ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბერნარდესკის აგენტი:”ფანებმა მადლობა უნდა უთხრან”

ფედერიკო ბერნარდესკი

ფედერიკო ბერნარდესკის აგენტი ადასტურებს, რომ ზაფხულში მისი კლიენტი ბარსელონას მესვეურებს ესაუბრებოდა:

“ბევრ გუნდზე იწერება, მაგრამ რეალურად საქმე უშუალოდ ბარსელონასთან გვქონდა, მაგრამ ფედერიკო იუვენტუსის და მისი ფანების ერთგული დარჩა.

ფეხბურთელს აღიზიანებს ინფორმაციები, რომელიც მედიაში ქვეყნდება.. მას კარგად ესმის რომ ჟურნალისტების სპეკულაციებია და იგი არ გეგმავს ტურინიდან აბარგებას.

თუ ადამიანები ფედერიკოს შრომისმოყვარულობაში ან კეთილსინდიერებაში ეჭვი ეპარებათ, მაშინ ფეხბურთი მართლაც მორჩა..

თქვენ მართლა ფიქრობთ, რომ იუვემ 40 მილიონი დიდი კონკურენციის პირობებში უბრალოდ გადაიხადა? და არ იცოდა ვის ან რა შესაძლებლობების მოთამაშეს ყიდულობდა?

პრობლემა მაშინ წარმოიშვა, როდესაც მას სხვადასხვა როლის მორგება მოუწია..

იუვეში მოსვლისას ფედე მიხვდა, რომ გუნდისთვის მსხვერპლის გაღება იყო საჭირო.. იგი ბედს შეეგუა და დარბოდა მთელს მოედანზე, ბოლომდე იხარჯებოდა და ამის გამო ფანებმა ბერნარდესკის მადლობა უნდა გადაუხადონ.”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x