ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბიანკონერებმა ნაკრებებში მეგობრული მატჩები გამართეს

დღეს მსოფლიო მასშტაბით ეროვნული ნაკრებების მეგობრული მატჩები გაიმართა, რომლებშიც ბუნებრივია, მონაწილეობას ბებერი ქალბატონის ფეხბურთელებიც იღებდნენ.

რუსეთი 1:0 სერბეთი

პირველი შეხვედრა ბიანკონეროს მონაწილეობით რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში გაიმართა, რუსეთისა და სერბეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის.სტუმრების ძირითად შემადგენლობაში იყო მილოშ კრასიჩი და უნდა აღინიშნოს, რომ გარემარბი სერბებთა შორის საუკეთესო იყო.Goal.com – ის ვერსიით სერბი მატჩის საუკეთესო მოთამაშე იყო და შეფასება 7.0 დამსახურებულად მიიღო.ვლადიმირ პეტროვიჩმა კრასიჩი მატჩის მიწურულს შეცვალა, ნახევარმცველმა თავი მიღებული ყვითელი ბარათითად დაგვამახსოვრა.მეგობრული შეხვედრის ბედი შეცვლაზე შემოსულმა პაველ პოგრებნიაკმა გადაწყვიტა, რომელმაც ახლო მანძილიდან გაუტანა იორგევიჩს და შეხვედრის საბოლოო ანგარიში, 1-0 დააფიქსირა.

ლიხტენშტეინი 1:2 შვეიცარია

მილოშ კრასიჩის სერბეთისგან განსხვავებით გამარჯვება მოიპოვეს რეტო ციგლერისა და სტეფან ლიხშტაინერის შვეიცარიის ნაკრებმა.განაპირა მცველებმა მეგობრული მატჩი ლიხტენშტეინის ნაკრებთან გამართეს და საბოლოოდ 1-2 იმარჯვეს.სტუმრებმა ორივე გოლი მატჩის პირველ ნახევარში გაიტანეს, შვეიცარიიდან პირველი გოლი დერდიოკმა გაიტანა, მეორე გოლი კი მანპინძელთა მცველმა, მარტინ სტოკლასამ საკუთარ კარში ჩაშრა.ლიხტენშტეინის ეროვნული გუნდის ფეხბურთელებმა პრესტიჟის გოლის გატანა 51 – ე წუთზე შესძლეს, გოლი რიცბერგერის ანგარიშზეა.ტურინელთა მცველებიდან ორივე ძირითად შემადგენლობაში იყვნენ, ლიხშტაინერი მარჯვენა ფლანგს იცავდა, ციგლერი კი შესაბამისად მარცხენას.სამპდორიას ყოფილმა მოთამაშემ მატჩი სრულად ჩაატარა, ლაციოს ექს – მცველი კი 83 – ე წუთზე ბერარდიმ შეცვალა.

იტალია 2:1 ესპანეთი

მსოფლიო 2006 – ის გამარჯვებულმა, იტალიის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონი მიიღო და ბარიში 2-1 სძლია.შეხვედრა საკმაოდ დაძაბულად წარიმართა და აშკარა იყო, მიუხედავათ მატჩის სტატუსისა ორივე გუნდი გამარჯვებისთვის იბრძოდა.ანგარიში ჩეზარე პრანდელის შეგირდებმა გახსნეს, თავი ფიორენტინას ნახევარმცველმა, რიკარდო მონტოლივომ გამოიჩინა.ანგარიშის გახსნიდან ზუსტად 26 წუთში ფერნანდო ლორენტეს მიერ მოპოვებული პენალტი გოლად ხაბი ალონსომ აქცია.ამის შემდეგ მატჩი ორმხრივი შეტევებით გაგრძელდა, საბოლოოდ კი, 84 – ე წუთზე ალბერტო აკვილანიმ ჯამპაოლო პაცინის პასით იხეირა და ვიქტორ ვალდესის კარი დალაშქრა.სკუადრა აძურამ საკუთარი გულშემატკივრის წინაშე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.ჩეზარე პრანდელიმ ძირითადი შემადგენლობა ჯიჯი ბუფონს, ჯორჯო კიელინისა და ანდრეა პირლოს ანდო, სამივე მათგანმა სრულად ითამაშა.კლაუდიო მარკიზიო მოედანზე 46 – ე წუთზე ტიაგო მოტას ნაცვლად შემოვიდა, ლეონარდო ბონუჩიმ კი 77 – ე წუთზე ანდრეა რანოკია გაცვალა.

საფრანგეთი 1:1 ჩილე

ტურინის “იუვენტუსის” ჩილელმა ნახევარმცველმა, არტურო ვიდალმა მეგობრული მატჩი საფრანგეთის ნაკრებთან გამართა და მხოლოდ ფრეს დასჯერდა.ლევერკუზენის ყოფილმა ნახევარმცველმა მოედანზე 90 დაჰყო და მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა.ფრანგებიდან თავი მეოცე წუთზე ლუის რემიმ გამოიჩინა, წონასწორობა კი 76 – ე წუთზე ნიკოლას ანდრეს კორდოვამ აღადგინა.შეგახსენებთ, რომ ვიდალი ბებერ ქალბატონს ხუთშაბათს შეურთდება და გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშს დაიწყებს.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

