ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბერნარდესკი:”ჩემმა ოჯახმა მძიმე დრო გამოიარა”

ფედერიკო ბერნარდესკი

ფედერიკო ბერნარდესკის მოსაზრებით, საზოგადოება სამედიცინო პერსონალის დასახმარებლად უნდა გაერთიანდეს:

“ვთვლი, რომ ეს აუცილებელია რადგან ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანებზე, რომლებიც 24 საათის მანძილზე ჩვენს ჯანმრთელობაზე ზრუნავენ..

დახმარება, რომელიც მათთვის განხორციელდა იყო ზღვაში წვეთი და პირადად მე გავაგრძელებ სხვადასხვა აქტივობებს, რომ მათ მიერ გაწეული შრომა სათანადო დონეზე იყოს დაფასებული.

მშვენივრად ვიცი რას ნიშნავს ოფლისღვრა.. ჩემი პირადი გამოცდილება მაძლევს ამის თქმის საშუალებას, რადგან ოჯახმა ოცნების რეალიზებისთვის ბევრი რამ გადადო გვერდზე..

ვხედავდი, როგორ უჭირდათ მშობლებს თვიდან თვემდე მისვლა.. მაგრამ მათ ჩემთვის უარი არ უთქვამთ.. მათი დახმარებით შევძელი პროფესიონალ ფეხბურთელად ჩამოყალიბება..

ამიტომაც არასდროს ვიხევ უკან.. არ ვუშინდები პრობლემებს.. უბრალოდ ბევრს ვშრომობ რომ სასურველი შედეგი ვაჩვენო. სამწუხაროდ ყველაფერი ჩვენზე დამოკიდებული არ არის, მაგრამ რაც ჩვენს ხელშია მასსზე უარი არ უნდა ვთქვათ!

სერია ა-ს განახლება ყოველი ჩვენთაგანის სურვილია, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება რამხელა პასუხისმგებლობას ვიღებთ..

ქვეყანამ უმძიმესი დრო გამოიარა.. პანდემია არსად არ გამქრალა და ამიტომაც თითოეულის ვალია ერთმანეთს მოვუფრთხილდეთ.. ვალდებულები ვართ მაღალი პასუხისმგებლობა გამოვავლინოთ.”

5 1 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.

გათიშვა

0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<