ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბოლო 24 საათის სატრანსფერო სიახლეები

მაქს ალეგრი

გთავაზობთ უკანასკნელ სიახლეებს იუვენტუსსთან დაკავშირებით, რომელიც მედიაში გავრცელდა.

თავდაპირველად პაულო დიბალა რომლის კონტრაქტის საგა დაუსრულებელ ისტორიას დაემსგავსა, მაგრამ თუ გაძეტას დავუჯერებთ ფინიშის ხაზი უკვე მკაფიოდ გამოჩნდა.

მოახლოებულ კვირას ერთმანეთს ფეხბურთელის აგენტი და ფედერიკო კერუბინი შევხდებიან, სადაც ყველა დეტალი შეთანხმდება და მხარეები კონტრაქტზე ხელს ოფიციალურად მოაწერენ.

დიბალას ახალი კონტრაქტი 2025 წლამდე იქნება გათვლილი და სეზონში არგენტინელი 10 მილიონს + ბონუსებს გამოიმუშავებს. ამასთან ერთდ ლა ჯოია იუვეს მომავალი კაპიტანი გახდება.

პარალელურად სხვა პოზიციებთან მიმართებაში, მაქს ალეგრის საკუთარი შეხედულება გააჩნია.. მაგალითად რადუ დრაგუსინის გაშვებას ტოსკანელი დიდი ენთუზიაზმით არ შეხვედრია, რადგან რუმინელის გამოყენებას აქტიურად აპირებდა.

მაქს როტაციისთვის ნამდვილად ესაჭროება გარკვეული კონტიგენტი და თან თუ ჯორჯო კიელინის ასაკს გავითვალისწინებთ, შეშლილის მოსაზრება იდეას მოკლებული არ არის.

აქედან გამომდინარე არაა გამორიცხული მოლაპარაკებებში სასუოლოს არჩევანის გაკეთება კორეასა და ფაჯიოლოს შორის მოუწიოს.. თუმცა, ეს ცნობები სხვადასხვა მედია საშუალების მხრიდან ჯერ არ დადასტურებულა და მხოლოდ სპორტმედიასეტმა გაავრცელა.

მანუელ ლოკატელის ტრანსფერზე კარნევალემ და კერუბინმა დიდი ფუნდამენტი მოამზადეს. მართალია ფინანსური თვალსაზრისით ჯერ კიდევ შორს არიან, თუმცა გარკვეული ტექნიკური ელემენტებით 40 მილიონის შემცირებას შეეცდებიან.


იმისათვის, რომ ჩვენმა საიტმა მუშაობა განაგრძოს, თქვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია ✊

ანგარიშის ნომრები:👇

BOG: GE75BG0000000101336912

TBC: GE46TB7405945063600014

Paypal: paypal.me/davitjishkariani1

5 2 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x