ბენატია : “იუვესთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება მსურს”
ტურინის “იუვენტუსის” ახალწვეული, მეჰდი ბენატია ვინოვოს პრესს-ცენტრში ჟურნალისტებს შეხვდა..
“იუვენტუსის გულშემატკივრები, თანაგუნდელები და ხელმძღვანელობა ძალიან თბილად შემხვდნენ.ამ კლუბს სერიოზული პროექტი აქვს, ჩვენი მიზანი წარმატების მიღწევაა არა მხოლოდ იტალიაში, არამედ ევროპულ ასპარეზზეც.მოუთმენალდ ველი როდის გავალ შავ-თეთრი მაისურით მწვანე მინდორზე.ბავარია – იუვენტუსი ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში ? – საოცარი მატჩი იყო, ვფიქრობ, ორივე გუნდი იმსახურებდა შემდეგ ეტაპზე გასვლას.ევროპულ ასპარეზზე გამარჯვება ძალიან რთულია, წელს მადრიდის ატლეტიკოსთან დავმარცხდი მიუნხენელთა შემადგენლობაში, გასულ წელს კი ბარსელონასთან.იუვენტუსი დიდი გუნდია და შეგვიძლია, კონკურენცია ნებისმიერ კლუბს გავუწიოთ.”
“ბავარიაში გატარებული პერიოდი ? – რეკორდსმაისტერებს ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავთ.რთული ორი წელი მქონდა, ტრავმები, სათადარიგოთა სკამზე გატარებული პერიოდი.ახლა კი დავბრუნდი იქ, სადაც თავს კომფორტულად ვგრძნობ, ვიცნობ ამ ქვეყანას და აქაურ სტილს.შემიძლია ვთქვა, რომ იტალიური ფეხბურთისთვის უფრო ვარ დაბადებული, ვიდრე გერმანულისთვის.რა თქმა უნდა, აპენინებზე იუვე საუკეთესო ვარიანტია.მიუნხენის დატოვება წინა ზაფხულს მსურდა და ამის შესახებ რუმინეგეს განვუცხადე კიდეც, მაგრამ მათ გასხვისება არ მოინდომეს.სხვათაშორის, კონტაქტი მაშინაც იუვესთან მქონდა.რაც შეეხება ამ მოლაპარაკებებს, ყველაფერი სამი კვირის წინ დაიწყო და მოხარული ვარ, რომ დღეს ბიანკონერებში ვირიცხები.”
“კონკურენცია ? – შემეძლო ისეთ კლუბში გადავსულიყავი, რომელშიც ძირითადში ადგილი გარანტირებული მექნებოდა, მაგალითად, უდინეზეში.იუვე ავირჩიე და მსურს, უძლიერეს დაცვასთან ერთად ვიასპარეზო, აქ ხომ სამი მონსტრი თამაშობს, კიელინი, ბონუჩი და ბარძალი, ამასთან, რუგანიც ძალიან ძლიერი ახალგაზრდაა.მინდორზე გასასვლელად ყოველთვის მზად ვიქნები, მთავარია მწვრთნელს და გუნდს დავჭირდე.ოთხმცველიან ტაქტიკაში თავს კომფორტულად ვგრძნობ, მაგრამ უდინეში სამი მცველით ვთამაშობდით და ვფიქრობ, არც ისე ცუდად გამომდიოდა.”
“ნომერი ? – ერთი კვირის წინ ხუთი ნომერი ყოფილმა თანაგუნდელმა, პატარა პრინცმა პიანიჩმა აიღო, ამიტომ მე ოთხი ნომრით ვიასპარეზებ.ამ ნომრით ხომ პაოლო მონტერო თამაშობდა თავის დროზე.როცა მირალემს ტურინში შევხვდი, მან მითხრა, რომ მოხარული იყო ჩემი დანახვით.მიხარია, რომ კარგი მეგობარი აქ უკვე მყავს და დარწმუნებული ვარ, ბოსნიელი იუვეს დიდ წარმატებას მოუტანს.”
“ჩემპიონთა ლიგა ? – დიახ, ტურინზე არჩევანი სწორედ იმიტომ შევაჩერე, რომ ლიგის მოგება მსურს.გვინდა იტალიაში ისტორიული, ზედიზედ მე-6 სკუდეტო ავიღოთ და ამასთან, ევროპაშიც ვთქვათ ჩვენი სიტყვა.მოუთმენლად ველი სეზონის დაწყებას, ამ მაისურით გამარჯვებები მსურს.ჩემი პლიუსები ? – რა თქმა უნდა, მცველი ვარ და მთავარი მიზანი კარის უსაფრთხოებაა, მაგრამ შეტევაში ჩართვა მიყვარს და ფორვარდებს ხშირად ვეხმარები.2-3 გოლი თითქმის ყოველ სეზონში გამაქვს, ამაზე მნიშვნელოვანი კი ნაკლები გოლის გაშვებაა.ზედმეტსახელები ? – უდინეში არაერთი გოლი გამქონდა და ამიტომაც, ბენაგოლს მეძახდნენ, რომში კი უფრო ბენას.”
Amas vambobdi albat tu 4 mcvelit vitanashebt yvrlazd produqtiuli bonuchi benatia iqneba uchirt kielos da brdzalisac 4 mcvelshi
ამისთვის ეტყობა ჯერ არ უთქვამთ ვინ არის ტურინში პრინცი..
მაგრამ დაამუღამებს ნელ-ნელა, არაუშავს 
ვიდალი ყრუა ვერ გაიგებს
ვიდალ გესმის
