ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბირინდელი:”სარის ჯავშანტრანსპორტიორით თხოვთ სწრაფ ფეხბურთს”

მაურისიო სარი

ალესანდრო ბირინდელიიუვენტუსის ექს ფლანგელი მცველი.. რატომ ფლანგელი? რატომ არ ვაკონკრეტებთ რომელი? მიზეზი მარტივია – სადაც გუნდს დაჭირდებოდა, სწორედ იქ თამაშობდა და ამას პროდუქტიულად ასრულებდა..

ალესანდრო დელ პიეროს ძალიან კარგ მეგობარს, იტალიური მედიის წარმომადგენლები დაუკავშირდნენ და ონლაინ კომუნიკაციის წყალობით კარგი ინტერვიუ ჩაწერეს:

დრო სწრაფად მიდის, რადგან დიდი ოჯახი მყავს და მოსაწყენად დრო ნამდვილად არ გვაქვს..

მცირე ბაღი მაქვს, რომელსაც ვუვლი და შეიძლება ითქვას არსებულმა ვითარებამ მომცა საშუალება მას ჯეროვნად მივხედო.

სიტუაცია ტოსკანაში იდეალური არ არის, მითუმეტეს ქუჩაში ადამიანების ხილვა არცთუ დამამშვიდებელ გარემოს ქმნის..

თუმცა, აქ არსებული სამედიცინო პუნქტები მაღალ დონეზეა მოწესრიგებული და ექიმები მაქსიმუმს იღებენ.

სახლის პირობებში ვარჯიში? ჩემს პერიოდში შეიძლება სირთულეები მართლაც გამჩენოდა, მაგრამ ახლა ამისთვის ყველა წინა პირობა არის შექმნილი..

შენ თამამად შეგიძლია ონლაინ სერვისის დახმარებით შინ სპორტ-დარბაზი გააკეთო.. 

სატრანსფერო? წავიკითხე მაურო იკარდი – მირალემ პიანიჩის შესაძლო გაცვლაზე, რასაც ახლა იუვეს ნამდვილად არ ვურჩევდი..

მიზეზი არის ის, რომ მაურისიო სარის ესაჭიროება მოედნის შუახაზში ფეხბურთელები, რომლებსაც არაფრისგან შეუძლიათ აფეთქება და სწორი იმპულსების გაკეთება..

კრიშტიანო რონალდუ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეგოლეა და ასეთ დროს, აუცილებელია სიღრმიდან შექმნა კომფორტი.. პრობლემები რომელსაც მეტოქის მოთამაშეები იგრძნობენ..

აი ეს არის ახლა საჭირო.. თორემ, იგივე იკარდი და ჰარი კეინი ძალიან ძლიერები არიან და მათ საშემსრულებლო ოსტატობაში ეჭვის შეტანა დანაშაული იქნებოდა..

გავიხსენოთ ანტონიო კონტე და მისი ნახევარდაცვა – კლაუდიო მარკიზიო, პოლ პოგბა და არტურო ვიდალი.. ხვდებით ხომ რა მიმართულებითაც მივდივარ? ეს მოცემულობა უფრო შეესაბამება სარისეულ ფეხბურთს ვიდრე ის შუახაზელები ვინებიც ახლა ყავს..

ესენი არიან ფეხბურთელები, რომლებისგანაც იცი რასაც მიიღებ.. ისინი სტატისტიკური მოთამაშეები არიან.. საიმედო და კარგები, მაგრამ ვერ ქმნიან საჭირო სხვაობას. 

ანდრეა პირლო რატომ არ ვახსენე? პიანიჩს შეუძლია.. უბრალოდ ბოსნიელისგან ბევრს ითხოვენ ისეთ ვითარებაში, როდესაც გვერდით არ ყავს სათანადო დონის საქმის გამკეთებელი..

ანუ მწვრთნელი ითხოვს სწრაფ ავტომობილს და ამის ნაცვლად ყავს მძიმე ჯავშანტრანსპორტერი.. და ვეუბნები მირალემს რომ ბურთი სწრაფად გაადანაწილოს? ეს ხომ სიგიჟეა?

ფლანგელი მცველები? ალექს სანდრო არის საიმედო ფეხბურთელი.. დღევანდელ დღეს ეს პოზიცია ბევრი კითხვის ნიშნებით სავსეა, მაგრამ ბრაზილიელი მართლაც ძალიან კარგია!

ხუან კუადრადომ ამ როლში ძალიან მოუმატა და გარკვეულწილად დანი ალვეშსაც მახსენებს.. მას შეუძლია ზეწოლის გაზრდა და სხვაობის შექმნა.. 

ჯანლუიჯი ბუფონი? ფანტასტიკურ ფორმაშია და ითამაშებს იქამდე, სანამ მას მოესურვება.. ამისთვის ყველაფერი აქვს!”

0 0 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ALLENATORE
ALLENATORE
3 months ago

Magari dartyma qonda)) deportan ro cheda))) adre iuveshi bevri fexburteli iyo shoreuli dartyma ro qondat sakaipo)) eg nedvedi, takinardi)))

| Newsphere by AF themes.

გათიშვა

1
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<