ბრწყინვალე 11 – ალესანდრო ბირინდელი
იტალიელი ექს ფეხბურთელი გამოირჩეოდა თავისი სისწრაფითა და ზუსტი გადაცემებეთ. მოედანზე ის ყოველთვის ბოლომდე იხარჯებოდა და ყოველთვის ნამდვილი “იუვენტინო” იყო. მაშინაც კი, როცა ტურინული გრანდი სერია ბ-ში დააქვეითეს ბირინდელიმ არ მიატოვა კლუბი და დარჩა მასთან ერთად სერია ბ-ში… ის ხომ გუნდის ვიცე-კაპიტანი გახლდათ… მაგრამ სანამ ალესანდრო აქამდე მოვიდოდა, მან ძალიან გრძელი და შრომატევადი გზა განვლო. რომელიც აღსავსე იყო ბევრი სიხარულითა და ბევრი იმედგაცრუებით. მოდით, თხრობა სულ თავიდან დავიწყოთ, ამისათვის იტალიის უმშვენიერეს ქალაქში, პიზაში მოგვიწევს გამგზავრება პაოლო და ემინია ბირინდელების ოჯახში… ალესანდრო ამ ოჯახის მეორე შვილი გახლდათ. მან ფეხბურთის თამაში 8 წლის ასაკში დაიწყო და მისი პირველი კლუბი ადგილობრივი სან ფრედიამო იყო. ბავშვობიდანვე თავისი მომავალი კლუბის გულშემატკივარი იყო და ყველაზე დიდ პატივს ამავე კლუბის ვარსკვლავს მიშელ პლატინის სცემდა. ბირინდელი ასევე მოხიბლული იყო პაოლო მალდინის სპორტსმენობითა და პროფესიონალიზმით.
საკლუბო კარიერა:
ის თავიდან კლუბ “ემპოლის” ახალგაზრდულ სექტორში ჩაირიცხა და იქ მოიგო სერია ც-ს თასი. დაახლოებით 150-ჯერ გამოვიდა ბირინდელი მოედანზე ემპოლის მაისურით. 151-ე მატჩი კი უკვე შავ-თეთრ მაისურში ჩაცმულმა ჩაატარა. ის გუნდში მოვიდა 1997 წელს მაშინ, როდესაც კლუბს მარჩელო ლიპი წვრთნიდა და კლუბში ისეთი ფეხბურთელები თამაშობდნენ, როგორებიც არიან, ალესანდრო დელ პიერო, ედგარ დავიდსი, ზინედინ ზიდანი, ფილიპო ინძაგი და სხვა მრავალი. 1997 წლის 31 აგვისტოს, ანუ ზუსტად 14 წლის წინ მან პირველ ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა. მატჩი “იუვეს” გამარჯვებით დასრულდა. თავის პირველ სეზონში ბირინდელიმ მოიგო სკუდეტო, გუნდმა მილანის “ინტერს” 5 ქულით აჯობა. სეზონი კი მაინც უიღბლო ნოტაზე დასრულდა, იუვენტუსმა ჩემპიონთა ლიგის ფინალი წააგო. მათ ვერ შეძლებს მადრიდელების დამარცხება… ფეხბურთელმა კიდევ ორი სკუდეტო მოიგო ტურინში ასპარეზობისას, ის იყო ნაწილი იმ “იუვესი”, რომელიც 2002-2003 წლის ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში დამარცხდა მილანის წინააღმდეგ ფინალში. თერთმეტმეტრიანების სერიაში ტურინელთაგან მხოლოდ ორმა გაიტანა. ალესანდრო დელ პიერომ და… ალესანდრო ბირინდელიმ… 2005 წლის ზაფხულში ლისაბონის “ბენფიკასთან” გამართულ ახალგაზრდულ მატჩში, იტალიელმა მცველმა მუხლი იტკინა და მთელი 2005-2006 სეზონის გამოტოვება მოუწია. მოგეხსენებათ ამ სეზონში ბევრი რამ მოხდა… ყველაზე მეტი ქულა “იუვემ” დააგროვა და ჩემპიონობაც მას ერგებოდა, თუმცა იტალიაში აგორებული სკანდალის შედეგად, იუვე სერია ბ-ში განაწესეს. ამის შემდეგ დაიწყო ფეხბურთელების დაყოფა ორ კატეგორიად: ისინი ვინც ტოვებდნენ “იუვეს” და კარიერას სხვაგან აგრძელებდნენ და ისინი ვინც კლუბში რჩებოდნენ. ბირინდელი, როგორც