ბიანკონერები “ნაპოლისთან” მატჩისთვის მზადებას განაგრძობენ
ბიანკონერები “ნაპოლისთან” გასამართი შეხვედრისთვის ვინოვოს სამწვრთნელ ბაზაზე ემზადებიან.ანტონიო კონტეს შეგირდებს დღევანდელი ვარჯიშის ჩატარება წვიმაში მოუწიათ, თუმცა ცუდ ამინდს ფეხბურთელების განწყობაზე უარყოფითად ნამდვილად არ უმოქმედია.
ვარჯიშის მთავარ ბირთვს ტაქტიკური მონახაზების დახვეწა წარმოადგენდა, რომლის შემდეგაც მოთამაშეებმა მინი – მატჩიც გამართეს.ტრეინინგი დროზე ადრე დაასრულა ფაბიო კვალიარელამ, რომელმაც მარცხენა ფეხის კუნთებზე მცირე ტკივილები იგრძნო.იტალიელი ფორვარდის მდგომარეობა ხვალ დილით შეფასდება.
შაბათს ანტონიო კონტეს გადაწყვეტილებით ორმაგი ვარჯიში გაიმართება, რომელთა შემდეგაც ბიანკონერები ნეაპოლში გაემგზავრებიან.ხვალ, თბილისის დროით 14 სთ – ზე ვინოვოს მედია ცენტრში ტურინის “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელის წინასამატჩო პრესკომფერენცია გაიმართება.
ძაან დიდი შანსი გვაქ მოგების. მარა ასიანი ვიცი იუვე მოიგებს

ესეც თუ მოვიგეთ ეგაა მერე ვეღარავინ შეგვაჩერებს
იუვეს X2 დავწერ მგონი
2 დაწერე
გავხიოტ უნდა