32 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
11 years ago

gio_juventino – მართლა კარგი რაა.. ვერ თამაშობს არ მოგწონს.. გასაგებია, მაგრამ თამაშს იგებს და მაინც არ მოგწონს :lool: რა შუაშია რიკოშეტი და ლამპის შუშა სამი ცალი ლარში.. უბრალოდ აღიარე რო მოიგო თამაში ;)

Dutch
ადმინისტრატორი
11 years ago
Reply to 

მსაჯის დედა ვატირე თორე ისედაც მოგებული ჰქონდათ :chuvak:

11 years ago
Reply to  Dutch

ეგრე ბალოტელისაც!!! :lool:

11 years ago

ნუ ყოველშემთხვევაში კლასით შარშანდელი იუვენტუსიდან დელ პიეროს და ბუფონის გარდა ყველას ჯობდა.. მაგრამ ისეთ მაგარ გოგოს ამარცხებს ყოველ ღამე :modee: … იუვეში მართლა ბევრი მატჩი ჩააგდო.

Dutch
ადმინისტრატორი
11 years ago
Reply to 

ამარცხებს რო ?

ეგ თუ ისევე ამარცხებს როგორც ხედავს , მაშინ :lool:

11 years ago
Reply to  Dutch

:lool: :lool: :lool:

arseni
11 years ago

ბრავო მონტოლივო … ნეტავი ისეთ პენალტს ესპანეთის კარში დანიშნავენ როდესმე ეს სულგაყიდული მსაჯები … ნახევარფინალში ოზილს საოცარი სარმა დაუდო პუიოლმა და მსაჯმა არც შეიმჩნია …

zura
11 years ago

გაიხარეთ :vashaa:

zura
11 years ago

ვუჩინიჩის და ვიდალი როგორ დაინომრენ ჩვენთან იცით ვინმემ? ვუჩინიჩისთვის მაროტას პირველი წრე სულ რო აღარავინ იყიდოს არ შევაგინებ იანვრამდე :D მაგგგგარი მოაყენა ეგ კაცი თავდასხმის ხაზს იმენა გააორმაგებს!!! დაჟე მელოს გაშვება მოვინელე მაგ ტრანსფერით :D ვოფშემ პესისთვის მინდა რა მაგათი ნომრები და დამიწერეთ ვინმემ

Di Francesco # 1
11 years ago
Reply to  zura

14

Di Francesco # 1
11 years ago
Reply to  zura

vidali 23

11 years ago
Reply to  zura

ანუ იანვრამდე მაროტას შეუძლია მშვიდათ იყოს :lool: ვუჩოს ნომერი 14-ია ვიდალის 23

11 years ago

კარგით რაა, რა აკვილანი მაგას ჯობია მარტინესი დავტოვოთ :lool:
ორი ლუზერი ერთად ბევრია :lool:

zura
11 years ago
Reply to 

აკუილანის კიდე ნუ იწუნებთ ეგ თუ გამოძინებულია და თვალები არ ეწირპლება კარგათ თამაშობს 2-3 თამაშს სეზონში :D

11 years ago
Reply to 

რომელ ლუზერზე ლაპარაკობ?? ესპანეთს რო მუგო თამაში მაგაზე??? კარგით რაა..

11 years ago
Reply to 

კარგი რაა რა მოუგო რიკოშეტი იყო + იქ ვალდესი იდგა კასოი არ გაუშვებდა მაგ გოლს

Dutch
ადმინისტრატორი
11 years ago
Reply to 

მეკარე დააბნია

აკუილანი იყურებოდა მარცხნივ და ამანაც ეგ მხარე დაიჭირა და თურმე მარჯვნინ შუეხედავს :lool:

kirsona
11 years ago
Reply to  Dutch

საღოლ კაი იყო :smile: ის გააქვს ნანახი ტოტი რო აღადავებს ქეთინოს თვალებზე?/

Dutch
ადმინისტრატორი
11 years ago
Reply to  kirsona

კი : D

ის არ გახსოვს ტონის რა პასი გაუძრო ჯენოასთან ? : D მაგის გარდა ვინ გაკეთებდა მაგას :lool:

Dutch
ადმინისტრატორი
11 years ago

ისე მაგრად თამაშობდა აკუილანი იუვეში რომ შეეცოდათ ჩვენთან

:lool:

Pinturicch10.
11 years ago

დაეტოვათ აქუილანი რა :loool:

11 years ago

ეტოო ანჟიში გადავიდა?????????::D::D:D:D:D:D

Pinturicch10.
11 years ago

მსაჯმა მოიგონა :italy:

11 years ago

სად იყო იქ პენალტი

Z u R a noniashvili
11 years ago

რა ამბავი სმაილებია ?:Dმალადეც ჩეზარე :juvee:

BESO BARAMIA
11 years ago

ყველას ვულოცავ აძურის გამარჯვებას-აუუ, როგორ მინდა მონტოლივო იუვეში!!

lasha khvichia
11 years ago

კი ძაან მაგარი იყვნენ…ძაან კომბინირებულად თამაშობდნენ :italy:

irakli kobeshavidze
11 years ago

დღეს იტალია ძაან მაგარი იყო მაგრად მომეწონა თამაშI როგორ იწყებდნენ მალე შეტევაში გადასვლას პასები რავიცი ყველაფერი კარგი ქონდათ დავიმსახურეთ საღოლ კიელინი რაში იყო პენალი ჯერ კიდევ ვერ გავიგე

Dutch
ადმინისტრატორი
11 years ago

:up: მადლობა გიო ინფორმირებისთვის გააწორა სტატიამ

| Newsphere by AF themes.
32
0
Would love your thoughts, please comment.x