“ბიანკონერები” ეროვნულ ნაკრებებში
როგორც, მოგეხსენებათ ამ დღეებში გაიმართება ეროვნული ნაკრებების შეხვედრები და ბევრი “იუვენტინო” თავიანთი ნაკრებების ღირსების დასაცავად მიემგზავრება.
პირველ რიგში, იტალიის ეროვნული ნაკრების შესახებ ვისაუბროთ. შეგახსენებთ, რომ იტალია ბელგრადში მიემგზავრება სადაც სერბების წინააღმდეგ გამართავს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩს. სიტუაცია “ლურჯებისთვის” ფრიად სარფიანია. პრანდელის შეგირდებმა უკვე დაჯავშნეს ადგილი ევრო 2012, ხოლო სერბები კი ეცდებიან საკუთარ კედლებში რიგით მესამე გამარჯვება მოიპოვონ. ეს სამი ქულა მათ ნამდვილად გააძლიერებდა. შეგახსენებთ, სერბები ჯგუფში მეორე ადგილზე არიან გამყარებული. როგორც მოსალოდნელი იყო, “სკუადრა აძურაში” ბირთვს სწორედ “ბიანკონერები” წარმოადგენენ. ნაკრების მაისურს 6 “იუვენტუსელი” მოირგეს. მათ შორის არიან: ჯანლუიჯი ბუფონი, ანდრეა ბარძალი, ლეონარდო ბონუჩი, ჯორჯო კელინი, ანდრეა პირლო და კლაუდიო მარკიზიო. იტალიის მეტოქეთა რიგებშიც იმყოფება ერთი ტურინელი, ეს მილოშ კრასიჩია.
ჰოლანდიის ნაკრებიც ჩართულია შესარჩევ ეტაპში და საკმაოდ წარმატებითაც ასპარეზობენ. “ნარინჯისფრებს” ჩატარებულ 8 მატჩში ქულების მაქსიმალური რაოდენობა აქვთ დაგროვებული. ვან მარვიკის შემადგენლობაში მოხდა “ინვენტუსის” ჰოლანდიელი ლეგიონერი ელჯერო ელია. ის მოლდოველების წინააღმდეგ ეცდება თავის გამოჩენას.
დაძაბული სიტუაციაა ჯგუფში, რომელშიც სხვა ნაკრებ გუნდებთან ერთად შვეიცარიისა და მონტენეგროს ნაკრებები ასპარეზობენ. მთავარი ინტრიგაც სწორედ ამ ორ ნაკრებს შორის მდგომარეობს. შვეიცარიელები მესამე ადგილზე იმყოფებიან და 3 ქულით ჩამორჩებიან მონტენეგროს ნაკრებს. სტეფან ლიხტშტაინერი ეცდება უელსის ნაკრების დამარცხებას და შვეიცარიის გადარჩენას, ხოლო მონტენეგროელები თავის მხვრივ ფაბიო კაპელოს ინგლისის წინააღმდეგ ჩააბარებენ გამოცდას. მონტენეგროს ამ ბარიერის დაძლევაში “იუვენტუსის” კიდევ ერთი ახალწვეული მირკო ვუჩინიჩი დაეხმარება.
“ბიანკონერები” არა მხოლოდ ევროპულ სარბიელზე იბრძვიან, არამედ სამხრეთ ამერიკაშიც გაილაშქრებენ. არტურო ვიდალი და მარსელო ესტიგარიბია მიდიან “მოვალეობის ძახილის” შესასრულებლად. ვიდალის ჩილე ბუენოს აირესში არგენტინის ნაკრებს დაუპირსპირდება, ხოლო პარაგვაი კი პერუს დამარცხებას ეცდება.
და ბოლოს, ახალგაზრდა “იუვენტუსელი” ფრედერიკ სორენსენი დანიის U-21 ნაკრებში გამოიძახეს.
წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი
erti tamashi ac darja
მეორეც აქვს,ჩრდილოეთ ირლანდიასთან…აუ იტალიის ნაკრების თამაშის ლინკებს არ დადებთ???
ანდრეა ბარძალი და არა ბარცალი..
თუ იცით იტალიის ნაკრებს ერთი თამაში აქვს მარტო სერბეთთან თუ მეორეც ?