ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბოლო 24 საათის ყველაზე მნიშვნელოვანი ტურინული სიახლეები

მარკო პიაცა

გთავაზობთ იუვენტუსთან დაკავშირებით უკანასკნელი 24 საათის მთავარ სიახლეებს.

ნაპოლისთან შეხვედრის შემდეგ კრიტიკის განსაკუთრებული ნაწილი ბლეზ მატუიდის ერგო.. საერთოდაც, მაურისიო სარის გუნდში მოსვლის შემდეგ ფრანგ შუახაზელს განსაკუთრებულად აკრიტიკებენ.

მისი ტექნიკური არსენალი და შენელებული მოქმედებები, ყველაზე მეტად გამაღიზიანებელია ბიანკონერის ტიფოზერიისთვის..

თუმცა, ამ აზრს იუვენტუსის მესვეურები ოდნავადაც არ იზიარებენ და მინი რაიოლასთან უკვე დაიწყო კონტრაქტის გახანგრძლივებაზე საუბარი.

კონსულტაცია დიდი ხანია მიმდინარეობს და როგორც ამბობენ, უახლოეს პერიოდში ამ თემაზე ოფიციალურ ცნობებს უნდა ველოდოთ.

ყველანი ვფიქრობდით, რომ მარკო პიაცა კარიერას კალირიში გააგრძელებდა. ფეხბურთელმა კულუარული ცნობებით ორიოდე დღის წინ სამედიცინო შემოწმებაც კი გაიარა..

თუმცა, პარალელურად მიმდინარე მოლაპარაკებების საფუძველზე ნათელი გახდა, რომ მხარეებს შეთანხმების მიღწევა გაუჭირდებოდათ.

სულ რამდენიმე საათია სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე დარჩენილი და ამ ეტაპზე ხორვატის კალიარიში გადასვლის შანსები მიზერული გახდა. 

ემრე ჯანისთვის მხოლოდ ბორუსია არ იბრძვის.. საქმეში ჟოზე მოურინიოს ტოტენჰემიც ჩაერთო.. კრისტიან ერიქსენის გასხვისების შემდეგ, ლონდონელები შუახაზში ფეხბურთელის დამატებას გეგმავენ და გერმანელს იდეალურ ვარიანტად მიიჩნევენ.

0 0 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.

გათიშვა

0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<