ბისოლი: “შევეცდებით გამოვასწოროთ სიტუაცია”
“ბოლონიას” მთავარი მწვრთნელი პიერპაოლო ბისოლი გასამართი მატჩის წინ უკანასკნელ განცხადებებს აკეთებს. მწვრთნელი შექმნილ ვითარებაზე და მომავალ დაპირისპირებაზე საუბრობს: “ჩვენ ძლიერი კლუბის წინააღმდეგ ვთამაშობთ. მატჩი უმშვენიერეს მოედანზე გაიმართება. ჩვენ ვაგრძლებეთ მუშაობას და ვცდილობთ გამოვასწოროთ შექმნილი სიტუაცია”. ბისოლის განცხადებით ის ეცდება გუნდის წარუმატებელი სტარტისა და წაგებების სერიის აღმოფხვრას და ამ ყველაფერს გუნდის დაბნეულობასა და უიღბლობას მიაწერს: “ჩვენ 6-ჯერ შეგვეძლო გოლის გატანა “ლეჩეს” წინააღმდეგ, თუმცა არაფერი გამოვიდა, გულშემატკივრების უკმაყოფილებაც გასაგებია, მაგრამ არ ვთვლი სწორად კრიტიკის ქარცეცხლში გატარებას, რადგან ჯერ მხოლოდ 180 წუთია ნათამაშევი. საჭიროა ყველა მოთმინებით აღიჭურვოს. პირველ ორ მატჩში ეს არ იყო, “ბისოლის გუნდი” ეს რაღაც სხვა იყო. ჩვენი წარუმატებლობის ერთ-ერთი მიზეზი უხეშობა იყო. ჩვენ ძალიან ხშირად ვარღვევდით თამაშის წესებს. მიუხედავად ყველაფრისა, ეს უკვე ჩავლილი მატჩებია და ფეხბურთელებისთვის ჩინებული გაკვეთილი…”
წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი
იმედია ჰანდიკაპით მოვიგებთ :)
========================ბუფონი==================
=============ბარძალი=======კიელინი============
====ლიხშტაინერი=======================დე ჩელიე======
================ვიდალი==============
============================პირლო=======
====კრასიჩი==================================ელია==
=============================ვუჩინიჩი=============
=======================================მატრი=====
ეს სასტავი დამახვედრე კონტე !!!!
იმედია ხვალ არაზუსტ პასებს არ ექნება ადგილი
ჯაკერინი პეპე თუ გაეძრო კი :დ ეს ჯაკერინი მოგვაშორონ და პეპეს ყურებას კიდე გავუძლებ
ბოლონია უნდა მოვუგოთ უპრობლემოდ წესით.. იმედია რამე სენსაცია არ დაფიქსირდება.. შარშანდელი სეზონის შემხედვარე უკვე ეჭვი მიჩნდება…. აბა კონტე შენი იმედი მაქ მინიმუმ 2 ბურთი უნდა გავტენოთ …
არა მოვიგებთ უეჭველი :X ყველანაირი წინაპირობა გვაქვს და ჰანდიკაპიტაც