ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბიანკონერები ეროვნულ ნაკრებებში

გუშინ ღამით სანაკრებო ბატალიები გაიმართა, რომლებშიც ტურინის “იუვენტუსის” ბევრი ფეხბურთელი იღებდა მონაწილეობას. საუბარი სკუადრა აძურითი დავიწყოთ. იტალიელებმა დაუმარცხებელი სერია ღირსეულად დაასრულეს, დაამარცხეს რა ჩრდ. ირლანდიის ნაკრები ანგარიშით 3-0. ჯორჯო კიელინიმ, ანდრეა პირლომ და ანდრეა ბარძალიმ მოედანზე სრული სათამაშო დრო, 90 წუთი დაჰყვეს, ხოლო ჯანლუიჯი ბუფონმა მეორე ტაიმის მიწურულს კარი მორგან დე სანკტისს დაუთმო.ნაკრებში გამოძახებული კიდევ  ორი ფეხბურთელი,  კლაუდიო მარკიზიო და ლეონარდო ბონუჩი მატჩს სათადარიგო სკამიდან ადევნებდნენ თვალყურს, ახალგაზრდა ლუკა მარონემ კი შთამბეჭდავი შეხვედრა ჩაატარა იტალიის ახალგაზრდულ ნაკრებში თურქეთის წინააღმდეგ( 2-0 ).

სერბი ნახევარმცველისათვის, მილოშ კრასიჩისითვის ევროტურნირების ხანგრძლივი და რთული გზა წარუმატებლად დასრულდა. სერბებმა გადამწყვეტი მატჩი სლოვენიის ნაკრების წინააღმდეგ დათმეს ანგარიშით 1-0, ხოლო ელჯერო ელიას ჰოლანდია შვედეთის წინააღმდეგ განცდილი მარცხის მიუხედავად ევრო 2012 მაინც იასპარეზებს.

მარსელო ესტიგარიბიას პარაგვაიმ მატჩი ფრედ დაასრულა ურუგვაის წინააღმდეგ, 1-1, ხოლო არტურო ვიდალის ჩილემ შესანიშნავ და უხვგოლიან დაპირისპირებაში პერუს ნაკრები 4-2 დაამარცხა.

წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

8 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
aka82
11 years ago

+ლიხშტაინერმა გოლი გაიტანა ჩერნოგორიასთან. ვუჩინიჩი არ იყო დისკვალიფიკაციის გამო

11 years ago

მარკიზიოს რაც შეეხება… გაიხსენეთ წინა თამაშში მცირე ტრავმა მიიღო. ჩრდ.ირლანდიასთან კი უბრალოდ არ გარისკა პრანდელიმ მისი თამაში. ისე კი სერიოზული არაფერი ჭირს

Gio Darja
11 years ago

მარკიზიო სათადარიგოზეც არ იყო, იმ უბრალო მიზეზის გამო რომ პრანდელიმ სათადარიგოზე ის 8 მოთამაშე დააჯინა, რომლებსაც ბევრი მატჩი არ ჩაუტარებიათ ნაკრებში, მაგალითად ასტორი, ოსვალდო, დე სანკტისი, ნოჩერინო და სხვები.. :roll:

ესტიგარიბიას უთამაშია გამორჩეულად კარგად, იმდენად მაგარ ფორმაშია პრესაში წერენ კონტემ შეიძლება ძირითადში ანდოს ვერონაშიო, ძაალიან მაინტერესებს ეგ ბიჭი საქმეში :up:

11 years ago
Reply to  Gio Darja

მეც დარჯა : )) ესტიგარიბიას დებიუტს ველოდებუი. მგონი უკვე ყველას მიეცა შანსი მაგის გარდა…

Di Francesco # 1
11 years ago

ევროპაზე მინიმუმ თასი სხვა შედეგი წარუმატებლად ჩაითვლება
ერთადერთი რეალური კონკურენტი ესპანეთია რომელთანაც თამაში არ გვიჭირს, მაშინაც მოგებული თამაში წავაგეთ პენლებით

Giorgi kasrashvili
11 years ago

კარგად ჩავატარეთ ეს შესარჩევი…

8 მოგება 2 ფრე

20-2 თან ბურთები

გამიტყდა მაგრად მილოში რომ არ იქნება ევროპაზე… ესტონეთს ვინ გაუშვებს ფლეი-ოფში, ხო მართლა სად ტარდება??? უკაინა-პოლონეთში ხო?

11 years ago

ტრავმა არა უბრალოდ დაასვენა მე როგორც ვიცი.

Di Francesco # 1
11 years ago

მარკიზიო არ იყო ზამენაზე
და ხო არი იცით მიზეზი? ტრამვა ხო არააქ?

| Newsphere by AF themes.
8
0
Would love your thoughts, please comment.x