კონტისიმე”, და ძმანი მათნი… “იუვენტუსი”, ეს გრძნობაა, შავ-თეთრი, მარადიული გრძნობა, რომელიც მარტო ჩვენ ვიცით, ბიანკონეროებმა.

თქვენ კი, ყველას უღრმესი მადლობა გეკუთვნით, რადგან იმ ოჯახის წევრები ხართ, რომელსაც ForzaJuve.Ge  – ს არსებობა ქმნის. თითოეული “ჩოხოსანი იუვენტინო” ამ დიდი ოჯახის წევრია.  ჩვენგან კი განსაკუთრებული მადლობა ამ ვებ-გვერდის სულისჩამდგმელს, დათკა ჯიშკარიანს ეკუთვნის, რომელიც ალბათ ყველაზე მეტს აკეთებს იმისთვის, რომ აქ შემოსულმა ადამიანმა ინფორმაციით შევსებულმა და კმაყოფილმა დატოვოს საიტი. მთლიანად საიტის ადმინისტრაციას კი გვინდა, მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი, გისურვოთ ღვთის წყალობა, ჯანმრთელობა და ყოველივე საუკეთესო თქვენთვის ძვირფას ადამიანებთან ერთად. ჩვენი მხრივ გპირდებით, რომ ძალ-ღონეს არ დავიშურებთ, რათა მაქსიმალურად მოკლე დროში მოგაწოდოთ მნიშვნელოვანი სიახლეები მთელი წლის მანძილზე.

და ნება მომეცით, შეგახსენოთ, რომ ახლა “კონტეს ეპოქის” დასაწყისში ვიმყოფებით. ჩვენ გვაქვს ჩვენი გუნდის და ლამაზი დღეების იმედი ამ დიდი სიყვარულის ისტორიაში. 2013 წელს დიდი გამარჯვებები გველის! გახსოვდეთ, იუვე, ეს ჩვენ ვართ!

 აკაკი მეტრეველი ( nedvednedvednedved )

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
31 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
NEDVEDA11..
8 years ago

ყველას გილოცავთ დამდეგ ახალ წელს! ბედნიერი წელი ყოფილიყოს !

ფორცა იუვე.

=
პ.ს.
ძალიან კარგი სტატიაა, ყოჩაღ :kiss:

vitali darsania
8 years ago

მეც გილოცავთ ყველას მრავალს დაესწარით თქვენ თქვენ ოჯახებთან ერთად. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა მწერალს თითოეული სტატიისთვის და ამ ახალ წელს ვისურვებდი ჯუვეს ლიგის თასის აწევას

პიერო 10
8 years ago

იუვენტინოებო გილოცავთ დამდეგ ახალწელს :davliot: :davliot: :davliot:

8 years ago

გილოცავტ სასტავ :vashaa: :vashaa: :vashaa: ყველა ტიტული მოგვეგოს ამ წელს :forza: :forza: :forza:

dato_juventino
8 years ago

ასევე მინდა იმ ხალს უთხრა უდიდესი მადლობაა ამ სტატის ავტორის სახით რომლებიც ყოველდგე ცდილობენ რო იუვეში რაც ხდება ყველა ნიუსი ასე შემდეგ დადონ და ყველა ინფორმირებულები ვიყოთ დიდი მადლობა ასევე ადმინისტრაციას გაიხარეთ ბიჭებო მაგარი ხალხი ხართ :up: :kiss:

dato_juventino
8 years ago

ყველას გილოცავთ ძმებო მრავალს დაესწარით ჯანმთელები და გახარებულები. 2-წელი ხდება რაც ამ დიდ ოჯახში ვარ და ყველას დიდ პატივს გცემთ მიტო რო ერთი სიხარული გავერთიანებს რასაც სახელათ იუვენტუსი ქვიაა :forza: :forza: :forza:

tornike qurdadze
8 years ago

ყველას გილოცავთ 2013 წელს!! მრავალს დაესწარით ბედნიერებას და ჯანმრთელობას გისურვებთ !! :forza:

sandro giunashvili
8 years ago

საღოლ აკა მაგარი სტატიაა ისე ჩვენ იუვენტინოები რა მაგარი სასტავი ვართ ახალი წელია და მაინც ამ საიტზე შემოვდივართ ოჯახივითაა რა ეს საიტი და გილოცავთ ყველას მრავალს დაესწარით სულ გამარჯვებები მოეტანოს 2013 წელს :forza: :forza: :forza: :forza:

Gio Darja
მოდერატორი
8 years ago

მეტრელ ძმა ხაარ, შემოგევლე :kiss:

გილოცავთ ძმებო, ჯანმრთელობას, ბედნიერებას, უფლის წყალობას გისურვებთ !

იუვენტუსსაც გავეხარებინეთ ორმაგად, ვიდრე 2012 წელს..ოთხი თავი ჩავიხუტოთ ამ წელს..

