ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბოლო 24 საათის მთავარი სიახლეები

სატრანსფერო თვალსაზრისით იუვენტუსსთან მიმართებაში, წამყვანი გამომცემლობები სხვადასხვა სიახლეს ავრცელებენ და რამდენიმე მნიშვნელოვანს ერთ სივრცეში, ამავე სტატიაში გაეცნობით:

მირალემ პიანიჩის ბარსელონაში ტრანსფერს ხეირი არცერთი მხარისთვის არ მოუტანია. ბოსნიელმა ვერაფრით მოახერხა კუმანის გულის მოგება და ძირითდად დროს სათადარიგოთა სკამზე ატარებდა.

მაქს ალეგრის ბიანკონერიში დაბრუნების შემდეგ, გარკვეულწილად გააჩინა ეჭვი რომ ბოსნიელი შესაძლოა ტურინში დაბრუნდეს.

თუმცა, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ კი შავ-თეთრები ვერ შეძლებენ მანუელ ლოკატელის გაფორმებას. ამასთანავე საუბარი პირდაპირ არენდაზეა ყოველგვარი გამოსასყიდის გარეშე. ბარსა თავის მხრივ პირველ რიგში მის სანაცვლოდ გარკვეული თანხის აღებას შეეცდება, რათ კაპიტალში პლიუსები ჩაიწეროს.

პაულო დიბალა – ძალიან რთულად არის საქმე.. მხარეებს შორის ყინული არ გამდნარა და მაქს ალეგრის დიდი სურვილი აქვს მოლაპარაკებებში თავადაც ჩაერთოს.

ტოსკანელი სპეციალისტი არგენტინელს მნიშვნელოვან წევრად მიიჩნევს და მის აქტიურ გამოყენებას ეცდება, მაგრამ თუ კონტრაქტი არ გახანგრძლივდა, მაშინ იუვე დიბალას აუცილებლად შეელევა.

ამ სიტუაციას კი მადრიდის ატლეტიკო ყურადღებით აკვირდება.. დიეგო სიმეონე მისი დიდი თაყვანისცემელია და შესაძლებლობებიდან გამომდინარე, უდაოდ ეცდება ლა ჯოიას დამატებას. ასე რომ იუვეს მალევე მოუწევს გადაწყვეტილების მიღება, რადგან დრო მათ სასრგებლოდ არ მუშაობს.

არკადიუშ მილიკი

არ უნდა დაგვავიწყდეს არკადიუშ მილიკი.. პოლონელი თავად ალეგრის მხრიდანაც სიმპატიებით სარგებლობს. ფრანგულ მედიას თუ დავუჯერებთ მარსელის ოლიმპიკი მზადყოფნას გამოთქვამს 20 მილიონის სანაცვლოდ მისი სატრანსფერო უფლებები დათმოს.

გრძელდება ბრძოლა ჯანლუიჯი დონარუმასთვის.. ბარსელონა და იუვენტუსი აქტიურ ფაზაში არიან შესულები.. მაგრამ როგორც ირკვევა ჟოზე მოურინიოს თხოვნით დედაქალაქელები ჯიჯიოსთან შეხვედრას და საკუთარი შეთავაზების გაცნობას გეგმავენ..

თავის მხრივ პრემიერ ლიგის კლუბები ვოიცეხ შესნისთან კონტაქტს იწყებენ.. მაგალითად ევერტონი, ლიდსი და წლევანდელი დებიუტანტი ოტფორდი სიამოვნებით გაიფორმებდნენ ტურინელთა კარის დარაჯს.

ალესანდრო ფლორენცი ახლოს არის პარიზის დატოვებასთან. ფეხბურთელის მიმართ ყველაზე დიდ ინტერეს ინტერი იჩენს, რომელიც ჰაკიმის შემცვლელად, სწორედ იტალიელს განიხილავს.

ალტერნატიულ ვარიანტებში იუვენტუსიც გამოჩნდა, რომელიც ამ ეტაპზე ფინანსური თვალსაზრისით ისეთ ოპერაციებს გეგმავს, რომელიც ბალანსში დადებით მაჩვენებლებს დააფიქსირებს.

მაქს ალეგრი

როდრიგო დე პაულს ტურინი არაერთხელ დაუკავშირეს.. არგენტინელი ნახევარმცველისთვის უდინეზე უკვე დიდი ხანია პატარა გუნდად იქცა.. გრანდებიც ეტაპობრივად მოგროვდნენ და ერთმანეთზე უკეთს პირობებს თავაზობენ, მაგრამ ბეპე ბოცოსთან საერთო ენის გამონახვა უჭირთ.

უდინეზეს ხელმძღვანელს არც კორონა ვირუსისგან გამოწვეული ფინანსური პრობლემები ადარდებს და არც ვარსკვლავების განლაგება.. მისი სურვილია 40 მილიონი და არცერთი ევროთი ნაკლები.. იუვენტუსი კი არ გეგმავს ასეთი ნაბიჯის გადადგმას.. ატლეტიკო თავის მხრივ შტურმის მოწყობას აპირებს და თუ შეძლებს სასურველი თანხის მობილიზებას, მაშინ დე პაულს ლა ლიგაში ვიხილავთ.

და ბოლოს.. ხუთშაბათს ერთმანეთს კერუბინი, ანიელი და ალეგრი შეხვდებიან, რომლებიც სატრანსფერო პოლიტიკას დაგეგმავენ.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ შეხვედრაზე საუბარი კრიშტიანო რონალდუსაც შეეხება. სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი პორტუგალიელი დარჩება თუ კარიერას სხვა კლუბში გააგრძელებს..

პარალელურად პორტუგალიური გამომცემლობის თვალსაზრისით, რონალდუ ევროპის ჩემპიონატის დასრულებას დაელოდება და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებს.

5 3 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
5 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
batumski
batumski
4 months ago

არაფერი გამოვა..ისედაც და ასედაც..არც ვიშლი ნერვებს,მოს-ყნიათ პატრონი..

batumski
batumski
4 months ago

ესენი მილიკს დასდევენ და ემერსონ პალმერს..სატრანსფერო პოლიტიკა აქვთ პი-დეც..

Last edited 4 months ago by batumski
Juve fan
Juve fan
4 months ago

პარატიჩის ადგილზე ვინაა ახლა? ან ფედერიკო კერუბინი ვინაა?

maradona73
maradona73
4 months ago

ლოკატელის მოყვანაც თუ პრობლემაა იუვნეტუსისთვის, მაშინ რაღა გვინდა ლიგაზე?
გვეთამაშა ევროპალიგაზე, ქე მაინც მოგების შანსი გვექნებოდა … )

ბაქარი
ბაქარი
4 months ago

იმედია ყველაფერი ისე დალაგდება როგორც საჭირო იქნება

| Newsphere by AF themes.
5
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x