ბარძალი: “ჩვენ სწორი განწყობა გვქონდა მატჩზე”
ანდრეა ბარძალი აგრძელებს ბრწყინვალე ასპარეზობას დაცვის ცენტრში, რისი მაგალითიც გუშინ „პალერმოსთან“ მატჩი გახლდათ. ჯანლუიჯი ბუფონთან ერთად, დაცვის სწორი თამაში იყო ერთ-ერთი პირობა იმისაა, რომ „იუვენტუსმა“ კარი მშრალად შეინახა. „თავს ბრწყინვალედ ვგრძნობ, როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად“ – განაცხადა მატჩის შემდგომ გუნდის ცენტრალურმა მცველმა – ანდრეა ბარძალიმ. „ეს იყო კარგი თამაში და ჩვენ დამსახურებული სამი ქულა მოვიპოვეთ. ჩვენ მატჩზე სწორი განწყობით გავედით, რადგან სამკვირიანი საკლუბო შესვენების შემდეგ საჭირო იყო ბოლომდე დავბრუნებოდით სათამაშო რითმს. ჩვენ ეს გამოგვივიდა, რასაც ტაბლოზე დაფიქსირებული ანგარიშიც ცხადყოფს. „პალერმო“ ჩვენს შეცდომებს ელოდება, თუმცა ამავდროულად ვიცოდით, რომ ჩვენი შემტევი ფეხბურთის წყალობით მათ პრობელმები შეექმნებოდათ.“ „იუვენტუსი” „პალერმოსთან“ გამარჯვების შემდეგ ცხრილის სათავეში დაბრუნდა „ლაციოსთან“ თანაბარი ქულებით, თუმცა ბურთების უკეთესი სხვაობით და ერთი ჩატარებული მატჩით ნაკლებით. „მე არ ვუყურებ სატურნირო ცხრილს, ჩვენ ზედიზედ ორი ურთულესი მატჩი გველის გასვლაზე „ლაციოსთან“ და „ნაპოლისთან”. ერთი შეხედვით ეს მატჩები იქნება ერთგვარი გამოცდა და იმის დასტური, ვართ თუ არა ჩვენ უმაღლესი დონის გუნდი.“ ჩატარებულ მატჩებზე თვალის გადავლებით და დაგროვილი ქულების მიხედვით, პრინციპში „იუვენტუსი“ უკვე შეიძლება მივიჩნიოთ ასეთ გუნდად. „მწვრთნელი ყოველთვის გვთხოვს, რომ ვაკონტროლოთ ბურთი, თუნდაც დაცვაში თამაშისას. ზოგჯერ შეიძლება ეს სარისკო იყოს, თუმცა ეს არის ის ფასი, რაც აუცილებლად უნდა გადაიხადო იმისათვის, რომ იხილო კარგი ფეხბურთი“ – აცხადებს ანდრეა ბარძალი.
წყარო: იუვენტუსის ოფიციალური ვებ-გვერდი
bichebo mteli sulit da gulit gevedrebit juve-palermos mtliani tamashis linki mishovet ra tu shegizliat gushin ver vuyure marto golebi vnaxe mara me juves tamashi ufro maintetesebs. naxva minda moedanze juvesi formis. da yvelafris rac juves exeba

http://gooool.ru/news/smotret_onlajn_chempionat_italii_2011_12_12_j_tur_juventus_palermo/2011-11-20-9755 აი ძმა ეგაა
gaixare dzma. genacvale kai kaci xar.
da rato ar irtveba zmaaa ???
იპეიერს ხო აქ ხმის ასაწევი და კიდე რაღაცეები იქვე ნახავ აწერია HD და გადაიყვანე SD ზე და დააცადე 30 წამი და ჩაირთვება
ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე სოცარი ტრანსფერი!!! ფაქტია ბარცალი ერთ-ერთი საუკეთესოა სერია A-ში
აუ გუშინ ვერ უყურე თამაშს ეს რა მაგრად უთამაშიათ მიყვარს იუვე

მე 96 წლიდან ვარ იუვეს “ბალეშიკი” და მაშინდელი იუვეც ნებისმიერ დროს ნებისმიერ გუნდთან ნებისმიერ ტურნირში მოკლედ ყველგან ბურთს თვიტონ აკონტროლებდა და ძალინ მაგონებს ის იუვე თანამედროვე ბარსას რომლის კურსიც აქვს არჩეული კონტეს და საბედნიეროდ უფრო მეტს თხოვს ფეხბურთელებს ვიდრე გუარდიოლა, აი ეს მიდგომა და კურსი არის გარანტი იმსა რო ლამაზი იუვე დაბრუნდება, გუნდი რომელიც 90 წლებში მსოფლიოში მილანთან და ბარსასთან ერთად ყველაზე პოპულარული კლუბი იყო დედმიწაზე … ძალიან დიდი იმედი მაქვს მთლიანად იუვეს ხელმძღვანელობის მწვრთნელთა გუნიდს და რათქმაუნდა ფეხბურთელების !!!