ჭეშმარიტი იუვენტინო მეორე კატეგორიის ფეხბურთელებთან ერთად დარჩა. და გუნდს დაეხმარა მომდევნო სეზონშივე დაბრუნებულიყო სერია ა-ში. მან 37 მატჩი ჩაატარა ქვედა დივიზიონში და კლუბის ვიცე კაპიტნად იქცა. როდესაც კლუბი უმაღლეს დივიზიონში დაბრუნდა ის კლაუდიო რანიერიმ ჩაიბარა. იტალიელი სპეციალისტის ხელში ბირინდელიმ მხოლოდ 7 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ვეტერანმა მცველმა 11 წლიანი ტურინული ისტორიისათვის წერტილის დასმა განიზრახა, თუმცა განაცხადა, რომ იძულებული იყო ეს გადაწყვეტილება მიიღო, სინამდვილეში კი ერთი-ორი სეზონის გატარება გუნდთან ერთად კვლავ სურდა. 2008 წლის 22 ივლისს ბირინდელი მშობლიური ქალაქის კლუბ “პიზა კალჩოში” ჩაირიცხა, მას მიეცა საშუალება, თავისი ბავშვობის ქალაქის ღირსება დაეცვა., მაგრამ კლუბი ერთი წლის შემდეგ გაკოტრდა და ბირინდელი იძულებული გახდა კლუბის ძებნა დაეწყო. ის კვლავ ჩაირიცხა იტალიის ერთ-ერთ მოკრძალებულ კლუბში, თუმცა ამ გუნდმაც წინამორბედის ბედი გაიზიარა და ბრწყინვალე იტალიელი უკლუბოდ დატოვა.
სანაკრებო კარიერა:
ბირინდელი თავიდან იტალიის U17 ნაკრების წევრი და იყო 1991 წლის მსოფლიო ჩემპიონატზეც გაემგზავრა თანატოლებთან ერთად. თუმცა არცერთი მატჩი ძირითადში არ დაუწყია, ის პირველად “სკუადრა აძურას” ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა U23 ნაკრებში, რომელსაც იმ დროს მარკო ტარდელი წვრთნიდა. 1997 წელს ბარიში ჩატარებული ტურნირი სახელად “ხმელთაშუაზღვის თამაშები” იტალიამ მოიგო, მათ ფინალში თურქეთი დაამარცხეს. ბირინდელიმ ჩატარებული 4-დან სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა, მათ შორის საფინალოშიც. აი, ძირითად ნაკრებში დებიუტმა კი ცოტა არ იყოს, და დაიგვიანა. მხოლოდ 2002 წელს ჯოვანი ტრაპატონის “მმართველობისას” ბირინდელიმ თავისი სადებიუტო მატჩი ჩაატარა. სულ ჯამში მან 6 შეხვედრის გამართვა მოახერხა.
2010 წლის ივლისში ბირინდელი პროფესიონალური ფეხბურთიდან წავიდა. მან ბრწყინვალე ასოებით ჩაწერა თავისი სახელ გვარი ტურინის “იუვენტუსის” ისტორიაში. ყველა “ტიფოზის” ემახსოვრება ბირინდელი მართლაც ბრწყინვალე ასპარეზობა და თავდადება… ის იყო ერთ-ერთი იმათგანი, ვინც იცოდა, რომ გეცვას “იუვენტუსის” შავ-თეთრი მაისური, არ ნიშნავს უბრალო რამეს, ეს დიდი ღირსებაა…
მიღწევები:
იტალიის თასი (ემპოლი)
სერია ა 3-ჯერ
იტალიის სუპერ თასი 4-ჯერ
იტალიის თასი 2-ჯერ
ჩემპ. ლიგის ფინალისტი 2-ჯერ
ინტერტოტოს თასი 1-ჯერ
სერია ბ 1-ჯერ
აქ მონტეროზე ვკაიფობ მონტერო რო აკეთებს სულ დაკარგა ამ ვიდეომ ხიბლი რა კაცი იყო მონტერო :D ეს რა ქენი ჩემი დედაო :D:D:D
ბრწყინვალე იუვენტინი-ბრავოოოოოოოოოო!!
http://www.youtube.com/watch?v=-hzrbHtbA4E&feature=related
ალბათ ყველას გახსოვთ მისი გოლი ჩემპიონთა ლიგაზე :)
ალესანდრო
ყველაზე მაგარი 15 ნომერი იუვეს ისტორიაში..
რა დარტყმა ქონდა, საიმედო კაცი იყო