ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბარსას მორიგი შეთავაზება და იუვე კონტრ-პასუხი

მირალემ პიანიჩი

მას შემდეგ რაც არტურ მელომ იუვენტუსში გადასვლა საბოლოოდ დაბლოკა, კატალონიელებმა ტურინელებს ალტერნატიული ვარიანტი შეთავაზეს.

საქმეში ამჯერად სერხი რობერტო და ნელსონ სემედუ ფიგურირებენ, მაგრამ იუვემ ასეთი შესაძლებლობა მომენტალურად უარყო.

იტალიური მედიის მტკიცებით, ფაბიო პარატიჩიმ კონტრ-შეთავაზება გააკეთა, რომელიც გულისხმობდა მირალემ პიანიჩს + 20 მილიონი ევრო და სანაცვლოდ ფრენკი დე იონგის გადაბირება. 

ბარსელონა ჰოლანდიელ ნახევარმცველს გამორჩეულად აფასებს და ბუნებრივია, ასეთი შეთავაზება კრახისთვის არის განწირული..

კატალონიელებს აიაქსის ექს შუახაზელთან გრძელვადიანი კონტრაქტი აქვთ გაფორმებული და 1%-იც არ არის იმის შანსი, რომ ასეთ შეთავაზებას დათანხმდნენ.

ამ წინადადებით იუვემ უბრალოდ ხაზი გაუსვა, რომ პიანიჩთან განშორებას წამგებიანი წინადადებით არ აპირებს და დიდი ალბათობით, კატალონიელები საბოლოოდ იტყვიან უარს მოლაპარაკებების გაგრძელებაზე..

თუმცა, რჩება ვარიანტი პირდაპირი ტრანსფერის, რომელიც ესპანელებს 50-60 მილიონი დაუჯდებათ.. თუ ისინი მზად არიან ინვესტირების განსახორციელებლად, მაშინ იუვე ასეთ ნაბიჯზე უარს არ იტყვის.

5 1 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.

გათიშვა

0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<