GLAXO GONGADZE
8 years ago

მაგარი გუნდი გვყავს. :forza: :forza: :forza: :forza: :juvee: :juvee:

lasha naxucrishvili
8 years ago

გილოცააავთ :forza: :forza: :juvee: :juvee: :))))

ირაკლი მარუქაშვილი

გილოცავთ ჩემებო დამდეგ შობა ახალ წელს. ნუ ვისაც გინდათ დღევანდელს და მე შვიდს ავღნიშნავ შობად და თოთხმეტს ახალწლად.

Vento_Di_Passioni
8 years ago

გილოცავთ ყველას დამდეგ ახალ წელს, წარმატებები იუვენტუსსაც ჩემპიონთა ლიგაზე :italy:

snuff-juve
8 years ago

გილოცავთ იუვენტინოებო ყველაზე დიდი გუნდის ყველაზე ერთგულო ფანებო ჯანმრთელობას და წარმატებებს გისურვებთ :love: :love: :forza: :forza:

giorgi sidiani
8 years ago

გილოცავთ ბიჭებო დამდეგ ახალს წელს,ბედნიერებას ჯანრმთელობას და იღბალს გისურვებთ მთელი ცხოვრების განმავლობაში,თქვენ საყვარელ ადამიანებთან ერთად.2013 წელი ყოფილიყოს საქართველოსთვის გამთლიანების და გაერთიანების წელი.იუვეს დიდი გამარკვებებს ვუსურვებ,ჩვენ ერთი დიდი ოჯახის წევრები ვართ :forza: :forza: :forza: :juvee:

Nika Beraia
8 years ago

ყველა იუვეს გულშემატკივრებს გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს. ეს წელი ყოფილიყოს ჩემპიონთა ლიგის მოგების წელი იუვესთვის. თქვენ კი ჯანმრთელობას და ბედნიერ 2013 წელს გისურვებთ…

:juvee: გიყვარდეთ იუვე :juvee:

mishka berianidze
8 years ago

ყველას გილოცავთ მრავალს დაესწარით უფალი გფარავდეთყველას გეხვევით და სიხარულში გეხუტებით
მომავალ წლამდე კარგი დრო ატარეთ…

Samtrediel90
8 years ago

გილოცავთ ყველას წინასწარ დამდეგს,მრავალს დაესწარით,წარმატებების წელი ყოფილიყოს
Forza Juveeeeee :forza: :forza: :forza:

ცოტნე სამსონაშვილი

:juvee: :juvee: :juvee:

8 years ago

ძალიან ძლიერი სტატიაა, იუმორიდან დაწყებული დარდით დამთავრებული.
გილოცავთ ბიჭებო დამდეგ ახალ წელს, სიხარულში და სიყვარულში გაგეტარებინოთ 2013 წელი. იუვეც დარწმუნებული ვარ არაერთ სიხარულს მოგვანიჭებს მთელი წლის განმავლობაში :love:
შემდეგ წელს შევხვდებით :kiss:

giorgi barsegiani
8 years ago

ყველას გილოცავთ…..მრავალს დაესწარით :juvee: :juvee: :juvee:

Dutch
ადმინისტრატორი
8 years ago

Gილოცავთ ბიჭებო ყველას დამდეგს ) მრავალს დაესწარით სულ ჯანმრთელად და ბედნიერად ყოფილიყავით ) აკა ჩუვაკი ხარ :* ))

delpieronedved
8 years ago

მრავალს დაეწარით იუვენტინოებო ავდექი თუ არა აქ შემოვედი მიყვარხართ ყველანი :love: :love: :love:

LasHa janelidze
8 years ago

ნამდვილად კარგი სტატია ყველა იუვენტინო მიყვარს მრავალ ახალ წლებს დაესცარით ყველა :love: :love: :love: :forza: :forza: :forza: სიყვარული რომ გამაჩნია იუვესი მიტო დავწერე ამ დროს კომენტარი და მიტო შემოვედი საიტზე გენაცვალეთ ყველას :juvee: :juvee: :juvee: :juventus: :juventus: :italy: :italy: :forza: :forza: :forza:

dato grdzelishvili
8 years ago

ძალიან მიყვარს იუვე და ვოცნებობდი რომ ყოველდგიურად მქონოდა იფორმაცია და თქვენი წყალობით ეს სურვილი ამისრულდა. აი ყოველდღე შემოვდივარ და ვერ წარმოიდგენთ როგორ მიხარია რამე ახალს რომ წავაწყდები… გვიყვარდეს იუვე <3<3<3 ძაან მაგარი საიტია და რავი დიდ რეიტნგს გისურვებთ! ვუერთდები მილოცვას… :juvee: :juvee:

| Newsphere by AF themes.
31
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x