ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბერნარდესკი:”მწვრთნელთან ყველაფერი გარკვეული მაქვს”

ფედერიკო ბერნარდესკი

ფედერიკო ბერნარდესკისთან დაკავშირებით ბევრი კითხვებია.. ფეხბურთელმა თავად ისურვა დაგროვებულ თემებზე გულახდილად საუბარი:

“ვფიქრობ, სეზონის დარჩენილ ნაწილს ნახევარმცველის პოზიციაზე ჩავატარებ.. ამ თემაზე მთავარ მწვრთნელს უკვე ვესაუბრე და პროცესი დაწყებულია.

ტექნიკური თვალსაზრისით, როლის შეცვლის პროცესი ოდნავ გახანგრძლივდა, თუმცა ჩანაფიქრი სწორედ ასეთია და ჩვენ ამაზე ინტენსიურად ვმუშაობთ.

სატრანსფერო ჭორები? სიმართლე გითხრათ არაფერი ვიცი.. ბარსელონას ინტერესის შესახებ მედიიდან შევიტყვე.. ორი აზრი არაა, რომ ასეთი რამ სიამაყის შეგრძნებას გიჩენს. 

იუვენტუსთან კონტრაქტი მაკავშირებს და ზოგადად ტურინში ყველაფერი მაკმაყოფილებს. თუმცა, სეზონის ბოლოს ყველაფერს კარგად ავწონ დავწონით.

ევროპის ჩემპიონატის მიმართ მოტივაცია საოცრად დიდი გვაქვს.. მაქსიმუმს გავიღებთ, რომ რაც შეიძლება კარგად წარმოვაჩინოთ საკუთარი შესაძლებლობები!

მთელი ქვეყანა ჩვენთან ერთად იქნება და რომში თამაში, ბუნებრივია დამატებით მოტივაციას გვძენს!

მინდა გითხრათ, რომ მწვრთნელთან და თანაგუნდელებთან ერთად, არაჩვეულებრივი ატმოსფერო შევქმენით, რომელიც წარმატების მიღწევაში, არანაკლებ როლს თამაშობს.”

რომელ პოზიციაზე უნდა ითამაშოს ფედერიკო ბერნარდესკიმ?

შედეგების ნახვა

Loading ... Loading ...

 

0 0 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
d a v i d
9 months ago

მემგონი მეცალაზე გაამართლებს …

lasha naxucrishvili
9 months ago

ამას მგონი სულ ახატია ზამენაზეა თუ არა.მგონი ამჯერად ვერ გადაურჩება სატრანსფერო ფანჯარას ამ ზაფხულს.აფსოლიუტურად ვერაფერს აკეთებს.ეგ კიეზა თუ იყიდეს კიდევ ამისნაირად ჩაყვინთავს.

| Newsphere by AF themes.

გათიშვა

2
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<