“ბიანკონერების” დებიუტი…
30 აგვისტო განსაკუთრებული დღეა არა მხოლოდ იუბილარების გამო, 41 წლის წინ სწორედ 30 აგვისტოს ტურინის “იუვენტუსში” რობერტო ბეტეგას დებიუტი შედგა .
1970 წელს “იუვენტუსს” არმანდო პიკი წვრთნიდა. ის სეზონი დაიწყო იტალიის თასის გათამაშებით. “ბიანკონერები” ვერონას უპირისპირდებოდნენ და მატჩი ფრედ 1-1 დასრულდა. ანგარიში ვერონელებმა გახსნეს და, შემდეგ ასევე ვერონელების ავტო გოლით ანგარიში გათანაბრდა. მართალია ამ მატჩში ბეტეგას თავი არ გამოუჩენია თუმცა უკვე შემდეგი მატჩიდან მან დაიწყო ტიფოზების გულების გახარება გატანილი გოლებით. ” ბობი გოლთან” ერთად იმ დღეს დებიუტი ჰქონდა ორ ფეხბურთელს ფაუსტო ლანდინისა და ლუჩიანო სპინოსის.2 წლის შემდეგ 1972 წელს “იუვეს მორიგი ლეგენდა “ბებერ ეშმაკად” ცნობილი ჟოზე ალტაფინიმ პირველად მოირგო შავ-თეთრი მაისური. მატჩი ასევე სათასო იყო და “იუვე” ნოვარას უპირისპირდებოდა. ამ მატჩი გამარჯვება “ბიანკონერებს” დარჩათ კაუზიოს თერთმეტმეტრიანი დარტყმის შედეგად.
ყოფილი “იუვენტინო”, ფელიპე მელო, რომელმაც გუნდი ერთი თვის წინ დატოვა და თურქულ “გალათასარაის” მიაშურა ერთ-ერთი წარმატებული დებიუტანტია, რამეთუ პირველივე მატჩში მოახერხა თავის გამოჩენა დედაქალაქური “რომას” წინააღმდეგ.
წყარო: juventus.com
პროსტა ამ იტალიურებიდან როგორ ვთარგმნო ვერ დავამუღამე რა
არადა რა კარგად დაიწყო მელომ რაა…
juventino4ever – შენ კი ჯერ კიდევ ამ საიტის დებიუტანტად ითვლები, და მინდა ავღნიშნო რო კარგად ართმევ თავს. ბრავო

გაიხარე ikajuve საღოლ!
ცოტა სასვენ ნიშნებს მიაქციე ყურადღება )) არ გაწელო ხოლმე ძანა წინადადება , დაუსვი წერტილი და სხვა წინადადებით გააგრძელე აზრი )
სხვა ყველაფერი მშვენიერია )
ოკ. დათკა იტალიურ სტატიებს როგორ თარგმნით ხოლმე? ან ინგლისურენოვანი წყაროები რომლებია საიმედო? გოალ.კომ-დან არ დავწერო ხო?
არა გოალ.ქომი ადივიწყე. იტალიურიდან translate.google.com იხმარე სათარგმნად მარა სლაიდი საერთო მივიწყებული გაქ და არ დაივიწყო მაგის სურათი
ფელიპე დაგვიბრუნთ
არა მელო არ გვინდა მითუმეტეს დგევანდელ სასტავის ფონზე მისი ადგილი აღარაა :))
ისე თქვიი, გეგონება მსოფლიოში საუკეთესო ნახევარდაცვა გვყავს
არა მაგრამ თითოეული მათგანი ბევრად ჯობია მელოს რომელიც რა მომენტში დაგაღალატებს არ იცი :)
თუ იმ წითელ ბარათს გულისხმობ, მართალი ხარ.. მარა , მარა…
იუვენტუსი იმ თამაშს მაინც წააგებდა