ბონუჩის დარჩენა სურს…
ტურინის “იუვენტუსის” გულშემატკივარი ელოდება თუ, როგორ გადაწყდება იტალიელი მცველის ლეონარდო ბონუჩის ბედი. ბოლო დროინდელი ჭორების თანახმად ის რუსეთის პრემიერ ლიგაში, კერძოდ კი სანკტ პეტერბურგის “ზენიტში” მიემგზავრებოდა, თუმცა. როგორც ფეხბურთელის აგენტი აცხადებს, თავად ლეონარდოს გუნდში დარჩენა სურს. ბონუჩის განცხადებით, მას სურს ყველას დაუმტკიცოს, რომ ის ღირსია “ბიანკონერის” შავ-თეთრი მაისურის ტარების. ბონუჩის აგენტი შემდეგნაირად აღწერს სიტუაციას: “იყო დაინტერესება რუსული მხრიდან, მაგრამ მოლაპარაკება ამ ეტაპზევე შეჩერდა და არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ ჩემი კლიენტი ასპარეზობას რუსეთში გააგრძელებს, მას უყვარს ტურინის “იუვენტუსი და სურს, სწორედ ამ კლუბში განვითარდეს, მითუმეტეს ის ახლა სწორედ, განვითარების ფაზაშია. მაგრამ მიუხედავად ყველაფრის სატრანსფერო ბაზარზე, შეიძლება ყველაფერი მოხდეს, აიღეთ სამუელ ეტო’ოს მაგალითი.”
წყარო: goal.com
კი მარა ახლა რომ ვთამაშობდით ისიც ტორინოსი არ იყო ოლიმპიკო თუ რაც იყო?
ძმებო ვინმემ გამარკვიეთ დელე ალპს რა ბედი ეწია ან ვისი იყო ეგ სტადიონი იუვენტუსის და მეორე გუნდის ვისი? გამარკვიეტთ რა რამდენი ხანია ამის კითხვა მინდა ახლა გამახსენდა
რა ბედი ეწია და განახლდა :) ეხლა როა სტადიონი ხსნიან სტადიონს ეგ არი ძველი დელე ალპი
ბრატ ორი გუნდის ხო იყო ეგ სტადიონი და მეორე რომელი იყო?
ტორინო
juventino4ever
გილოცავ პირველ სტატიას ;)
კარგია მომწონს ლეოს დარჩენა, ფორმაში უნდა ჩადგეს..
ძმა ახალი ხარ და რამდენიმე რჩევა
1. სურათები ნახე შედარებით ისეთი რომელიც კარგად ჩაჯდება 250X150-ში და ასე მახინჯურად გაწელილი არ იქნება
2. სლაიდის სურათის ზომები 555-255 უნდა იყოს
3. ” ფანი ” – გულშემატკივარი ჯობია , ან ტიფოზები თუნდაც , მაგრამ არა ფანი
ხოდა კიდევ , Gოალ.ქომიდან აბსოლიტურად ყველა სიახლე აკრძალულია ჩვენ საიტზე , არ ვდებთ მაგ ვებ გვერდიდან არაფერს და გაითვალისწინე მომავალში
გაიხარეთ დალაგდება ყველაფერი დრო და დრო
1. სიტყვა ” ფანი ” არ არის ქართული სიტყვა … გამოიყენე : გულშემატკივარი, “ტიფოზი”
2. წყარო სრულიადში უნდა იყოს
3. მაგრამის და როგორცის წინ მძიმეები დაუსვი
4. სლაიდს მიხედე :)
საბოლოო ჯამში კარგი გამოგივიდა :)